ნინო წილოსანი – ვხედავთ, როგორ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი მოებღაუჭოს თავის სკამს, ის ძალიან სასაცილო პერსონას ემსგავსება, თუმცა 29 დეკემბერს მოუწევს, ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია

ვხედავთ, როგორ ცდილობს სალომე ზურაბიშვილი მოებღაუჭოს თავის სკამს, ის ძალიან სასაცილო პერსონას ემსგავსება, თუმცა 29 დეკემბერს მოუწევს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დატოვოს ეს პოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველოს პრეზიდენტობა პატივი უნდა ყოფილიყო, თუმცა მის ცხოვრებაში ეს ძალიან მძიმე ლაქად იქცა. „კონსტიტუციის და ახალი კანონმდებლობის […]
კონსტანტინე ჩახუნაშვილს ერთ-ერთ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდნენ – ადვოკატი

პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს პოლიცია ერთ-ერთ საქმეზე ჩვენების მიცემას აიძულებდა. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ავრცელებს მედიასთან და ამბობს: როგორც ჩანს, უთვალთვალებდნენ, იმიტომ, რომ სახლიდან რომ გამოვიდა, მალევე, ახლოსვე გააჩერა პოლიციამ და უთხრეს, რომ პოლიციას რატომ აყენებ შეურაცხყოფას, რატომ უწევ წინააღმდეგობას და დააკვეს. არადა, ჩვეულებრივად სახლიდან მიდიოდა აქციაზე რა დროსაც, ცხადია, არაფერი დაურღვევია. მე როდესაც შევედი მის მოსანახულებლად […]
პაატა სალია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ხდება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი და ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება. „ქართული ოცნების“ სიის 96-ე ნომერი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ აპირებს საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას. „ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები, მწამსი და ზოგადად ის, თუ როგორ წარმართავს „ქართული ოცნება“ თავის პოლიტიკას, როგორ ვითარდება ქვეყანა, ამის გამო გადავწყვიტე, ვყოფილიყავი პარტიის წევრი. მივიღე […]
დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ყველა დაკავებული – ევროკავშირი

ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დააკავეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა. „თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და […]
გიორგი ახობაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულ დემონსტრანტს, გიორგი ახობაძეს, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან გაითვალისწინა პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის მტკიცება, რომ არსებობდა საფრთხე დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის. გიორგი ახობაძე პროფესიით ექიმია და რუსული კანონის წინააღმდეგ 2023 წლის გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული, აქტიურად ეწინააღმდეგება […]
სუს-ი – დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევნები არ შედგეს – დანაშაულის ორგანიზატორებისგან განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი

დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს – ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი,- ამის შესახებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. სუს-ი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, რათა დანაშაულებრივი გეგმის მონაწილე ან მსხვერპლი არ გახდნენ, ამასთან, შეეცადონ […]
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით,თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ის ნორმა იცვლება, რომელიც კანონმდებლობაში „შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში აისახა

„ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა იმ ნორმას ცვლის, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების წინ აისახა და რომელიც “შარლ მიშელის შეთანხმების“ ფარგლებში, მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ გაერთიანებებს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო. მაშინდელი შეთანხმებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა კი შემცირდა. ასევე […]
“დარჩით მშვიდად” – “ნაპოლის” ყოფილმა მედია მენეჯერმა რაშფორდზე მინიშნება გააკეთა? [PHOTO]

რამდენიმე კვირის წინ, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლი” “მანჩესტერ იუნაიტედის” გარემარბის მარკუს რაშფორდის გადაბირებით ინტერესდებოდა. “პარტენოპეის” ყოფილმა მედია მენეჯერმა მასიმო სპარნიელიმ ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა. სპარნიელიმ გამოაქვეყნა “იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელის სკოტ მაკტომინეისა და ინგლისელი შემტევის ფოტო წარწერით: ერთი მეორეს გარეშე არაფერია, დარჩით მშვიდად. შეგახსენებთ, The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “იუნაიტედის” ახალი მწვრთნელის რუბენ ამორიმის […]
„მათი დაუღალავი შრომის შედეგია მათ შორის ის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ“ – ირაკლი ქარსელაძე საგზაო მშენებლობის დარგს პროფესიულ დღეს ულოცავს

„მათი დაუღალავი შრომის შედეგია მათ შორის ის, რომ მიმდინარე წელს საქართველოს საერთაშორისო მაგისტრალური გზების განვითარების 6 მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ“ – ირაკლი ქარსელაძე საგზაო მშენებლობის დარგს პროფესიულ დღეს ულოცავს ირაკლი ქარსელაძე საგზაო მშენებლობის დარგს პროფესიულ დღეს ულოცავს. „თითოეულ იმ პროფესიონალს, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინდა მივულოცო პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო დიდი და […]
ეს სიტუაცია თუ გაგრძელდა, პოლიტიკური კრიზისი გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში – დავით კიკვიძე

ეს სიტუაცია თუ გაგრძელდა, პოლიტიკური კრიზისი გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში – დავით კიკვიძე საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები III კვარტალში 55.2%-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ აღნიშნულ პერიოდში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2 %-ით ნაკლებია. ეკონომისტი დავით კიკვიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ინვესტიციების შემცირების ტენდენციის […]