ქუთაისში მსვლელობა „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს

ქუთაისში აქცია-მსვლელობა „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ქვეყნის განვითარებას საფრთხე ექმნება. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიების ლიდერები შეუერთდნენ. ისინი ქალაქში მსვლელობას აწყობენ და ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, კანონპროექტი გაიწვიოს.
შოლცის თანახმად, ევროპა კვლავაც გაზრდის უკრაინის დახმარებას, მაგრამ Taurus-ების მიწოდებაზე მან ისევ უარი თქვა

აშშ-ის კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცება არ ათავისუფლებს ევროპის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან, განაცხადა ოთხშაბათს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ეს განცხადება მან ბერლინში გააკეთა დიდი ბრიტნეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან მოლაპარაკებების შემდეგ. მიუხედავად ამისა, შოლცმა თქვა, რომ გერმანია უკრაინას მაინც არ მიაწვდის ფრთოსან რაკეტა Taurus-ს. გერმანია უკრაინისთვის ამ იარაღის […]
საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს ოზურგეთში განიხილეს

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებები დღეს ოზურგეთში განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მოსახლეობასთან შეხვედრაზე, საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებზე იმსჯელა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებში მოცემულია საზოგადოების თანაცხოვრების წესის, სოციალური მშვიდობისა […]
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9 კაციანი კომისია შეიქმნა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განკარგულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9 – კაციანი კომისია შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, კომისიამ დღეს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა.კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მწერლები, პოეტები და კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნე ზაზა აბზიანიძე უხელმძღვანელებს. „ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა ლიტერატურის […]
ალექსანდრე ტაბატაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე. „ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობაზე და კომიტეტის საქმიანობაზე”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების […]
“პუტინი ცდება, არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ” – შოლცი

გერმანიის კანცლერი, შოლცი აშშ–ს მიერ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გადაცემას ეხმაურება და ამბობს: პირდაპირ ამბობს, რომ “ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცება, ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს”. კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება გამამხნევებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია პუტინი ცდება, თუ იმის მოლოდინშია, რომ ევროპა და შეერთებული […]
ბაიდენმა უკრაინისთვის 61-მილიარდიანი დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 აპრილს, აშშ-ს სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის სამხედრო დახმარების ასიგნებების შესახებ. თვეების დაპირისპირების შემდეგ, კანონპროექტი სენატმა მიიღო 79-18 წინააღმდეგ, სამშაბათს, მას შემდეგ, რაც პალატამ ის […]
ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის N8 დაწესებულება დატოვა

პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. შეწყალების აქტი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 აპრილს გამოსცა. გათავისუფლებულ ლაზარე გრიგორიადისს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები დახვდნენ. მან პირველი კომენტარი გააკეთა მედიასთან და შეწყალებისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა. „ბრძოლა გრძელდება, აქციები არის და აქციებზე შევხვდებით“, – დაამატა […]
“არ გაიხსნას მოლაპარაკება, სანამ კანონი დღის წესრიგშია” – რეზოლუციის საბოლოო პროექტი

გამოქვეყნდა ევროპარლამენტარების რეზოლუციის საბოლოო პროექტი საქართველოზე, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს, მანამ სანამ რუსული კანონი სამართლებრივი დღის წესრიგის ნაწილია. რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი: · კატეგორიულად გმობს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შემობრუნებას, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდვებს უწესებს და რასაც უკვე მოჰყვა მასობრივი პროტესტი, როგორც საზოგადოების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების; · ხაზგასმულია, […]
გერმანიაში ბიზნესის ნდობის ინდექსი აპრილში 11 თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა

გერმანელი მეწარმეების ნდობის ინდექსი ქვეყნის ეკონომიკის მიმართ აპრილში ზედიზედ მესამე თვეა იზრდება და აპრილში, 2023 წლის მაისის შემდეგ, უმაღლეს დონეს მიაღწია. მიუნხენის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის Ifo-ს მიერ გამოთვლილი ინდიკატორის ღირებულება ამ თვეში 89,4 პუნქტამდე გაიზარდა მარტის 87,9 პუნქტთან შედარებით. Trading Economics-ის გამოკითხული ანალიტიკოსები ინდექსის 88,9 პუნქტამდე აწევას ელოდნენ. არსებული ვითარების შემფასებელი მაჩვენებელი აპრილში 88,9 პუნქტამდე […]