ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია. ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს

“ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დეპუტატი ქუჩაში საკუთარი მანქანით მოძრაობისას, 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა აქციის შუაგულში და აქციის მონაწილეებმა მისგან კანონთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვეს. დავით კაჭარავა გადმოვიდა მანქანიდან და მიმართა ადგილზე შეკრებილებს.
„დღემდე ვერ ვნახეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო ვერც ერთი არგუმენტი. უახლოეს დღეებში დაიწყება მუხლობრივი განხილვა და თუ ამ კონსტრუქციულ საუბარში გადავინაცვლებთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ამბავს – ჩვენც მზად ვართ კონსტრუქციული საუბრისთვის. შემოთავაზებაა, სატელევიზიო ეთერებში ვისაუბროთ ამ თემაზე და როგორც გითხარით, იქნება განხილვა და ვიმსჯელოთ.
ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია. ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი. ევროკავშირში მიგვიღებენ ამაყად, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი წინაპრების პატივისცემით,” – განაცხადა დავით კაჭარავამ.
Previous: მივდივარ იმიტომ რომ…. – რატი ბრეგაძე 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით