ლევილის ქართველთა მამული მაისში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლებს

ლევილის ქართველთა მამულში ხელოვანთა რეზიდენციის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა და მაისში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლებს.
ლევილის ქართველთა მამულის იმ ნაწილში, რომელიც ძველად ლე ჰამოს სახელით იყო ცნობილი, ქართველი ხელოვანებისათვის სარეზიდენციო სივრცეები მოეწყო. ამ მიზნით რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლე ჰამოში მდებარე შენობა-ნაგებობებს. ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი და სამუშაო სივრცეების აღჭურვა.
რეზიდენციაში მოეწყო ექვსი სტუდიოს ტიპის აპარტამენტი, ხოლო ექსტერიერში გაკეთდა ტერასა, სადაც მომავალში კაფე მოეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება