ნატალი საბანაძე – სანქცირებას და დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ – ეს კანონი დასავლეთის დახმარების, დემოკრატიის წინ წაწევისა და ხელშეწყობის პროგრამების კრიმინალიზაციას ახდენს, ამიტომ ეს იქნება ლოგიკური პასუხი

სანქცირებას და ზოგადად დახმარების შემცირებას უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას საერთაშორისო მრჩეველმა ნატალი საბანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა. ეროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი თვლის, რომ ევროკავშირისგან ფინანსური მხარდაჭერის შემცირება ლოგიკური პასუხი იქნება, რადგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” […]
ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა, ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება. დაჯილდოება 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ნატო ვაჩნაძის ფონდის მთავარი პარტნიორები არიან ‘’თეგეტა’’, ‘’თეგეტა ქარსი’’, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე […]
“შვარცკოფ პროფესიონალი” საერთაშორისო პროექტის shaping future-ს განხორციელებას იწყებს

Shaping Future – ასე ჰქვია საერთაშორისო პროექტს, რომელსაც სულ მალე „შვარცკოფ პროფესიონალი“ საქართველოშიც განახორციელებს და მისი მეშვეობით 10 ქალს სილამაზის სფეროში ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა მიეცემა. დეტალურად shaping future-ს შესახებ „ქალების ნარატივში“ “შვარცკოფ პროფესიონალის” მენეჯერმა, თეონა იაკობაშვილმა ისაუბრა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ – ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, კორდონს არ მიუახლოვდნენ, რათა ეს “პროვოკაციის მიზეზი არ გახდეს”. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ “მონებო!”.
აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ – ისინი სკანდირებენ: “საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან. მომიტინგეები მოსახლეობას მოუწოდებენ, გამოვიდნენ და აქციას შეუერთდნენ. ისინი სკანდირებენ – “საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!” მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გზა გადაკეტეს და ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ

24 აპრილს პარლამენტთან “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, ისევ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი. დღევანდელი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ევროპის მოედნის მიმართულებით დაიძრნენ. მეშვიდე დღეა, სტუდენტები, ახალგაზრდები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობას მართავენ სხვადასხვა მიმართულებით. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ ხალხის სიმცირის გამო პარლამენტთან […]
„არა რუსულ კანონს“ – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მარში ქუთაისში

ქუთაისში საზოგადოებრივი პლატფორმის, „თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით გაიმართა ე.წ. „აგენტების კანონის“ საერთო-საზოგადოებრივი განხილვა, რის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსვლელობას. ორგანიზატორთა განცხადებით, მსვლელობაში მონაწილეობს ყველა, ვისაც სურს ძალის გაერთიანება “რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლაში”. „ახლა აღარ არის პირადი, ორგანიზაციული და პარტიული ფერების გარჩევის დრო, რადგან ერთი ამოცანა დგას დღის წესრიგში, გადავარჩინოთ […]
ხატია დეკანოიძე – ევროპარლამენტში იყო სერიოზული და ხისტი შეფასებები, ამ ხელისუფლების პირობებში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნა ძალიან რთული იქნება – ყოველდღიური ბრძოლაა მოსაგები

ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი რეზოლუციაა. ეს ეხება ძალიან ბევრ მიმართულებას, მათ შორის იმასაც, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნას , – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი შეაფასა. როგორც დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, გარდა რეზოლუციისა ევროპარლამენტში სერიოზული და ხისტი შეფასებები გაკეთდა. „ვფიქრობ, რომ საკმაოდ მკაცრი რეზოლუციაა. […]
გიორგი ვაშაძე – 29 აპრილს რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია – ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, პარლამენტის შიგნით თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე და იქნება კიდეც, რადგან სამშობლოს გვართმევენ

რასაც ხალხი იტყვის, რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, „იქნება თუ არა პარალელურად „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია 29 აპრილს, როცა „ქართული ოცნება“ სახალხო შეკრებას გეგმავს“. გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია “აუცილებლად ეცდება”, რომ პარლამენტის შიგნით იქნება […]
ისტორიაში ყველაზე საიმედო BMW-ს მანქანების რეიტინგი

ბევრი ადამიანი BMW-ს უპირველეს ყოვლისა სიმძლავრისა და სიჩქარის ირჩევს, ვიდრე საიმედოობის გამო. თუმცა, ბავარიული ბრენდის ასორტიმენტში შედის საიმედო მანქანები, რომლებიც თითქმის არ იმტვრევა და ზიანდება ამის შესახებ HotCars პორტალის ექსპერტები წერენ. 2013 წლის BMW 1-სერიის ჰეჩბეკი ყველაზე საიმედო BMW მანქანების რეიტინგის სათავეშია. მას JD Power-ის სანდოობის რეიტინგით 89 ქულა აქვს 100-დან. მისი მოვლის ღირებულება წელიწადში […]