ფრიდონ ინჯია – როდესაც რამე მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა, მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო ცვლილებებს – სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგანი „ქართული ღირებულებები”

იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, ნამდვილად დროულია საკანონმდებლო ცვლილებები. მე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ, როდესაც ჩემი ქვეყნისთვის რამე მისაღები და საჭიროა, მაშინ მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა – მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს , – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და […]

ლევან ხაბეიშვილი – ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს

ამ ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით. ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, შსს-ს განცხადება ღიმილის მომგვრელია. „ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ შეაშინოს ქართველი ხალხი და ცხადია ქართველი ხალხის დაშინებით, ხელების გადაგრეხით ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ. მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეს […]

ხოშტარია: ახალგაზრდებს ექნებათ ჩვენი ზურგი, არ იქნებიან მარტო, მათ ვერავინ გამოიყენებს

არა რუსულ კანონს და არა რუსულ მთავრობას! ეს არჩევანი ამ ქვეყანას გაკეთებული აქვს 100 წლის წინ, გაკეთებული აქვს 35 წლის წინ, გაკეთებული აქვს 2008 წელს და გაკეთებული აქვს სამარადჟამოდ და ეს არჩევანი დარჩება დაცული ყველა მოქალაქის მხრიდან. მე აქ ვერავის დავარიგებ ჭკუას, იმიტომ, რომ ეს არ არის პარტიული ან პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ყველა მოქალაქის […]

კორძაია: რუსებმა გამოგვყარეს სოხუმიდან, დღეს კი ოცნება ვერ ბედავს, მტერს მტერი დაარქვას

დრო იმდენად ცოტაა, რომ ერთმანეთის მოფერების დრო ახლა არ გვაქვს, ერთმანეთის გამხნევების დროა. 35 წელი გავიდა 9 აპრილის შემდეგ და ჩვენ ისევ ვართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე, რომ ისევ შეგვათრიონ საბჭოთა კავშირში – რუსეთში, რისთვისაც ჩვენმა ხალხმა სისხლი დაღვარა. როგორც კი საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენ რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი. მე ვარ სოხუმიდან და მახსოვს, როგორ გამოგვყარეს რუსებმა […]

Helios Energy-სთან პარტნიორობით, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ” 700 კვტ/სთ-ის მზის სადგური მოაწყო

Helios Energy Georgia-სა და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” თანამშრომლობით, კოკა-კოლას საწარმოს ტერიტორიაზე “ჰელიოს ენერჯიმ” მზის პანელები დაამონტაჟა. მათი სიმძლავრე კი 700 კილოვატ/საათია. “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გარემოსდაცვითი მმართველი, გივი კალანდაძე, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, რომ CCBG გლობალური Coca-Cola Company-ის გეგმას მიყვება, რომლის თანახმადაც, 2030 წლისთვის “კოკა-კოლას” სასმელების წარმოებისას გამოყოფილი CO2-ის ემისიები უნდა შემცირდეს. “Coca-Cola Company-მ […]

ლევან ხაბეიშვილი – მაშინ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, რუსთავის საკრებულოში ივანიშვილის და გახარიას პარტიებმა თანამდებობები ვერ გაიყვეს – ცოტა სასაცილოდ გამოიყურება

მაშინ, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება, რუსთავის საკრებულოში ივანიშვილის და გახარიას პარტიებმა თანამდებობები ვერ გაიყვეს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის” არცერთი წევრი არ ესწრებოდა, რადგან თანამდებობებზე ბრძოლა სასაცილო და უმნიშვნელოა. „იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ბედი წყდება და ხელისუფლება უარს ამბობს ევროკავშირზე, ცოტა სასაცილოდ გამოიყურება კონკრეტულ საკრებულოებში […]

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის უდიდესი მნიშვნელობა. […]

გელა სამხარაული ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლოდ მათ გაღრმავებასა და გააქტიურებაზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე დაეთმო ორ ქვეყნას შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებს. „ჰოლანდიის მხარეს მადლობა გადავუხადე იმ […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ქართველ და ამერიკელ მკვლევრებს საპატიო ჯილდოები გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე, რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ამერიკელ მეცნიერებს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგსა და თანამშრომელს კი სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, დაჯილდოების ცერემონია აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, რომელსაც სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი – ცნობილი […]

გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ-არტისტი გახდა

გიორგი გიგაშვილი ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ – არტისტი გახდა. 2024 წლის ოქტომბერში მას 4 კონცერტი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. „ბეთჰოვენის ფესტივალის რეზიდენტ არტისტი გავხდი 2024 წლის ოქტომბერში, 4 კონცერტით.. 6 ოქტომბერი – ფესტივალის გახსნა. დავუკრავ “ეროიკა” ვარიაციებს. 10 ოქტომბერი – მე და ნინი ნუცუბიძეს გვექნება პრემიერა, როგორც დუეტს, ქართული სიმღერებით. 12 […]