ბინები ყველაზე ძვირი კვლავ მთაწმინდაზეა, I კვარტალში ფასები წლიურად 13%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 41.3%-ით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2024 […]
ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს – ლიეტუვის საელჩო რუსულ კანონზე

საქართველოში ლიეტუვის საელჩოს განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. ამის შესახებ საელჩოს მიერ დღეს, 25 აპრილს, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ლიეტუვა გულწრფელად იმედოვნებს, რომ საქართველო გამოიყენებს შესაძლებლობათა ისტორიულ ფანჯარას ევროკავშირის გაფართოების განახლებული ძალებით გააქტიურებული პროცესისთვის, განახორციელებს ევროკომისიის ყველა რეკომენდაციას და შეძლებს სწრაფად […]
იტალიაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს

იტალიაში, სან დორლიგო დელა ვალეში დააკავეს ქართველი, რომელიც მიგრანტები უკანონოდ გადაყვანაშია ეჭვმიტანილი. იტალიური მედიის ინფორმაციით, პოლიცია აედევნა ეჭვმიტანილს, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს.
რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს, 2000 დოლარის სანაცვლოდ, ყალბი ცნობა დაუმზადეს – დაკავებულია ერთი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, […]
გერმანიაში, მატჩის პერიოდში, სასტუმროებში ადგილების რაოდენობა იწურება – მამუკა კელაურაძე

გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის – ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელი დირექტორი მამუკა კელაურაძე აცხადებს. მისი თქმით, გარდა ავიაბილეთებისა, თითქმის ამოიწურა დორტმუნდსა და მის მიმდებარე სასტუმროებში თავისუფალი ადგილების რაოდენობა. ამასთანავე, სასტუმროებზე ფასი საკმაოდ მაღალია. „თვითმფრინავის ბილეთები აღარ […]
ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე – როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? – ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან

როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა „ოცნება“ ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? – ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის ეცდება, 29 აპრილი პარლამენტის შიგნით თუ […]
26-28 აპრილს ექსპოჯორჯია სამშნებლო მასალების (Caucasus Build) და უძრავი ქონების გამოფენასა და საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

26-28 აპრილს ექსპოჯორჯიაში სამშნებლო მასალების (Caucasus Build) და უძრავი ქონების გამოფენა და საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება. 220-მდე კომპანია, აქიდან 40 სხვადასხვა ქვეყნის მასალების მწარმოებელი მრავალფეროვანი პროდუქციით და სპეციალური შეთავაზებებით დაგხვდებათ ადგილზე. 45 დეველოპერული კომპანია და 10 საბროკერო კომპანია უპრეცედენტო ფასდაკლებებს, გათამაშებებს და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს დამთვალიერებელს სამი დღის განმავლობაში. პროექტის ფარგლებში 40 საერთაშორისო საბროკერო კომპანია და […]
ფოთის საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა

ფოთის საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია ,,ახალის” წევრებმა ე.წ. რუსული კანონი გააპროტესტეს. ისინი სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ. ოპოზიციის წევრების განცხადებით, 29 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაზე საჯარო მოხელეებს ხელისუფლება დასწრებას აიძულებს. მათივე ინფორმაციით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერს ბიუჯეტი ანგარიში უნდა წარედგინა, თუმცა ის საკრებულოს წინაშე არ წარსდგა. […]
Le Figaro – საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა

პოპულარული ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოცემის ჟურნალისტმა მეთიუ როსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა, სვანეთში ფრი-რაიდის მსოფლიო ტურს დაესწრო და საქართველოს სამთო კურორტები დაათვალიერა. „კავკასიაში მდებარე ამ პატარა ქვეყანას პოპულარულ სათხილამურო მიმართულებად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ქართველები […]
პარიზში მულენ რუჟის ცნობილი წითელი ფრთები ჩამოვარდა

პარიზის გადაუდებელი დახმარების ბრიგადის ცნობით, ცნობილი მულენ რუჟის შენობიდან წითელი ფრთები ჩამოვარდა. როგორც ცნობილია, შემთხვევა 25 აპრილის ღამის 2-დან 3 საათამდე მოხდა. მულენ რუჟის კაბარეს შენობა პარიზში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ რის გამო ჩამოვარდა წითელი წისქვილის ცნობილი ფრთები. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და შენობის […]