ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7944 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7944 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7938 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9425 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9564 ლარს შეადგენდა. […]
საქართველოში საპროტესტო აქციებზე რუსეთის 15 მოქალაქე დააკავეს

საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პოლიციამ რუსეთის 15 მოქალაქე დააკავა. შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ ოფიციალური მონაცემები დღეს, 10 დეკემბერს, გამოაქვეყნა ფეისბუკის გვერდზე. 10 დეკემბრის მდგომარეობით, 15 დაკავებულიდან 13 გათავისუფლებულია, ორს კი სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა, რომლის ვადა 11 და 13 დეკემბერს ეწურებათ. იმის გამო, რომ 2008 […]
ისრაელმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში

ისრაელმა სირიაში 250-ზე მეტ სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის რადიო „გალეი“ იტყობინება. თავდასხმა განხორციელდა სამხედრო ბაზებზე, ათეულობით ავიაგამანადგურებელზე, საჰაერო-სარაკეტო სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და რაკეტების საწყობებზე, ნათქვამია ცნობაში. ეს მაჩვენებელი ასევე დააფიქსირა ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიამ (SOHR), რომელსაც ლონდონში უდევს ბინა. მისი თქმით, ბოლო 48 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად […]
მთავრობამ „რუსთავის აზოტს“ მიწის 7 ნაკვეთი 15 840 ლარად მიჰყიდა – რა ვალდებულება აქვს კომპანიას?

საქართველოს მთავრობამ „რუსთავის აზოტს“ რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიწის 7 ნაკვეთი 15 840 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადასცა. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება 2 დეკემბრით თარიღდება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსთავის აზოტს 49 წლით გარდაბნის და რუსთავის მუნიციპალიტეტებში 17 მცირე მიწის ნაკვეთები აღნაგობის უფლებით გადაეცემა, რისთვისაც კომპანიამ ყოველწლიურად 2 660 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდაბნის […]
“ლევერკუზენი” ზაფხულში გიულერის შეძენას ეცდება

“ლევერკუზენი” “რეალის” შემტევით არდა გიულერით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბლანკოსი” თურქის გაშვებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ განიხილავს, ამიტომ გერმანულ კლუბს ტრანსფერის განხორციელების შანსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ექნება. “ლევერკუზენმა” არდას წარმომადგენლებთან შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე გამართა, 19 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგაში გადასვლის წინააღმდეგი არაა. გიულერმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში […]
დასავლეთიდან თბილისში შემოსასვლელად და გასასვლელად ახალი გზა აშენდება… დაიწყება ლილოს შემოვლითი გზის პროექტიც – მინისტრი

დასავლეთიდან თბილისში შემოსასვლელად და გასასვლელად ახალი გზა აშენდება, გარდა ამისა დაიწყება ლილოს შემოვლითი გზის პროექტიც, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა. მისი თქმით, 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 8 მილიარდ ლარამდე, მათ შორის: • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1 მილიარდ 400 მილიონ […]
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების […]
ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა

10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, გამოცემა OC Media-ს თანადამფუძნებელი და რედაქტორი მარიამ ნიკურაძე. ის გამოკითხვაზე კრიმინალური პოლიციის მოთხოვნით, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის საჯაროდ მოწოდების საქმეზე. როგორც ნიკურაძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, მას ზოგად შეკითხვებს უსვამდნენ. “ძირითადად აინტერესებდათ, სად ვიყავი, რას ვხედავდი, ალბათ, როგორც ჟურნალისტი. […]
წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარა ასობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც – ნინო ლომჯარია

სამოქალაქო პლატფორმის „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა: „წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტების აღწერა, ასევე შესაბამისი ვიდო-ფოტო მასალები, იმავენაირად ვაგროვებთ ინფორმაციას ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ძალადობრივად მეთოდით ხელშეშლასთან დაკავშირებით და ეს მონაცემები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადაეცემა, ასევე ინფორმაციას მივაწვდით, მიმდინარე სამართლებრივ რეპრესიებთან დაკავშირებით. ის, რაც ხდება ბოლო პერიოდში, როდესაც მოქალაქეებს სრულიად […]
The Guardian – ბრაზილიის პრეზიდენტს თავის ტვინზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა თავის ტვინზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ის საავადმყოფოში ორშაბათს ღამით თავის ტკივილით გადაიყვანეს და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად თავის ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინდა. სან პაულოს საავადმყოფოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციამ გართულების […]