აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და “ქართული ოცნების” დროშები დაწვეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან რუსეთისა და „ქართული ოცნების” დროშები დაწვეს.
მათი თქმით, „ეს არის შეტყობინება ამხანაგი ბიძინასთვის”.
აქციის მონაწილეებმა წრიულად მდგომებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს და რუსეთისა და „ქართული ოცნების“ დროშებს ცეცხლი სწორედ ამ წრის შიგნით მოუკიდეს.
პარალელურად, ისინი სკანდირებდნენ “საქართველოს გაუმარჯოს”; “საით მივდივართ? – ევროპაში”.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს