ავტოავარიაში მოჰყვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი

26 აპრილს მძიმე ავტოკატასტროფაში მოჰყვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი. მისი მანქანა ამოტრიალდა სხვა ავტომობილთან შეჯახების შემდეგ ისრაელის ცენტრალურ ნაწილში. მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ბენ-გვირი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იტამარ ბენ-გვირი ავარიაში მოჰყვა ქალაქ რამლაში სავარაუდო ტერაქტის ადგილიდან დაბრუნებისას. რამლაში ბოროტმოქმედი დანით დაესხა თავს 18 წლის გოგონას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში […]
როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მათი აქციების ფასის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ასეთი იყო: “საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ფასი 10.86%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 53.60 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.63 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 47.25%-ით გაიზარდა. TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან […]
საქართველოს საპატრიარქო: „ხელისუფლება თვალნათლივ დაადგა ტრადიციული ღირებულებების დაცვის გზას“.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რომლებიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ხელახალმა განხილვამ და პარლამენტში პირველი მოსმენით მისმა მიღებამ გამოიწვია. „საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ხაზი დღეს ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის ველზე გადის. უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან […]
ფოთელებმა ნავსი გატეხეს; “დინამო თბილისი”-“თელავი” ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის ორი მატჩი გაიმართა. “ფოთის კოლხეთი 1913”-მა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და “სამტრედიას” სძლია, ხოლო “დინამო თბილისი” შინ უგოლოდ დაშორდა “თელავს” – 0:0. კოლხეთი 1913 2:0 სამტრედია ფოთელებმა ნავსი გატეხეს და გაიმარჯვეს, რითაც მეხუთე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო “სამტრედია” ბოლოსწინაზე დარჩა. მასპინძლებმა მეორე ტაიმის შუაში პენალტის უფლება მოიპოვეს, მაგრამ კირილ კლიმოვმა ვერ […]
“გერმანიაში ტურისტებად არ მივდივართ” – სანიოლმა ფრანგულ ტელეარხთან დავითაშვილის და მიქაუტაძის პროგრესზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი ტელეარხ RMC-ზე გადაცემა AFTER FOOT-ზე ჩაერთო და საფრანგეთში მოასპარეზე ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე შეაქო: „დავითაშვილის ბოლო მატჩებს ვუყურე, „დიუნკერკთან“ შეხვედრაზე სტადიონზე ვიყავი და მისი ლამაზი გოლი ვნახე. ის კარგი ფეხბურთელია, საქართველოში სხვა შესანიშნავი მოთამაშეებიც არიან და ჩემი აზრით, ევრო 2024-ზე გასვლა მათ კომპლექსებისგან ცოტა განთავისუფლების საშუალებას მისცემს. ისინი აღარ […]
კონტემ “ნაპოლის” ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა – პირობები ცნობილია

Rai Sport-ის სატრანსფერო ექსპერტის ჩირო ვენერატოს მტკიცებით, 54 წლის ანტონიო კონტე მზადაა “ნაპოლი” ჩაიბაროს და კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. კონტეს სამწლიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ, მისი სეზონური გასამრჯელო კი 6.5 მილიონი ევრო იქნება. მან სამწვრთნელო შტაბის სრულად თავისი კადრებით დაკომპლექტება და გუნდის საქმეებში ჩაურევლობა მოითხოვა. კონტე მიიჩნევს, რომ გუნდს კარგი შემადგენლობა ჰყავს, […]
“რეალმა” “სოსიედადს” გიულერის გოლით მოუგო

ლა ლიგის 33-ე ტურში „რეალმა“ გასვლაზე „სოსიედადს“ 1:0 სძლია. გოლი 19 წლის არდა გიულერმა გაიტანა. „სამეფო გუნდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 18 მატჩში დაუმარცხებელია – 13 მოგება და 5 ფრე. „რეალი“ 84 ქულით ლიდერია და 30 აპრილს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. „სოსიედადი“ კი 51 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 4 მარტს „ლას-პალმასს“ უმასპინძლებს. […]
ჩემი აზრით, უმწეო სიტუაციაა – ზაზა პაპუაშვილი

მირჩევნია, კარგი სპექტაკლი ვნახო, სერიოზული მსახიობური ნამუშევრები, ვიდრე სპექტაკლის მერე – არა რუსულ კანონს, – ამის შესახებ მსახიობმა, ზაზა პაპუაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უმწეო სიტუაცია. „დრომ მოიტანა და დრო წაიღებს. სასაცილოა, ხომ არ არის სერიოზული, სამწუხაროდ. ეს იცი, რისი ნიშანია, რომ მაგ ადგილას აღარ არის დიდ შემოქმედებაზე საუბარი, მაღალ მხატვრულ […]
“კრემონეზე” “ვენეციასთან” დამარცხდა – ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა

სერია B-ს 35-ე ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „ვენეციასთან“ 1:2 დამარცხდა. სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გარჯა Sofascore-მ 6.7 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 6.4-ით. კრემონული გუნდი 60 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ მარტს „პიზას“ უმასპინძლებს. ვენეცია – კრემონეზე 2:1 გოლები: 0:1 ვასკესი (24), 1:1 გიუტკერი (48), 2:1 ბიარკასონი (76)
„ეტალონი“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

“ეტალონის“ ტრადიციული, ფორმატისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შემუშავდა ახალი, ინოვაციური პროექტი: „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობით, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის შეჯიბრი გაიმართა, ისინი ერთმანეთს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი – ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა. II ადგილი – ორთაბათუმის საჯარო სკოლა III […]