ევრო 2024. ხვიჩა რომ არა, საქართველოს არავინ დაასახელებდა – მთავარი ფავორიტები და ფეხბურთელები, რომელთა შეჩერებაც გაუჭირდებათ…

ევრო 2024 14 ივნისს, მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება. ტურნირის წინ დიდი მოლოდინებია, რომელსაც დებიუტანტი საქართველოს ნაკრებიც უერთდება. Sportall.ge ევროპის ჩემპიონატის შესახებ მორიგ მასალას გთავაზობთ, რომელიც ამჯერად ყველა მონაწილეზე გიამბობთ. ფულკრუგი გოლს აღნიშნავს A ჯგუფი: გერმანია/შვეიცარია/შოტლანდია/უნგრეთი მომავალი ტურნირის მასპინძელ გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბევრი პრობლემა გამოჩნდა. საბოლოოდ, გუნდში ზარ-ზეიმით მიყვანილი ჰანსი ფლიკი გაათავისუფლეს […]
საქართველოში ლიეტუვის საელჩო – ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს – ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე

ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს; შესაბამისად, ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე. ლიეტუვა და მისი საელჩო არანაირად არ ეთანხმებიან ძალადობას და გამოხატავენ ნდობას საქართველოს პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობებისადმი უზრუნველყონ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება,- ამის შესახებ განცხადება […]
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი – 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა – ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 59 მოქალაქე გააძევეს

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი – 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა ასევე, ინდოეთის 51; ირანის 45; თურქეთის 43; პაკისტანის 35; რუსეთის 23; ერაყის 15; იორდანიის 14; ნიგერიის 12; სირიის 10; ბელარუსიის 9 მოქალაქე. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთათვის […]
რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას კოსმოსში შეიარაღების წინააღმდეგ

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკა აშშ-ისა და იაპონიის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგების აკრძალვის შესახებ. დოკუმენტს 15 ქვეყნიდან 13-მა მისცა ხმა. ჩინეთმა კენჭისყრაში თავი შეიკავა. კენჭისყრის დაწყებამდე გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ რეზოლუციის ტექსტს “ხუმრობა” უწოდა. თავის მხრივ, აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რობერტ ვუდმა თქვა, რომ თუ რუსეთი წინაღმდეგ მისცემდა ხმას, […]
ლევილის ქართველთა მამული მაისში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლებს

ლევილის ქართველთა მამულში ხელოვანთა რეზიდენციის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა და მაისში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლებს. ლევილის ქართველთა მამულის იმ ნაწილში, რომელიც ძველად ლე ჰამოს სახელით იყო ცნობილი, ქართველი ხელოვანებისათვის სარეზიდენციო სივრცეები მოეწყო. ამ მიზნით რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლე ჰამოში მდებარე შენობა-ნაგებობებს. ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების აღჭურვა. რეზიდენციაში მოეწყო ექვსი სტუდიოს ტიპის აპარტამენტი, ხოლო ექსტერიერში გაკეთდა […]
ევროპარლამენტში საქართველოში „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს დღეს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოში „უცხოური აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით, რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ” რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო 25 აპრილს რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება. რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პროექტის ავტორია 40 ევროპარლამენტარი, […]
არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ევროკავშირს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის აღიარების შესახებ რეზოლუცია შეიმუშაოს

არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის აღიარების შესახებ რეზოლუცია შეიმუშაოს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით, მკაფიო მოთხოვნა გააჟღეროს. ისინი ევროკავშირს ასევე მოუწოდებენ, დაასანქციროს კონკრეტული პირები, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს უშლიან. არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ოფიციალურ წერილს ხელი მოაწერეს და ევროკავშირის ოფისში შეიტანეს. “ჩვენი წერილი მადლობის […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები უნდა შეწყდეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტებში მიმდინარე პალესტინის მხარდამჭერი აქციები დაგმო, სტუდენტებს ანტისემიტები უწოდა და განაცხადა, რომ დემონსტრაციები უნდა შეწყდეს. „ის, რაც ხდება ამერიკის უნივერსიტეტების კამპუსებში, საშინელებაა. წამყვანი უნივერსიტეტები ანტისემიტურმა ბრბომ დაიკავა. ისინი ისრაელის განადგურებას მოითხოვენ, თავს ესხმიან ებრაელ სტუდენტებს. ეს უგუნურებაა, ეს უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. მისი თქმით, ზოგიერთი უნივერსიტეტის პრეზიდენტის პასუხი […]
„ხალხის ძალა“ – მიგვაჩნია, რომ დღეს ევროპას არანაკლებ სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროპა – ჩვენი გამოცდილებით, ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ

მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, საქართველო ინარჩუნებს სუვერენიტეტს და მყარად იცავს ჩვენი მოსახლეობის კულტურულ, ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ იდენტობას. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ საქართველოს გამოცდილება ევროპას სასიცოცხლოდ ესაჭიროება. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენი მომავალი პოლიტიკური ოჯახის წევრებს, თავი დააღწიონ აგენტოკრატიას და ევროპას შეუნარჩუნონ ის ტრადიციული ღირებულებები, რომელსაც ევროკავშირი შექმნის დღიდან დაეფუძნა“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია […]
სუს-ი – რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორმა და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს 2000 დოლარის სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს – დაკავებულია ერთი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ […]