უკრაინის მოქალაქეებს საქართველომ უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაზარდა. შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“. ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში სრული სამი წლით ყოფნის უფლება აქვთ. მანამდე ეს პერიოდი ერთი წლით შემოიფარგლებოდა, 2023 წლის […]
შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ სრულად უზრუნველვყოთ ყველა ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა და სწორედ ამ უფლებების დაცვის ჭრილში დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე ჩანს, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მისი განცხადებით, ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად, მოქალაქეების მხრიდან არის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით. „ვაგრძელებთ საყოველთაო-სახალხო განხილვას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად. ქუთაისის, ამბროლაურის შემდეგ, დღეს ოზურგეთში გვექნება მოსახლეობასთან შეხვედრა. ყველა ამ შეხვედრაზე ჩანს სრული […]
თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ავარიული შენობის სრულ დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად, ახალ, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. „გვაქვს კიდევ ერთი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი. ავარიული […]
კახა კალაძე – სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები, მორაგბეები და მათი ქომაგები იმსახურებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული სტადიონი დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე უშუალოდ დედაქალაქს. „ეს არის მეგაპროექტი, რომელსაც იმსახურებენ ქართველი ფეხბურთელები და მორაგბეები, რაც მთავარია, მათი ქომაგები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ […]
ნიკა გვარამია თავად არის შიდა ნაციონალური ეროზიის შედეგი და ლპობადი პოლიტიკით გამარჯვებას ვერ მიაღწევს

“რაც შეეხება პოლიტიკურად ახლად წამოჩიტულ გვარამიას, ის თავად არის შიდა ნაციონალური ეროზიის შედეგი,” – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე პარტია “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას ვიზიტს ევროპარლამენტში და მის მოწოდებებს ევროპარლამენტარებისადმი, მიიღონ ზომები საქართველოს მმართველი გუნდის წინააღმდეგ. ჩიბურდანიძის თქმით, ეს ის გვარამიაა, რომელიც არა მხოლოდ ქართულმა სასამართლომ ცნო დამნაშავედ, არამედ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება სტრასბურგის […]
სარკის თარიღი 24.04.2024 – როგორ ჩაიფიქროთ სურვილი დღეს, რომ ახდეს

სარკის თარიღები არის რიცხვები, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია მარცხნიდან მარჯვნივ და მარჯვნიდან მარცხნივ. ასეთი თარიღები განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მათი განსაკუთრებული სიმეტრიის გამო. 2024 წლის 24 აპრილი არის ერთ-ერთი ასეთი სარკის თარიღი და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად. რას ნიშნავს სარკის თარიღები? საინტერესოა, რომ ნუმეროლოგებისთვის სარკის თარიღებს, განსაკუთრებით ისეთებს, როგორიცაა 2024 წლის 24 აპრილი, შეიძლება ჰქონდეს ჯადოსნური მნიშვნელობა, […]
12-დღიანი ლოდინის შემდეგ გრიგორიადისის ადვოკატს განაჩენი ჩააბარეს

12-დღიანი ლოდინის შემდეგ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ჩააბარეს. დაცვის მხარე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიდის, რათა დოკუმენტი ჩააბარონ. პრეზიდენტს უკვე შეუძლია, გრიგორიადისი შეიწყალოს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან 12 აპრილს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე. ეს განცხადება მან ტვ პირველის ეთერში, ინგა […]
მაია ომიაძემ ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. „ტურიზმის როლი შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკაში“- პანელურ დისკუსიაში მაია ომიაძემ ტურიზმის მიმართულებით საქართველოს მიღწევების შესახებ ისაუბრა. მაია ომიაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები და დაგეგმილი პროექტები. კონფერენციას “საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები შავი ზღვის სტრატეგიის კონტექსტში”ჯორჯ […]
ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციას დღეიდან იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსგავსი პროექტები 2022 წლიდან ხორციელდება და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს. „თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 2022 წლიდან ხორციელდება ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს და […]
მიკროსაფინანსოები დასაკუთრებული ქონებით – რეიტინგი

მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა წლიურად ძირითადად შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო სექტორის მოგება წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. მიკროსაფინანსო სექტორი ამ დროისთვის 34 კომპანიითაა წარმოდგენილი.