რამდენია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის: რეიტინგის ლიდერ შვეიცარიაში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 17 290 ლარია, ხოლო ყველაზე დაბალი – 345 ლარი ეგვიპტეშია. რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს, ასევე, ომში მყოფ უკრაინას უსწრებს. […]
1 კვადრატულის ფასი 6 ათას ლარს აღწევს – სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი?

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი). 2023 […]
პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა $2 000-ის სანაცვლოდ ყალბი ფორმა N100 გასცეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი – ამხილეს. ‘საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ […]
აშშ-მ დაადასტურა, რომ უკრაინას შორი მოქმედების რაკეტები ფარულად მიაწოდა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თებერვალში მიაწოდა შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები — ATACMS. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია დაუდასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა. „შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების რაკეტები, ATACMS, უკრაინას პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აშშ-მ უკრაინელთა თხოვნით არ გაასაჯაროვა, რათა დაეცვა ოპერაციის უსაფრთხოება,“ — თქვა პატელმა. ATACMS-ის მოქმედების […]
„არ გირჩევთ ახალი სამსახურის მოძიებას, ბინის შეცვლას და სესხის აღებას“ – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის დირექტულ მდგომარეობაში გადასვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ურთიერთობას ადამიანებს შორის, გამარტივდება მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ურთიერთგაგება და საერთო ენის მოძიება, ახალი კავშირებისა და კონტაქტების გაბმა. პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და მზრუნველობა პარტნიორის მიმართ. პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა […]
ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში ამერიკელი მეცნიერის საულ ანტონის სემინარი ტარდება

22-26 აპრილს, 16:00-19:00 საათზე, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლაში – VA[A]DS ტარდება ამერიკელი მეცნიერის საულ ანტონის სემინარი. სემინარის თემა არის “ნანგრევების პოეტიკა: ძალადობა, სურათი, არქივები.” სემინარი იწყება მე-17 და მე-18 საუკუნის არტეფაქტებისა და ნანგრევის მნიშვნელობისა და 1793 წელს მათ მიერ პირველი ეროვნული მუზეუმის ლუვრის დაარსებაზე გაწეული ზეგავლენის მიმოხილვით. ამის შემდეგ ნანგრევების თემა მე-20 და […]
ტერაბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში გაწევრიანდა

ტერაბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შეუერთდა. კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდ ინიციატივაში გაწევრიანებას ხელი უკვე მოეწერა. გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრობა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტერაბანკი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადობას. არაერთი წელია, ბანკი ამ საქმიანობას რამდენიმე სტრატეგიული მიმართულებით ახორციელებს. მათ შორისაა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მეწარმე ქალების ხელშეწყობა […]
ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს

ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებს დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეები მოიცავდა ტერორისტების ინფრასტრუქტურას, სათვალთვალო პუნქტს და „ჰეზბოლას“ კუთვნილ შენობა-ნაგებობებს.
თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 24 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს […]
ნდობა კლევერლის – ჩაკვეტაძეს მომავალ სეზონშიც “მანჩესტერის” ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

გიორგი ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” გვაუწყა, რომ ტომ კლევერლი გუნდის სრულუფლებიანი მწვრთნელი გახდა და შემდეგ სეზონშიც იგი იმუშავებს. “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა ჩვენებურის კლუბი გასულ თვეში ჩაიბარა და აქამდე დროებითი დამრიგებლის სტატუსი ჰქონდა. მისი ხელმძღვანელობით, “უოტფორდმა” 7 შეხვედრიდან 1 მოიგო, 5 ფრე ითამაშა და 1 მარცხი განიცადა. კლევერლიმ კარიერა გასულ ზაფხულს ტრავმების გამო დაასრულა. ის “უოტფორდის” 18-წლამდელთა […]