PACE: მოგიწოდებთ, პატივი სცეთ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში მიმდინარე პროცესებს განცხადებით ეხმაურება – მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში კლოდ კერნმა (საფრანგეთი, ALDE) და ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, SOC) ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავების გამო ღრმა შეშფოთება გამოხატეს. “დაკავებების დროს პოლიციის მიერ ძალადობასთან და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ადგილი არ […]

ეროვნულმა ბანკმა „ენ ბი სი“ ₾53 800 დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა „ენ ბი სი“ ₾53 800 დააჯარიმა · ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დარღვევის 6 შემთხვევა; · 16 კლიენტთან მიმართებით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე რისკის მინიჭების ფაქტი; · 4 შემთხვევაში პროვაიდერის მიერ განხორციელდა “კომერციული ბანკების უკანონო […]

„ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება სცადეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო“ – შალვა პაპუაშვილი

„ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიკელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება სცადეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო“ – შალვა პაპუაშვილი ესტონელმა და ლიეტუველმა პოლიტიკოსებმა, მიხელსონმა და პავილიონისმა დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დამუნათება სცადეს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ოფიციალური შეხვედრის გამო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე […]

პრეზიდენტი – ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა – რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ

ეს დღე საქართველოში არათუ ადამიანის უფლებების აღნიშვნის, არამედ ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის დღეა – რაც არ უნდა ნიღბები ატარონ, იცოდნენ, რომ გამოირკვევა ვინ სად იყო და ყველას დავიმახსოვრებთ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება. „ეს დღე ითვლება როგორც ადამიანის უფლებების აღნიშვნის დღე. ეს დღე საქართველოში […]

Reuters – სირიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მოჰამედ ალ-ბაშირი გახდა

სირიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მოჰამედ ალ-ბაშირი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, სირიის დროებითი მთავრობის შემადგენლობაში მოჰამედ ალ-ბაშირი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას 2025 წლის 1-ელ მარტამდე შეასრულებს. სირიელი მეამბოხეების მიერ დამასკოს აღებამდე მოჰამედ ალ-ბაშირი „სირიის ხსნის მთავრობას“ ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, გუშინ, სირიელი მეამბოხეების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალის შეხვდა და […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7944 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7944 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7944 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7938 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9425 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9564 ლარს შეადგენდა. […]

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა – დღეს, ევროკავშირის ელჩმა მიიღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი

ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომდევნო კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ბრიუსელში, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „დღეს, ევროკავშირის ელჩმა მიიღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. მისი [ზურაბიშვილის] შრომა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დაცვაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომდევნო კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ბრიუსელში,” […]

ოზურგეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ოზურგეთში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები თეატრის წინ შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს, მოგვიანებით კი ისინი პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეჩერდნენ, მოთხოვნები გააჟღერეს და მერიასთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა მოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს და ძალადობა დაგმეს. დემონსტრანტებმა აქციებისას დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროტესტი ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობაში რვა ახალი დეპუტატი შევიდა. პარლამენტმა ლევან მაჭავარიანის, არჩილ გორდულაძის, სალომე ჯინჯოლავას, თორნიკე ბერეკაშვილის, თორნიკე ჭეიშვილის, პაატა სალიას, გიორგი გეგუჩიას და ირაკლი ჭეიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. ისინი პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლედ შევიდნენ. პარლამენტმა დღეს ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილი მეცნიერის, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, პროფესორ რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, მათემატიკოსის, ემერიტუს რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიას და ტეხასის უნივერსიტეტს (Texas A&M University, აშშ). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, რაიჩო ლაზაროვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო და პედაგოგიური […]