შალვა პაპუაშვილი – მამუკა მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და შინაარსობრივად დამახინჯებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სუროგაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და შინაარსობრივად დამახინჯებული. მისი განცხადებით, საკითხი შეეხებოდა, სახელმწიფოსგან რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ წახალისებას. „ჩვენ, სინამდვილეში, რასაც ვაკვირდებით და ამ მხრივ მედიის დაფარვასაც ვაკვირდებით, არის რამდენიმე მედია ჯგუფი, რომელიც ზუსტად დაინტერესებულია ლგბტ პროპაგანდით. ამიტომ ჩასაფრებულია ამ დისკუსიებში და ცდილობს კონტექსტიდან […]

როდესაც ვსაუბრობთ შავ ფულზე, აქ არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, როცა გრანტების საშუალებით ქვეყანაში შემოსულ “შავ ფულზე” საუბრობს, ის „საგადასახადო მნიშვნელობით“ შავ ფულს არ გულისხმობს. ამის მაგალითად პაპუაშვილმა კვლავ მაგალითად მოიყვანა „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მიერ ორგანიზაცია „დროას“ დაფინანსება. მისი თქმით, სინამდვილეში ამ ფულით ელენე ხოშტარიას პარტია „დროას“ დაფინანსება ხდება. „როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ შავ ფულზე, აქ რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ […]

რუსული კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს – პავილიონისი

რუსული კანონის გაწვევისკენ მოწოდებას, კიდევ 6 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები უერთდებიან – აღნიშნულ ინფორმაციას, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ავრცელებს. ქვეყნები, რომლებიც მოწოდებას შეუერთდნენ არის: ბელგია, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, ისლანდია. მანამდე, 5 აპრილს გამოქვეყნდა 12 ქვეყნის საკანონდმებლო ორგანოთა საგარეო კომიტეტის თამჯდომარეების განცხადება რუსული კანონის წინააღმდეგ. აქამდე მოწოდებას გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ჩეხეთის, […]

კალაძე ოცნების აქციაზე: შევიკრიბოთ საქართველოს გაერთიანებისა და თავისუფლებისთვის

მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ხვალინდელი დღე, თავისუფლება და სუვერენიტეტი – 29 აპრილს პარლამენტთან მოდით. შევიკრიბოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ურყეობისთვის, თავისუფლებისთვის, საქართველოს გაერთიანებისა და განვითარებისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი დღისთვის. მოდით, რათა ყველას გავაგონოთ და ყველამ იცოდეს, რომ მთავარი არის სამშობლო. საქართველო უპირველეს ყოვლისა. მეგობრებო, ყველას გელოდებით. მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით, […]

ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, დაზიანდა ქალაქის გაზსადენი

24 აპრილის ღამის საათებში ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. არსებული ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანდა გაზსადენი და რვა შენობა, მათგან სამი საცხოვრებელი კორპუსი და ორი ოფისი. ასევე, ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თავდასხმის შესახებ მოსახლეობა პირველად 0:35 საათზე გააფრთხილა. ხარკოვის მერის თქმით, ოკუპანტებმა S-300 ტიპის ორი რაკეტა გამოიყენეს. ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, […]

ლატვიამ ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა

ლატვიამ ქართული ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას ლატვიის საელჩოში დაუდასტურეს. ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული 2013 წელს გახდა. ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე 4 აპრილს ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდ კოლსმა ისაუბრა. სოციალურ ქსელ X-ში ის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა. 3 […]

დღეს ბუნდესტაგში საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ – როთი

დღეს ბუნდესტაგში საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას განიხილავენ. ინფორმაციას ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი X-ზე ავრცელებს. “ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას განიხილავს”- წერს როთი. Der Auswärtige Ausschuss des Bundestages befasst sich heute mit der innenpolitischen Lage in Georgien. — Michael Roth – official (@MiRo_SPD) April 24, 2024

დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრი – ხმის მიცემის უფლებით ამერიკის მოქალაქე რომ ვიყო, ხმას ტრამპსა და „რესპუბლიკელებს“ მივცემდი

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას დონალდ ტრამპს მივცემდი, – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრმა, ამიჩაი ჩიკლიმ განაცხადა. „აშშ [ჯო ბაიდენის] ხელმძღვანელობით ძალის დემონსტრირებას ვერ ახდენს და ეს ისრაელსა და სხვა ქვეყნებს ზიანს აყენებს. ბაიდენი ისრაელის მეგობარია, მაგრამ ის ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რაც მასზე მოქმედებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ზიანს აყენებს“, – განაცხადა ამიჩაი ჩიკლიმ. […]

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ანალიტიკური დოკუმენტი: „შეწყალების მიუხედავად მსჯავრდებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები“ წარადგინა. როგორც მათ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტეს, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელიც 2019 წლის […]

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტარებისგან სანქცირებაზე საუბარი დაშინების მცდელობაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან დეპუტატების სანქცირებაზე საუბარი დაშინების მცდელობაა. „აგენტების კანონის“ ინიციირების გამო ევროპარლამენტში განხილულ რეზოლუციის პროექტზე პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. „როგორ შეიძლება ქართველი ხალხის დასანქცირება?!. 29 აპრილს მობრძანდით და ნახავთ, ვის დასანქცირებას აპირებენ ეს ევროპარლამენტარები. სინამდვილეში, ასეთი რამ აბსურდია. ეს არის მეთოდი დაშინების იმისთვის, რომ ამ ჯგუფს ევროპარლამენტისა […]