ნინო წილოსანი პაველ ჰერჩინსკიზე – პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის აღნიშნული დიპლომატი

ის ზეწოლა, რაც რიგი ევროპელი პოლიტიკოსებისგან მომდინარეობს პაველ ჰერჩინსკის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, გვაფიქრებინებს და წარმოდგენას გვიქმნის, თუ რამხელა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის აღნიშნული დიპლომატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ […]

ლაშა ხუციშვილი – 2025 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. მინისტრის თქმით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით იზრდება და 450 ლარის ოდენობით განისაზღვრება. […]

ევროკავშირის პრესსპიკერი – „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია – ევროკავშირი დამატებით ზომებს 16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავს

„ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს დამატებით ზომებს განიხილავს. “დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, […]

2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 8 მილიარდ ლარამდე მიიმართება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 8 მილიარდ ლარამდე გამოიყოფა, რომელიც საგზაო, მუნიციპალური, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა. მისივე შეფასებით, გამოყოფილი 8 მილიარდი ლარიდან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა. „საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1 მილიარდ […]

საპროტესტო გეგმას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა – სუს

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მორიგი შეთქმულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ სუს-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები წარსულში არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას. გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის […]

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები, ამავე უნივერსიტეტის დეკანისა და ოთხი სტუდენტის დაკავებას აპროტესტებენ

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები, ამავე უნივერსიტეტის დეკანისა და ოთხი სტუდენტის რამდენიმე დღის წინ დაკავებას აპროტესტებენ და მათ სოლიდარობას უცხადებენ. საპროტესტო აქციაზე შეკრებილების მოთხოვნა დაკავებულების დროულად გათავისუფლებაა. ამბობენ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი თეა ცაგურია დაკავებულებს შეურაცხყოფას აყენებდა და მუქარის შემცველი ტექსტებით ესაუბრებოდა, რადგან დაკავებული პირები პროევროპულ აქციებში მონაწილეობდნენ. კერძოდ, საუბარია ლექტორის თეა […]

ლაშა ხუციშვილი – 2025 წელს განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით გათვალისწინებულია 3 მილიარდ 950 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჯამური ბიუჯეტის 12%-ზე მეტია. „2025 წელს საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება; გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების […]

ევროკავშირის პრესსპიკერი – მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას დიდ ფასად უჯდება – ძალადობა არ არის პასუხი აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე

ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, წამებისა და მოქალაქეების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ევროკავშირის პრესსპიკერი აღნიშნავს, ყველა განცხადება წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული. “თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, […]

ნინო წილოსანი – ვხედავთ, როგორ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი მოებღაუჭოს თავის სკამს, ის ძალიან სასაცილო პერსონას ემსგავსება, თუმცა 29 დეკემბერს მოუწევს, ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია

ვხედავთ, როგორ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი მოებღაუჭოს თავის სკამს, ის ძალიან სასაცილო პერსონას ემსგავსება, თუმცა 29 დეკემბერს მოუწევს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველოს პრეზიდენტობა პატივი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის ცხოვრებაში ეს ძალიან მძიმე ლაქად იქცა. „კონსტიტუციის და ახალი კანონმდებლობის […]

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი – ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს დემონსტრანტების, მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ და დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

ევროკავშირი გმობს რეპრესიულ ქმედებებს დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს. „თითქმის ორი კვირაა, ქართველი ხალხი თავისი დემოკრატიულ და ევროპული მისწრაფებების დასაცავად გამოდის, მაშინ როცა გამოხატვის უფლებით სარგებლობისას პოლიციის მხრიდან სასტიკი და უკანონო ძალის […]