საქართველოში არსებულ ვითარებაზე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, სატელეფონო საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ ჩვენი […]

ჩელენჯ თასი | ნიკა ამაშუკელი ნახევარფინალში იმსაჯებს

მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ თასის ნახევარფინალურ შეხვედრას იმსაჯებს. ის 4 მაისს “კინგსჰოლმში”, ინგლისური “გლოსთერისა” და იტალიური “ბენეტონის” მატჩზე მოედნის მსაჯი იქნება. ევროპის პროფესიული საკლუბო ტურნირების ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველ მსაჯს აქამდე არასდროს უმუშავია. შარშან ამაშუკელმა ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში, ირლანდიური “ლენსთერისა” და ინგლისური “ლესთერ თაიგერსის” შეხვედრა განსაჯა, წელს კი კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწია. […]

ვაგნერელმა, რომელიც ბავშვების სუიციდამდე მიყვანას ცდილობდა, პატრიოტიზმზე გაკვეთილი ჩაატარა

ალექსანდრ გლაზოვმა, რომელიც სასჯელს მოზარდების თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის გამო იხდიდა და ვადაზე ადრე უკრაინაში საბრძოლველად გაათავისუფლეს, რუსეთის ერთ-ერთ სკოლაში გაკვეთილი “პატრიოტიზმზე” ჩაატარა. ამ ამბავზე ყურადღება ტელეგრამ-არხმა Говорит НеМосква-მ გაამახვილა. მათ შესაბამისი ცნობა ვეტერანების საზოგადოება საბრძოლო საძმოს ვებგვერდზე აღმოაჩინეს. ცნობის მიხედვით, ქალაქ კოტელნიკის N1 სკოლის მერვეკლასელებს გლაზოვი, ღონისძება “რითი იწყება პატრიოტიზმის” ფარგლებში, “სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში” […]

კანონპროექტის გავლენა ევროკავშირის, როგორც დონორის როლზე საქართველოში – EU–ს რეზოლუციის პროექტი

საქართველოს შესახებ რეზოლუციის საბოლოო პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი სავარაუდოდ ხვალ უყრის კენჭს, მთავარი არხი აქვეყნებს, სადაც წერია: ვიხსენებთ, რომ 2023 წლის 14 და 15 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა შესაბამისი ნაბიჯები, რომლებიც მითითებულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში; ხაზს ვუსვამთ, რომ ეს რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების […]

ამერიკულ კოლეჯებში პალესტინელთა მხარდამჭერი პროტესტი გრძელდება

ნიუ-იორკში, ბრუკლინში ისრაელის საწინააღმდეგო სპაროტესტო გამოსვლა გაიმართა, სასწავლებელებში კი პალეტისნელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები გრძელდება. დემონსტრანტები, ღაზის სექტორში, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ითხოვენ. მზარდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ბოლო დღეებში, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ზოგიერთ უნივერსიტეტში დემონსტრანტთა მასობრივ დაკავებას. სამშაბათს, ბრუკლინში გამართულ დემონსტრაციაზე, პოლიციამ ასევე დააკავა პროტესტის მონაწილეები, რომლებიც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების განცხადებით, წესრიგს არღვევდნენ. „ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭომ“, საპოლიციო ძალის […]

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთში ჩავიდა

ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შანხაიში ჩავიდა. ამ დროისთვის ამერიკა-ჩინეთის კავშირები უფრო მყარ ნიადაგზე დგას, მაგრამ გადაუწყვეტელი საკითხების წყება, გლობალურ მეტოქეებს შორის ურთიერთობის სტაბილურობას ემუქრება. პეკინში გამგზავრებამდე, სადაც ბლინკენი თავის კოლეგას, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და შესაძლოა პრეზიდენტ სის შეხვდება, სახელმწიფო მდივანი ბიზნეს ლიდერებს შეხვდა. ბლინკენის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის უახლესი მაღალი დონის […]

რუსეთის ეკლესიამ ნავალნის საფლავზე მლოცველ მღვდელს მღვდელმსახურება შეუჩერა

რუს მართლმადიდებელ მღვდელს, რომელმაც გასულ თვეს გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საფლავზე პანაშვიდი გადაიხადა, მღვდელმსახურების უფლება შეუჩერეს და სამწლიანი „სინანული” დაავალეს. დიმიტრი საფრონოვმა რამდენჯერმე აღავლინა ლოცვა მოსკოვში, ნავალნის საფლავზე, ასევე 26 მარტს ნავალნის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგაც ჩაატარა ღვთისმსახურება. მისთვის მღვდელმსახურების შეჩერების შესახებ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია. ამავე განცხადებაში ნათქვამია, როომ მღვდელს ახლა […]

ნაუსედამ ზურაბიშვილთან საუბრისას შეშფოთება გამოხატა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, ნაუსედასთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რამდენად უალტერნატივოა ქვეყნისთვის არჩევნებამდე სტაბილურობის შენარჩუნება და საქართველოს ევროპული მომავლის არჩევნების გზით დაცვა. “დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კვლავ აუცილებლად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ლიეტუვის […]

GITA, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ციფრული ტრანსფორმაციის პროექტს იწყებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უერთდება პროექტს „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME) და იწყებს საგრანტო პროგრამას, რომლის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D-ის მეშვეობით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: მცირე R&D (კვლევა და განვითარება) გრანტების მეშვეობით ახალი […]

CIU-ს ნიაგარას კოლეჯის დელეგაცია სტუმრობდა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნიაგარას კოლეჯის (კანადა) დელეგაცია ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, ნიაგარას კოლეჯის პრეზიდენტი, შონ კენედი და ვიცეპრეზიდენტი, გორდ არბო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია, ვიცერექტორი თამარ ინასარიძე, კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში ზვიად გაბისონია, სამართლის ფაკულტეტის დეკანი […]