ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $61 მლრდ-იან დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის $61 მლრდ-იან დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე განაცხადა. $95 მლრდ-იანი დახმარების პაკეტი, მოიცავს $61 მლრდ-ს უკრაინისთვის, $26 მლრდ-ს ისრაელისთვის, $8 მლრდ-ს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის. პაკეტი ასევე მოიცავს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა აშშ-ში TikTok-ის აკრძალვა გამოიწვიოს.
“ყირიმის ხიდის განადგურებით ოკუპირებული ხერსონის ბედი ფაქტობრივად გადაწყდება” – რუსლან შავაძე

პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, ოფიციალურად უკრაინის სამხედრო დახმარების 60,84 მილიარდიანი პაკეტი დამტკიცებულია! ბაიდენის ადმინისტრაციამ დაჩქარებული წესით იმოქმედა და სენატის მიერ გენერალურ კენჭისყრაზე(მომხრე-79, მოწინააღმდეგე-18) დამტკიცებული კანონპროექტს ხელი მოაწერა და აამოქმედა. სამხედრო დახმარების პაკეტი გადანაწილებულია შემდეგნაირად: 23.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ამერიკის არმიის იმ მარაგების შევსებაზე, რომლებიც სასწრაფო წესით უნდა გადაეცეს უკრაინას 23.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება უკრაინის […]
რა წერია 25 აპრილს ევროპარლამენტში განსახილველ რეზოლუციაში, რომელიც რუსულ კანონს ეხება

25 აპრილს ევროპარლამენტში განიხილავენ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში რუსული კანონის მიღებას უკავშირდება. რეზოლუციის ტექსტი უკვე გამოქვეყნებულია. რეზოლუციის ინიციატორთა შორის არიან ევროპარლამენტარები: მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიკსერი, რაფელ გლუკსმანი, მარკეტა გრეგოროვა, ანა ფოტიგა და სხვები. რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები […]
რუსთაველზე „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, რომ თუ გაგრძელდება ქუჩების გადაკეტვა და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება, გაატარებენ „კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, რუსთაველის გამზირი დღესაც გადაიკეტა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გადაინაცვლებენ ევროპის მოედანზე. დღევანდელი აქციის ორგანიზატორი არ არის მოძრაობა „დაფიონი“, რომელიც რამდენიმე დღეა თბილისში ყოველ საღამოს მართავენ საპროტესტო […]
ადგილობრივ ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნის ვარდნაა – “თბ ექს”-ის დირექტორი

ავტოიმპორტიორი კომპანია “თბ ექს”-ის დირექტორი ირაკლი გურჩიანი ამბობს, რომ ავტომობილებზე ადგილობრივი მოთხოვნა შემცირებულია.
კომპანია „ჩირინამ“ საწარმოში 500 კვტ.სთ. სიმძლავრის მზის პანელები დაამონტაჟა

კომპანია „ჩირინაში“ 500 კვტ.სთ. სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა. როგორც BMG-ის კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, კომპანია სიმძლავრის გაზრდას გეგმავს. მისი განმარტებით, მზის პანელები სრულად კომპანიის ხარჯით დაფინანსდა და ინვესტიციამ 600 ათასი ლარი შეადგინა. „ჩვენი მოხმარება გაბნეულია, ამ ეტაპისთვის საწარმოში დამონტაჟებულია 500 კვტ.სთ. სიმძლავრის მზის პანელები. ძალიან ბევრ ენერგია ვხარჯავთ. შესაბამისად, ეს სიმძლავრე საწარმოს სრული […]
მეუფე ზენონი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების, მათ შორის ეკლესიის სტიგმატიზირების საფრთხეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის შინაარსი და წარმოდგენილი სარეგისტრაციო ფორმულირება ქმნის მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ინსტიტუციების (მათ შორის ეკლესიის) სტიგმატიზირების საფრთხეს, – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, ზენონი(იარაჯული) განცხადებას ავრცელებს. როგორც მთავარეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის და სუვერენიტეტის მტკიცედ მხარდამჭერი ქვეყნების ერთ სიბრტყეზე განთავსება დაუშვებელია. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „მიმდინარე […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის მონაწილეებს სთხოვეს, ხელის აწევით დაეფიქსირებინათ, სურდათ თუ არა სავალი გზა გადაეკეტათ, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროა გავრცელებული განცხადებისა. “კანონია მე-11 მუხლის ინტერპრეტირება მოხდა. ჩვენი გამოხატვის თავისუფლება სავალი გზის გადაკეტვის უფლებასაც გვაძლევს, მაგრამ ჩვენ, ორგანიზატორები გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მივიღებთ. თითოეული […]
“ბარსელონა” “ვალენსიას” ნახევარმცველით დაინტერესდა

ვალენსიამ შემადგენლობა თუ შეინარჩუნა,საკულაოდ აუცილებლად შევა ევროზონაში.წელსაც შეუძლიათ,მაგრამ მომავალ სეზონში,ახალგაზრდები,კიდევ უფრო მოუმატებენ.არ ვიცი,რამდენი აქვთ დავალიანება და რამდენად საჩქაროა მისი დაფარვა,მაგრამ თუ უდანაკარგოდ გადარჩნენ,გაისად უკვე მოგებაზე გავლენ და მდგომარეობაც შეუმსუბუქდებათ.ბარახამ აშკარად დაალაგა სიტუაცია და გუნდი თანდათან რაღაცას ემსგავსება.კარგი ახალგაზრდობა შეიკრიბა,ცოდვაა მათი დაშლა.
ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა იმ ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა – რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა შევატრიალოთ

ახლა დავიწყებთ იმ ნახევარი წლის კომპენსირებას, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე. “ახლა გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ნახევარი წლის კომპენსირება მოვახდინოთ, რომელმაც დებატებში, ეჭვებში გაიარა. ის, რისი გაკეთებაც რუსმა ოკუპანტმა ამ დროის განმავლობაში შეძლო, ის, რასაც პუტინი ახლა გეგმავს, მის წინააღმდეგ უნდა […]