ლაშა ხუციშვილი – 2025 წელს ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოცულობა 3 მილიარდ 125,0 მლნ ლარია. ლაშა ხუციშვილის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, ჯამში 1 მილიარდ 590 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე გათვალისწინებულია 900 მილიონ ლარზე მეტი. როგორც მან […]
ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი აქვს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ადასტურებს, რომ ბელარუსს ბირთვული იარაღი აქვს, – ინფორმაციას ბელარუსული სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. „მე აქ ატომური ქობინები შემოვიტანე, ათობით. ბევრი წერს: „ოჰ, ხუმრობაა, არავის არაფერი შემოუტანია“. შემოიტანეს და ის ფაქტი, რომ ისინი ამბობენ, რომ ეს ხუმრობაა, ნიშნავს, რომ მათ ეს გამოეპარათ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ყველა მისი მტერი, „მეგობარი“ და […]
საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, რეორგანიზაციის შემთხვევაში, მობილობით, შესაძლოა, ვეღარ ისარგებლონ

საჯარო სამსახურებში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, რეორგანიზაციის შემთხვევაში, მობილობით, შესაძლოა, ვეღარ ისარგებლონ. ამ და მთელ რიგ სხვა სიახლეებს “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის მიღების შედეგად, საჯარო სექტორში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება. ჯერ კიდევ მოქმედი კანონი ამბობს, რომ საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი […]
ლაშა ხუციშვილი – 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 27 მილიარდ 561 მილიონი ლარი, ასიგნებები – 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტია

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 27 მილიარდ 561 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიარდ 991 მილიონი ლარითაა გაზრდილია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა. მისი თქმით, შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 23 მილიარდ 435 […]
“მივაგენით ბიძინას სუსტ წერტილს” – ჩერგოლეიშვილი

“მივაგენით ბიძინას სუსტ წერტილს” – ჩერგოლეიშვილი მეგობრებო, მივაგენით ბიძინას სუსტ წერტილს. ამ სასაცილო რიტუალებმა ისე დაძაბა, სუსს გააკეთებინა განცხადება. ყველა ვკერავთ ბიძინას ვუდუ დოლებს და ვიკრიბებით რუსთაველზე. უნდა გვქონდეს ქინძისთავები რათა ვურჭოთ და ვურჭოთ. მთელი უარყოფითი ენერგია გავაყოლოთ, რომ ყველა ცუდი თან წაიღოს. სულ მინდოდა ისტვიკელი ალქაჯი ვყოფილიყავი. (ნიკოლსონს მაინც გავდეს ეგ სამკუთხედი ცეხავიკი).
“2–3 გვამი” – “მათი მიზანია სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი” – სუსი

“2–3 გვამი” – “მათი მიზანია სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი” – სუსი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის კლებისთანავე, აქტიურდება დანაშაულებრივი გეგმის განმახორციელებელ ადგილობრივ აქტორთა გარკვეული ჯგუფი, რომელთა მიზანია მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაზრდა, რაც მათი აზრით, გამოყენებულ უნდა იქნეს ხელისუფლების […]
საპროტესტო გეგმას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა – სუს-ის განცხადება

სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მორიგი შეთქმულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „კომერსანტი“ სუს-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებულ საქმეზე, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები წარსულში არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას. გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციების საპროტესტო მუხტის […]
გიორგი ჩაკვეტაძე სუს-ის განცხადებაზე – გუშინ ამაზრზენი რიტუალი ჩაატარეს, რუსთაველზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს – არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია, რამაც მდგომარეობის გამწვავება უნდა გამოიწვიოს

მომდევნო დღეების მანძილზე განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო! კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაკვეთილ და დაწერილ სცენარს მიჰყვება, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების გეგმებზე, 2024 წლის 14 დეკემბერს, ჩაიშალოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი და ამ მიზნით, მიმდინარე კვირას მდგომარეობა მაქსიმალურად დაძაბონ. როგორც ჩაკვეტაძე […]
ფოთის მერია – ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში, მდინარე რიონზე, ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ეწყობა ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი, რომლის სიგრძე 433 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, საგზაო ნაწილში ხორციელდება გრუნტის გამაგრების სამუშაოები, რაც გულისხმობს ვერიტიკალური სადრენაჟე ფითილების, ქვის ხიმინჯებისა და საგზაო სამოსის […]
2025 წელს 10%-ით იზრდება მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 85 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 577 მილიონი ლარით აღემატება. მისივე თქმით, გამოყოფილი თანხები ძირითადად, მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე: სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 მილიარდ 903 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, 75,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია […]