PREVIEW “ნაპოლი” VS “რომა” – კვარაცხელიასა და მოურინიოს გასაუბრებიდან დღემდე…

ევროპული ჩემპიონატები დასასრულს უახლოვდება, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” კი რთულად, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, ევროზონაში შევიდეს. უახლოესი მეტოქე “რომაა”, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად პოზიციების შენარჩუნება სჭირდება, მით უმეტეს, გასულ უქმეებზე მარცხის შემდეგ. შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” კვირას, 28 აპრილს, ჩვენი დროით 20:00 საათზე დაიწყება. ნეაპოლური კლუბი წინა მატჩში ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და კალცონამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, მისაქციელი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში; 29 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი, ნატახტარი, გოროვანი, ჩარდახი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დაზიანდა

წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად რუსეთთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დაზიანდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, „ჰუსიტებმა“ მათ მიერ კონტროლირებადი იემენის ტერიტორიიდან წითელი ზღვის მიმართულებით სამი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რამაც ნავთობის გადამზიდ ტანკერს, Andromeda Star-ს მცირე ზიანი მიაყენა. „ერთი რაკეტა მეორე ხომალდის, MV Maisha-ს მახლობლად ჩამოვარდა, მაგრამ იგი არ დაზიანებულა“, […]
იანვარ-მარტში საქართველოში 107 ათასი დოლარის ღირებულების დარიჩინი შემოვიდა – მთავარი იმპორტიორი ქვეყანა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 106 980 დოლარის ღირებულების 30.68 ტონა დარიჩინი შემოვიდა. 1 კგ იმპორტირებული დარიჩინის (დარიჩინი და დარიჩინის ხის ყვავილები) ღირებულებამ 9.32 ლარი შეადგინა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ვიეტნამია. იმპორტიორი ქვეყნები და შემოსული პროდუქციის რაოდენობა, შემდეგნაირად გამოიყურება: ვიეტნამი – 92 540 დოლარის ღირებულების 29.00 ტონა დარიჩინი ბულგარეთი – 3 720 დოლარის ღირებულების 1.00 ტონა დარიჩინი […]
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ჩეხეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთან, გარემოს დაცვის ინსპექციასა და გარემოს დაცვის სახელმწიფო ფონდთან. შეხვედრებზე მხარეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე იმსჯელეს. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ჩეხი კოლეგებისგან რეკომენდაციები მიიღეს დაზიანებული ტერიტორიების აღდგენის ღონისძიებების […]
პასკებზე მაღალი მოთხოვნის გამო, კორპორაციულ შეკვეთებზე გადავერთეთ – “ფუსფუსი”

„პასკებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ინდივიდუალური შეკვეთები შევწყვიტეთ და კორპორაციულ შეკვეთებზე ვართ ორიენტირებული“, – ამის შესახებ კომპანია „ფუსფუსის“ დამფუძნებელმა, ნათია ყურშუბაძემ BM.GE-სთან განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. თავდაპირველად პასკებს სახლში აწარმოებდნენ, თუმცა მიმდინარე წლის 9 მარტს საკუთარი ბუტიკ კაფე გახსნეს, საბურთალოს ტერიტორიაზე, სადაც პროდუქცია ღია სამზარეულოში მზადდება. „გვაქვს როგორც ფიზიკური, ასევე კორპორაციული […]
„ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი – „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს შეთავაზებაზე ისრაელის პასუხი მიიღო

„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს შეთავაზებაზე ისრაელის პასუხი მიიღო, – ამის შესახებ განცხადებას „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ხალილ ალ-ჰაია ავრცელებს. „დღეს, „ჰამასმა“ 13 აპრილს ეგვიპტისა და კატარისთვის წარდგენილ შეთავაზებაზე სიონისტური ოკუპაციის ოფიციალური პასუხი მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში. ხალილ ალ-ჰაიამ აღნიშნა, რომ ახლა „ჰამასი“ ისრაელის პასუხს შეისწავლის.
„საქპატენტი” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) პირველ მასშტაბურ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმისთვის გამოყოფილ სივრცეში განთავსდა „საქპატენტის“ საგამოფენო სტენდი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „საქპატენტის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებს ორგანიზაციის საქმიანობის, დასაქმებისა და სტაჟირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. „საქპატენტის“ გარდა, ფორუმში მონაწილეობა მიიღო კერძო და საჯარო სექტორისა 50-მდე წარმომადგენელმა. ფორუმის ფარგლებში გაიმართა სემინარები და პრეზენტაციები ისეთ თემებზე როგორებიცაა: […]
მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება – ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

ლაზარეს შაბათი, აღინიშნება ბზობის წინა შაბათს იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მარიამისა და მართაჲსა, დისა მისისა. ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა ფერჴნი მისნი, რომლისაჲ ძმაჲ მისი ლაზარე სნეულ იყო. მიუვლინეს იესუს დათა მისთა და ჰრქუეს: უფალო, აჰა, რომელი გიყუარს, სნეულ არს. ხოლო ვითაცა ესმა იესუს, თქუა: ესე სნეულებაჲ […]
რუსეთის არმია განაგრძობს მაქსიმალურ ზეწოლას ჩასივ-იარზე

„რუსული ჯარები ჩასივ-იარში (Часів Яр) იყენებენ “მაქსიმალური ზეწოლის” ტაქტიკას“, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ეთერში განაცხადა ეროვნული გვარდიის „რუბეჟის“ მეოთხე საარტილერიო ბრიგადის ოფიცერმა ვლადიმერ ნაზარენკომ. „მათ აირჩიეს მაქსიმალური ზეწოლის ტაქტიკა. უკრაინის შეიარაღებული ძალები მოქმედებენ დინამიკური თავდაცვის პირობებში. მთავარი ამოცანაა, შეაჩეროს მტრის წინსვლის მცდელობები და გაანადგურონ დიდი რაოდენობით მტრის ცოცხალი ძალა“, – აღნიშნა ვლადიმერ […]