შთაგონებას იღებთ უაღრესად სადაო რუსული კანონმდებლობისგან – ვგმობთ – EU

საქართველოს შესახებ რეზოლუციის საბოლოო პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი სავარაუდოდ ხვალ უყრის კენჭს, მთავარი არხი აქვეყნებს, სადაც საქართველოს მთავრობის მიმართ უმკაცრესი გზავნილებია გაჟღერებული: ხაზს ვუსვამთ, რომ საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ უზრუნველყოს ხელსაყრელი […]

ძალის უკანონო გამოყენება – ვის პასუხისგებას ითხოვს EU

საქართველოს შესახებ რეზოლუციის საბოლოო პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი სავარაუდოდ ხვალ უყრის კენჭს, მთავარი არხი აქვეყნებს, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესო აქციებსა და ამ აქციებზე, შსს–ს მიერ გამოყენებული ძალის შესახებაც წერს: ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და მიაღწიოს […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება. მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, ბუდაპეშტში გაემგზავრა. დაგეგმილია საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის გახსნით სესიაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის […]

EU–ს რეზოლუციის პროექტი – მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია

1. მკაცრად ვგმობთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, რადგან ის დააწესებს შეზღუდვებს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, რითაც დააზიანებს მათი თავისუფლად ფუნქციონირების შესაძლებლობას, რამაც უკვე გამოიწვია მასობრივი პროტესტი საქართველოს საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისა და ქვეყნის ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან; 2. ხაზს ვუსვამთ, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან […]

“შეასრულეთ ვალდებულებები”– EU პარლამენტს

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმის წარმოება, რომელიც მიგვიყვანს კანონის მიღებამდე და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც 2023 წლის მარტში აიღო, როდესაც განაცხადა, რომ უპირობოდ უკან გაიწვევდა ამ კანონპროექტს და აღარ წარადგენდა მსგავს კანონს; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს და, შესაბამისად, […]

ლევან ხაბეიშვილი – არავის სანქცირება არ გვიხარია, მაგრამ ივანიშვილის პარტია აკეთებს რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რომლებიც ქართველ ხალხს წინ ეღობებიან ევროკავშირის გზაზე და მზად არიან მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს

ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, მაგრამ ივანიშვილის პარტია აკეთებს რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რომლებიც ქართველ ხალხს წინ ეღობებიან ევროკავშირის გზაზე და მზად არიან მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს , – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არცერთი პარტნიორი არ ჰყავს დასავლეთში, ხოლო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბევრი […]

ვინ არის ევროპარლამენტარი, ვინც დებატებზე “ოცნების” მაგივრად ევროკავშირს აკრიტიკებდა

გუშინ, 23 აპრილს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სიტყვით გამომსვლელთა უმრავლესობა აკრიტიკებდა საქართველოს მმართველ პარტიას, რომელიც რუსული კანონის მიღებას აპირებს დასავლეთის წინააღმდეგ. თუმცა, იყვნენ ისეთი ევროპარლამენტარებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ ნაცვლად ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებდნენ. ასეთი იყო ირლანდიელი ევროპარლამენტარი კლერ დეილი. „ოდესმე შევწყვეტთ ჩარევას და ქართველებს მივცემთ საშუალებას, თავად აშენონ საკუთარი მომავალი?“ – განაცხადა კლერ დეილმა ევროპარლამენტში […]

„არ გაიხსნას მოლაპარაკებები“ | ევროპარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის პროექტი

გამოქვეყნდა ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ერთობლივი რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოური აგენტის კანონის აღდგენის მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. ევროპარლამენტში თავდაპირველად რეგისტრირებული იყო ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, Renew Europe, S&D, PPE და ECR) მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტები, შემდეგ კი ერთობლივ ტექსტზე შეჯერდნენ. საქართველოს შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტში ხვალ, 25 აპრილს უყრიან კენჭს. კენჭისყრაზე შესაძლებელია, საბოლოო ვერსიაში შესწორებები […]

რა დარღვევები აღმოჩნდა საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში – სეს-ის ინსპექტირების შედეგები

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სურსათის უვნებლობის სფეროში 10 000-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. პირველ კვარტალში სურსათის ლაბორატორიული კვლევისას არ გამოვლენილა არც ერთი დარღვევა: · პესტიციდების ნარჩენები მცენარეულ და ცხოველურ სურსათში (შემოწმდა 72 ნიმუში); · ტრანსცხიმები (შემოწმდა 21 ნიმუში); · გმო (შემოწმდა10 ნიმუში); ლისტერია (შემოწმდა 50 ნიმუში); · ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა […]

ნაუსედამ ზურაბიშვილთან საუბრისას რუსულ კანონზე შეშფოთება გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მის ლიეტუველ კოლეგას, გიტანას ნაუსედას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ნაუსედას განცხადებით, მან რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშთოთება გამოხატა. “პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განხვილე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. გამოვხატე ჩემი შეშფოთება “უცხოური აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით და რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მას EU-ში ინტეგრაციის პროცესზე. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული […]