აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას politico ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, აღნიშნული ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რომ ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც დღეისთვის არის გამოცხადებული. ოსტინმა დააკონკრეტა, რომ მასში შევა Patriot და NASAMS სისტემებისთვის რაკეტები, დრონების საწინააღმდეგო […]
„ოთკატო“ ქსელურ მაღაზიებში შესასვლელად ემზადება

„ოთკატო“ 3 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს და აწარმოებს ხელნაკეთ, ნაჭრის თოჯინებს, რომელთა ღირებულებაც 100 ლარიდან იწყება. კომპანიამ 2 თვის წინ სახელოსნოც გახსნა და ქსელურ მაღაზიებში შესასვლელად ემზადება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ეკატერინე ჭაფოძემ განაცხადა, საწყისმა კაპიტალმა დაახლოებით 2000 ლარი შეადგინა. „კომპანია „ოთკატო“ ბაზარზე სამი წელია არსებობს. თავიდან, საახალწლო თოჯინის დამზადება მთხოვეს. შემდეგ, შევყევი და გადავწყვიტე ბავშვებისთვის […]
რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ ოლქში დაარტყა

რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უკრაინის სამ ოლქში დაარტყა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო ავრცელებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები ლვოვის, დნეპროპეტროვსკის და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში მდებარე ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განახორციელეს. გერმან გალუშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ერთ-ერთ ობიექტზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ტექნიკა დაზიანდა.
ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა

ჯანდაცვის მინისტრმა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად გაეცნო. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ კლინიკის ხელმძღვანელ პირებთან და ექიმებთან სამედიცინო დაწესებულების საჭიროებები განიხილა. შეხვედრაზე კლინიკას, სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობებზე და განვითარების სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მომსახურების სტანდარტების მეტად გასაუმჯობესებლად, სამინისტრო, კლინიკასთან ერთად, […]
სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე, მორიგი სამუშაო შეხვედრა, ბათუმში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე DRG-ის დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები, სტანდარტები, ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოტენციალი განიხილეს. ისაუბრეს გურიისა და აჭარის რეგიონში არსებული კლინიკების საჭიროებებზე, ასევე სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო […]
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო

განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ დაწესდა. პრემიაზე განაცხადების მიღება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge 26 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები და მათგან სამი პრემიის მფლობელი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს […]
ნინო ლაცაბიძემ თურქმენ პარლამენტარებს რუსთავში განხორციელებული წარმატებული რეფორმები გააცნო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე თურქმენეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოს USAID-ის პროგრამის – „მმართველობის მხარდაჭერა თურქმენეთში“ ფარგლებში სტუმრობენ. რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილეები, სამსახურებისა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაესწრნენ. ნინო ლაცაბიძემ თურქმენ პარლამენტარებთან შეხვედრა მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში გამართა. ქალაქის მერმა დელეგაციის წევრებს, რუსთავში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგები […]
ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზში ინფო ტური მოეწყო

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით მდინარე ხრამის ხეობაში ინფო ტური მოაწყო. ღონისძიების მიზანს ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლის – ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზის პოპულარიზაცია წარმოადგენს საზოგადოების ფართო წრეებში, ასევე, მდინარე ხრამის ხეობაში ტურისტული და კულტურული მარშრუტების განვითარებისთვის ხელის შეწყობა. ტურში მონაწილე სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გიდებმა, […]
ბელგიამ განაცხადა, რომ სურს წელსვე მიაწოდოს უკრაინას F-16-ები, ნაცვლად 2025 წლისა

ბელგიის ხელისუფლება აპირებს 2024 წლის ბოლომდე მიაწოდოს უკრაინას თავისი რამდენიმე F-16 მოიერიშე თვითმფრინავი, – ამის შესახებ განაცხადეს ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კრომ და თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დედონდერმა 26 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად როდის ჩაიტანენ თვითმფრინავებს უკრაინაში, მაგრამ როგორც დედონდერმა თქვა, „ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად”. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თვითმფრინავები […]
„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს შეთავაზებაზე ისრაელის პასუხი მიიღო

„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უახლეს შეთავაზებაზე ისრაელის პასუხი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი, ხალილ ალ-ჰაია ავრცელებს. „დღეს, „ჰამასმა“ 13 აპრილს ეგვიპტისა და კატარისთვის წარდგენილ შეთავაზებაზე სიონისტური ოკუპაციის ოფიციალური პასუხი მიიღო,“ – აღნიშნულია განცხადებაში. ხალილ ალ-ჰაიამ თქვა, რომ ახლა „ჰამასი“ ისრაელის პასუხს შეისწავლის.