„ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ღირებულებებია – კახა კალაძე

„ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ღირებულებებია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ევროპული ღირებულებების დანერგვა, პირველ რიგში, ქვეყანასა და ყოველდღიურობაში სურთ. „მამული, ენა, სარწმუნოება – დიდი ქართველი მოაზროვნის, წმინდა ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და […]
რატომ იზრდება ახლო აღმოსავლეთში ჰამასის მიმართ მხარდაჭერა?

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის და ექვსთვიანი ომის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ჰამასის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა. მრავალი დასავლური ორგანიზაცია ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ შეიცვალა ახლო აღმოსავლეთში არაბი მოსახლეობის საზოგადოებრივი აზრი და ზოგადად, რას ეფუძნება მათი პოზიციები. ჰამასისადმი მხარდაჭერის ზრდას სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული ფაქტორები განაპირობებს, მაგალითად რელიგიის როლი, ეკონომიკა, ომის ეფექტები და საინფორმაციო სივრცის პოლიტიკა. არადემოკრატიული სახელმწიფოები ხშირად იმაზე […]
ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების გეგმა შეიმუშავა

ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების გეგმა შეიმუშავა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ,,პირველი ნაბიჯი გადაიდგა თებერვალში ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარებისთვის, რომლებიც შემოსავალს ქმნიან აქტივებიდან, ახლა ეს შემოსავალი ცალკე შემნახველ ანგარიშებზეა“, – განმარტება ბორელმა. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული აქტივებიდან შემოსავლის ჩამორთმევის ასეთი მექანიზმი […]
ნაძალადევის რაიონში ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტის მერია ავარიული შენობის სრულ დემონტაჟს განახორციელებს და მის ნაცვლად, ახალ, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. „გვაქვს კიდევ ერთი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი. ავარიული […]
ცნობილია, 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ღონისძიების დაწყების დრო

მობრძანდით 29 აპრილს. 18:00 საათზე ვიწყებთ შეკრებას საქართველოს პარლამენტთან. 20:00 საათზე კი დაიწყება ოფიციალური ღონისძიება. მოდით შვილებით, შვილიშვილებით, პატარებთან ერთად, ეს იქნება ზეიმი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიზანმიმართულად მიდის აღნიშნული შეკრების დისკრედიტაცია. „მამული, ენა, სარწმუნოება. დიდი ქართველი მოაზროვნის, წმ. ილიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ვინ […]
გურამ მაჭარაშვილი: მელია სააკაშვილთან განქორწინდა და გვარამიასთან დაქორწინდა, მაგრამ ქორწინების მეორე დღესვე გვარამიამ ჩააჩოჩა

მომხრე ვარ, რომ ნიკა გვარამია ოპოზიციის ლიდერი გახდეს, რადგან მისი ცხოვრების სტილი, გამონათქვამები, ქართული ტრადიციებისა და ქართული ღვინის მიმართ დამოკიდებულება იქნება იმის სახე, რადიკალური ოპოზიცია როგორ საქართველოს ნატრულობს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში ქართული საზოგადოება არჩევანს უფრო მარტივად გააკეთებს. „მინდა, რომ გვარამია ლიდერი გახდეს, რადგან ქართული […]
ირაკლი ზარქუა – როგორც კი დაფინანსება გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან – კანონის მიღებაზე უარს მაშინ ვიტყვით, თუ აშშ “ფარას“ გააუქმებს, სხვა ქვეყნები კი მის მიღებაზე უარს იტყვიან

როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან! რატომ? იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეულები, პატიოსნები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო მას, ვინც შავ საქმეს აკეთებს, დონორი აღარ დააფინანსებს! – ჩვენი ინტერესია და ბუნებრივია, იმ „ენჯეოებს“, რომლებიც შავ საქმეს აკეთებენ, მართლმადიდებლობას, ჩვენს ტრადიციებს, ადათ-წესებსა და ქართული სახელმწიფოს ებრძვიან, არ მიეცემათ საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანაში […]
შალვა პაპუაშვილი – რეზოლუციები გვინახავს სააკაშვილის გათავისუფლებაზე – იგივე ჯგუფი გვეუბნებოდა, რომ კრიმინალი უნდა ყოფილიყო გარეთ, თუ კანდიდატის სტატუსი გვინდოდა – სააკაშვილი ციხეშია, ჩვენ გვაქვს სტატუსი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ადრეც მოუწოდებდნენ, რომ სააკაშვილი თუ არ გათავისუფლდებოდა, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ მიიღებდა. შალვა პაპუაშვილი ამ განცხადებით ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტის განხილვას გამოეხმაურა, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისა და კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების სანქცირება. „რაც შეეხება რეზოლუციებს, ჩვენ რეზოლუციათა რეზოლუციები გვინახავს სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ახლაც იმედია ჩაწერენ, აბა სხვა რა იქნება. წარსულის გაკვეთილი […]
გიორგი ვაშაძე – მძიმე მოსასმენი იყო ევროპარლამენტში დისკუსია, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, საუბარი იყო სანქციებზე – უფრო და უფრო ძვირი უჯდება საქართველოს ბიძინა ივანიშვილი

მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – დააყენეთ სამშობლო უფრო წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის დავალება, დააყენეთ სამშობლო და ჩვენი ქვეყანა უფრო წინ და არა სიჯიუტით გამოწვეული რაღაც პოზიციის დაკავება, – ამის შესახებ “სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც 23 აპრილს, ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას გამოხმაურა. გიორგი ვაშაძის თქმით, გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც […]
ირაკლი ზარქუა ნაირა გელაშვილს – უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური, ამიტომ, ეს შემოგდებული თემაა, რომ გიგაურებმა და ლომჯარიებმა თავისი ფულის გამჭვირვალობას თავი აარიდონ – მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ალბათ, თქვენც შეცდომაში შეგიყვანეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილს უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს არის მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ირაკლი ზარქუას თქმით, უცხო ქვეყნის გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური და მაგალითისთვის მოჰყავს თურქეთის მიწისძვრა, […]