არასდროს ვყოფილვართ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი — „საქართველოს კარიტასი“

„საქართველოს კარიტასი“ არასდროს ყოფილა უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია!“ — ნათქვამია კათოლიკური ეკლესიის დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდის განცხადებაში. ფონდი ხაზს უსვამს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ინიცირებული კანონპროექტის მიღება მომსახურების მიღმა დატოვებს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. „საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ 30 წლის განმავლობაში, მეტწილად ევროპიდან და აშშ-დან მიღებული დაფინანსებით, ზრუნავს მშობლების მზრუნველობას მოკლებულ და მიუსაფარ […]

სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება – ევროპარლამენტში რეზოლუციის შესწორებებს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს – შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება. რეზოლუციის ძირითადი ტექსტის საბოლოო სამუშაო ვერსია წარმოადგენს ევროპარლამენტში ცალ-ცალკე წარდგენილი ხუთი პროექტის შემაჯამებელ ვერსიას. ხუთშაბათს, 25 აპრილს პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტარები სწორედ ამ ვერსიას უყრიან კენჭს. გარდა ამისა, 24 აპრილისთვის, […]

Reuters: აშშ-მ უკრაინას ATACMS-ის მაღალი სიზუსტის რაკეტები საიდუმლოდ მიაწოდა

მედიასააგენტო Reuters-ი წერს, რომ აშშ-მ გასულ კვირებში უკრაინას საიდუმლოდ გადასცა ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედი მაღალი სიზუსტის რაკეტები, რომლებიც უკრაინელებმა ორჯერ უკვე გამოიყენეს. ამის შესახებ მედიასთან წყაროები საუბრობენ. წყაროს თქმით, რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 მარტს დაამტკიცა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც Reuters-თან ანონიმურად ისაუბრა, არ დააზუსტა გადაცემული […]

“ელისაშვილმა სიფათში რომ დაარტყა მდინარაძეს, ღარიბაშვილის ხალხი ტაშს უკრავდა” – უგულავა “ოცნების” შიგნით დაპირისპირებაზე

ელისაშვილმა სიფათში რომ დაარტყა მდინარაძეს, ღარიბაშვილის ხალხი ტაშს უკრავდა – პოლიტიკოსი გიგი უგულავა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში “ოცნების” შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველ გუნდში ერთმანეთს “ვირთხებივით” ჭამენ. ფსიქოზს მისულია “ოცნება”, კოლბაში მოქცეული ვირთხები, რომლებცი რაღაც მომენტში ერთმანეთს ჭამენ. ისეთი ჭამა მიდის ერთმანეთის შიგნით, ვერ წარმოადგენთ. ელისაშვილმა სიფათში რომ დაარტყა მდინარაძეს, ღარიბაშვილის ხალხი […]

„ქართული ბანკებისთვის გარკვეული თავის ტკივილი იქნება“ – გიორგი ბაქრაძე „ოფშორების კანონზე“

„პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს მრჩევლის გიორგი ბაქრაძის აზრით, კარგი იქნებოდა, ოფშორებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათების ამოქმედების შესახებ რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტი მომზადებულიყო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული თემა „ქართული ბანკებისთვის გარკვეული თავის ტკივილი იქნება“. შეიძლება, „პროკრედიტ ბანკს“ ოფშორებში აქტივების მფლობელი ბევრი კლიენტი არ ჰყავს, მაგრამ […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. ადგილზე მათ პოლიციის კორდონი დახვდათ. აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, კორდონს არ მიუახლოვდნენ, რომ ეს პროვოკაციის მიზეზი არ გახდეს.

კიტეიშვილმა ვენაში “რაპიდს” გაუტანა

44-ე წუთზე დედაქალაქელთა კარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა დალაშქრა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 22 მატჩში 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა. რაპიდი – შტურმი გოლები: 0:1 ჰორვატი (8), 1:1 მაილიუ (19), 1:2 გაზიბეგოვიჩი (29), 1:3 კიტეიშვილი (44)

რატომ აღარ ჩამოდიან ევროპული ტურისტები ზამთრის კურორტებზე? – გეგა სალუქვაძის შეფასება

ორგანიზაცია “დაიცავი მთის კურორტების” დამფუძნებელი გეგა სალუქვაძე BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ზამთრის განვლილ ტურისტულ სეზონზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზამთრის კურორტებზე ხალხმრავლობა შეინიშნებოდა, რასაც ხელი სხვადასხვა ღონისძიებამ შეუწყო. “სეზონმა დადებითად ჩაიარა, რასაც ხელი ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო. უხვი ნალექი იყო და, სხვათა შორის, დღემდე შეიძლება სრიალი. ასევე საინტერესო და შთამბეჭდავი იყო “მთის ტრასების სააგენტოს” მიერ […]

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც Tik-Tok-ს აკრძალავს – CNN

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ამის შესახებ CNN წერს. თუ კანონპროექტს ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს ხელს, Tik-Tok-ის მფლობელ ჩინურ კომპანიას პლატფორმის გასაყიდად 9-თვიანი ვადა მიეცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აშშ-ის აპლიკაციების მარკეტში აიკრძალება. კანონპროექტის მიხედვით, ჯო ბაიდენს აქვს უფლება, ვადა კიდევ 90 დღით გაახანგრძლივოს, თუ დადგინდება, რომ გაყიდვის […]

რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პრესკონფერენციაზე შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ევროპის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზაში“. „გერმანია და დიდი ბრიტანეთი ერთად დგანან უკრაინის გვერდით. ჩვენი აშკარა მიზანია მხარდაჭერა, რათა უკრაინამ შეძლოს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, […]