ვენეციის შემდეგ, ტურისტებისთვის გადასახადს კომოს ტბაც აწესებს

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, იტალიის ქალაქ ვენეციაში ტურისტების შესვლის საფასურის წესდება და ვენეცია იქნება ეს მსოფლიოში პირველი ქალაქია, რომელმაც ასეთი გადასახადი შემოიღო. იტალიაში კიდევ ერთმა მეგა-პოპულარულმა ადგილმა – კომოს ტბამაც გადაწყვიტა ამ მაგალითს მიჰბაძოს. ამის შესახებ Euronews Travel-ი წერს. კომო სიდიდით მესამე ტბაა ქვეყანაში. მას ყოველწლიურად 1,4 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. კომოს ტბის ირგვლივ რამდენიმე თვალწარმტაცი […]

სოფო ჯაფარიძე – ერთ მუშტად შეკრულები დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში და ეს ისე ახლოს არის, როგორც არასდროს

დღეს ვართ ჩამოსულები ქუთაისში, შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს, არის ძალიან დიდი მუხტი, უამრავ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია და ყველას აზრი არის ერთი, ასე ერთად, ერთ მუშტად შეკრულები დავამარცხებთ რუსეთს საქართველოში და ეს ისე ახლოს არის, როგორც არასდროს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სოფო ჯაფარიძის თქმით, დღეს მთელი საქართველო […]

EESC საქართველოს მოუწოდებს, არ მიიღოს დისკრიმინაციული კანონი

ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის (EESC) პრეზიდენტი ოლივერ რიოპკე და EESC-ის საგარეო ურთიერთობების განყოფილების პრეზიდენტი დიმიტრი დიმიტრიადისი განცხადებას ავრცელებენ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით. კომიტეტის ხელმძღვანელი პირები შეშფოთებული არიან „ამ დისკრიმინაციული ინიციატივით, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მათ შორის დამსაქმებელთა ასოციაციების, პროფკავშირებისა და მედიის მიმართ“. „კანონი „უცხოური გავლენის […]

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, მიწოდება უახლოეს საათებში დაიწყება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა. 95 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, რომელსაც ბაიდენმა ხელი მოაწერა, მოიცავს 61 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის, 26 მილიარდ დოლარს ისრაელისთვის, 8 მილიარდ დოლარს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. პაკეტი ასევე მოიცავს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა აშშ-ში […]

გიორგი ვაშაძე – კანონი არის რუსული, რადგან ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი – ის მიზნად ისახავს, დემოკრატიის ჩანასახიც კი დაასამაროს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის რუსული იმიტომ, რომ ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული კანონი საქართველოში დემოკრატიას დაასამარებს. „ეს კანონი მიზნად ისახავს გააჩუმოს სამოქალაქო სექტორი, თავისუფალი მედია და შემდეგ მოსპოს პოლიტიკური ოპოზიცია. ეს კანონი მიზნად […]

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების კუთხე გაიხსნა. „მოხარულები ვართ, რომ ჩავერთეთ Mastercard-ის პროექტში, რადგან ფინანსური განათლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქვეყნის საფინანსო სექტორის მდგრადობისა და ფინანსური კეთილდღეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები იღებდნენ სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, რისთვისაც მათ სათანადო ფინანსური ცოდნა […]

ირანში სიკვდილი მიუსაჯეს პოპულარულ რეპერს, თომაჯა სალეჰის

ირანში სიკვდილი მიუსაჯეს პოპულარულ რეპერს, თომაჯა სალეჰის. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება ოთხშაბათს. სალეჰის განაჩენი დაკავშირებულია მის მონაწილეობასთან 2022-2023 წლების მასობრივ საპროტესტო გამოსვლებში. არტისტი თავის სიმღერებსა და საჯარო გამოსვლებში მხარს უჭერდა საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს. სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. 2023 წელს ირანის უზენაესმა სასამართლომ მას ექვსი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მაგრამ ქალაქ ისპაანის სასამართლომ […]

ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების თაობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ. უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილია 61 მილიარდი დოლარი. კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას დახმარება უკვე რამდენიმე საათში გაეგზავნება. მანამდე დოკუმენტი აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა, 18 წინააღმდეგი იყო. პაკეტში შემავალი ერთ-ერთი კანონპროექტი განკუთვნილია ისრაელის […]

ბორელი: საქართველოს ლიდერებს კანონპროექტის გაწვევისკენ მოვუწოდებ, როგორც შარშან

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი” კვლავ უკან გაიწვიონ. ამის შესახებ საუბარია კრიზისების მართვის საკითხების ევროკომისარი იანეზ ლენარჩიჩის სიტყვით გამოსვლაში, რომელიც ბორელის სახელით საუბრობდა. ბორელი თვლის, რომ ამ კანონპროექტის კანონად მიღებით საქართველო ევროკავშირის გზიდან გადაუხვევს. “გასული კვირების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქე […]

“არა რუსულ კანონს!” – რეგიონებში საზოგადოებრივი განხილვები დაიწყო

რუსული კანონის შესახებ რეგიონებში საერთო საზოგადოებრივი განხილვები იმართება. განხილვებში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებას უხსნიან, რატომ არის “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებული კანონი რუსული, როგორ აშორებს ქვეყანას ევროკავშირს და რა დამატებით საფრთხეებს მოუტანს საქართველოს მისი მიღება. დისკუსია ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. პირველი შეხვედრა დღეს, 24 აპრილს, ქუთაისში ჩატარდა.მეორე შეხვედრა გაიმართება […]