ფოთის მერია – ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ეწყობა ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძე 433 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, საგზაო ნაწილში ხორციელდება გრუნტის გამაგრების სამუშაოები, რაც გულისხმობს ვერიტიკალური სადრენაჟე ფითილების, ქვის ხიმინჯებისა და საგზაო სამოსის […]
ფინანსთა მინისტრი – 2025 წელს პენსიებისა და კომპენსაციების მოცულობა იზრდება

2025 წლიდან პენსია 35 ლარით იზრდება, შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იანვრიდან, 350 ლარით განისაზღვრება, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 450 ლარის ოდენობით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20%-იანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის […]
ვილნიუსი 2025 წელს ევროპის საშობაო დედაქალაქი გახდება

ვილნიუსი 2025 წელს, ევროპის საშობაო დედაქალაქის ტიტულს მიიღებს. „ევროპულსის“ ინფორმაციით, ჟიურიმ ლიეტუვის დედაქალაქი აირჩია ტრადიციის, კულტურისა და მდგრადობის ერთობლიობის გამო, რასაც ქალაქი ყოველწლიურად ავლენს სადღესასწაულო სეზონზე. მთავარი ღირსშესანიშნაობა ნაძვის ხეა, რომელიც ტრადიციულად უამრავ ტურისტს იზიდავს. ქალაქი მუდმივად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შობის მთავარ სიმბოლოს. მაგალითად, 2020 წელს, კარანტინის პირობებში, ვილნიუსში მაღალტექნოლოგიური ნაძვის ხე ინსტალაცია დამონტაჟდა. „ხე“ […]
“ადამიანი, რომელსაც უყენია ტრაქეოსტომა, რომ ისუნთქოს, უყენია გასტროსტომა საკვების ხელოვნურად მისაწოდებლად, თურმე, 4 გრ ალფა პვპ-თი მოძრაობდა აქციაზე” – რას ედავდებიან გიორგი ახობაძეს

“ადამიანი, რომელსაც უყენია ტრაქეოსტომა, რომ ისუნთქოს, უყენია გასტროსტომა საკვების ხელოვნურად მისაწოდებლად, თურმე, 4 გრ ალფა პვპ-თი მოძრაობდა აქციაზე” – რას ედავდებიან გიორგი ახობაძეს პოლიტიკოსი, ზურაბ ჯაფარიძე: George Akhobadze
2024 წელს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკით ვხვდებით – SJC

2024 წელს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს უფლებების მასობრივი დარღვევის პრაქტიკით ვხვდებით – SJC 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა… საგანგაშოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ სიმბოლურ დღეს სწორედ ჩვენი ფუნდამენტური უფლებების მასობრივი დარღვევის, ძალადობისა და დევნის, კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების აგრესიული მცდელობისა და სრული გეოპოლიტიკური იზოლაციის პირობებში ვხვდებით“,- ამის შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია […]
“არა ტერორს!” – საია

“არა ტერორს!” – საია დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვხვდებით რეალობაში, სადაც ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს. საიას შეფასებით, ყოველდღიურ უსამართლობასა და სისასტიკეს მხოლოდ ტერორის რეჟიმი შეიძლება ეწოდოს – რეჟიმი, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლების, თანასწორობისა და ღირსების საფუძვლებს. ამ პირობებში, ადამიანის უფლებების დაცვა თითოეული ჩვენგანის […]
ლაშა ხუციშვილი – 2025 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტია განსაზღვრული

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. მინისტრის თქმით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით იზრდება და 450 ლარის ოდენობით განისაზღვრება. […]
ნინო წილოსანი პაველ ჰერჩინსკიზე – პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის აღნიშნული დიპლომატი

ის ზეწოლა, რაც რიგი ევროპელი პოლიტიკოსებისგან მომდინარეობს პაველ ჰერჩინსკის მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა, გვაფიქრებინებს და წარმოდგენას გვიქმნის, თუ რამხელა პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არის აღნიშნული დიპლომატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროკავშირის ელჩის შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ […]
ლევან იოსელიანი – მოვუწოდებ შსს-ს, ინდივიდუალური ღონისძიებები გაატაროს კანონის დამრღვევი პირების მიმართ, მაგრამ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს უფლება აქვთ, გააგრძელონ საკუთარი აზრის გამოხატვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დიდი ნაწილი სამართლიან პროტესტს გამოხატავდა. ომბუდსმენმა დღევანდელ ბრიფინგზე შსს-ს მოუწოდა, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები გაატაროს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კანონს არღვევენ. „ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვახდენთ ზედამხედველობას ადამიანის უფლებებზე ინტენსიურად, 24 საათის მანძილზე და პერიოდულად ვუზიარებთ საზოგადოებას ინფორმაციას იმ უფლებადარღვევების შესახებ, რომელიც ჩვენს ხელთ არსებულია და […]
ევროკავშირის პრესსპიკერი – „ქართული ოცნების“ მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია – ევროკავშირი დამატებით ზომებს 16 დეკემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავს

„ქართული ოცნების” მოქმედების კურსმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერება გამოიწვია, – ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აკეთებს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირი 16 დეკემბერს დამატებით ზომებს განიხილავს. “დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, […]