პროტესტი მსაჯებს და აპლოდისმენტები მაყურებლებისგან – ლაშა გურულმა რუს მოკრივესთან ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა [VIDEO]

კრივში სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოკრივე ლაშა გურული ტურნირის ფინალში რუს ტარხან იდიგოვს დაუპირისპირდა. გურულმა მეტოქე მეორე რაუნდში აშკარად დაჯაბნა, თუმცა აღნიშნული ეპიზოდი მსაჯებმა არასწორად შეაფასეს და ლაშამ მესამე რაუნდში ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა. აღსანიშნავია, რომ დამსწრე მაყურებელი გურულის გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდა. ამრიგად, გურულმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. წყარო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია […]
რუსთაველის გამზირზე ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები დღეს რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათიდან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ კანონი ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. მომიტინგეების განცხადებით, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის […]
აქციის მონაწილეებმა პარლამენტს “ცოცხალი ჯაჭვი” შემოარტყეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, საკანონმდებლო ორგანოს წრე შემოარტყეს და ჯაჭვი შეკრეს. მანიფესტანტების თქმით, ეს აქტი არის მათი “მოქალაქეობრივი ხორუმი”. აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ: “საქართველოს გაუმარჯოს!” “არა რუსულ კანონს!” მათ თან აქვთ ევროკავშირის და საქართველოს დროშები. პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან განლაგებული. აქციის გამო გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, […]
პარლამენტის ყველა შესასვლელთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია

პარლამენტის ყველა შესასვლელთან, სადაც აქციის მონაწილეები ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მარშით საქართველოს პარლამენტის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძვრნენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მოქალაქეთა ერთობის სიმბოლო იქნება. ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 19:00 საათზე დაიწყო. აქციაზე […]
ევროპული მარშის მონაწილეების მიმართვა ივანიშვილის ხელისუფლებას

– საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, შევქმნათ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას, რასაც “რუსული კანონის მიღება გამოიწვევს”; – საქართველოს მოქალაქეები ვთანხმდებით, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ანტიკონსტიტუციური კანონების მიღების ადგილი. პარლამენტი ვალდებულია, დაემორჩილოს უზენაეს კანონს – საქართველოს კონსტიტუციას; – საქართველოს […]
აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვით პარლამენტს წრეს შემოარტყამენ

ევროპული მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველზე მიემართებიან, სადაც ცოცხალი ჯაჭვით პარლამენტს წრეს შემოარტყამენ. მანამდე რუსული კანონი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აქცია პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამარეს. აქციის ბოლოს, მარშის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს.
“მოსაზრება, რომ სასკოლო ექსკურსიები გაძვირდა, არასწორია” – მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ი

მგზავრთა გადამყვანი კომპანია Buslines-ის დამფუძნებელმა, გელა ჯიშკარიანმა BM.GE-სთან სასკოლო ექსკურსიების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს ექსკურსიების დაორგანიზება გაძვირდა, რეალობას არ შეესაბამება. კომპანია Buslines-ს ავტობუსების პარკი აქვს და ემსახურება როგორც რეგულარულ და ქვეყანათა შორის რეისებს, ამასთან სასკოლო ექსკურსიებსაც. “მე არ ვიცი სხვები როგორ ითვლიან ტარიფებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას, თუმცა ჩვენი […]
აქციის ორგანიზატორები – თუ 29 აპრილს მოულოდნელად ჩაინიშნება „რუსული კანონის“ პლენარული მოსმენა, საზოგადოებრივი ჯგუფები მოუწოდებენ მოქალაქეებს, ხელი შეუშალონ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას

ჩვენ 29 აპრილს გავაპროტესტებთ საკომიტეტო მოსმენას, მაგრამ არ ვაპირებთ გადავიკვეთოთ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც ხელისუფლება საღამოს საათებში პარლამენტთან შეკრებს, – ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე გამოსვლისას პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ ხვალ პარლამენტი მოულოდნელად ჩანიშნავს „რუსული კანონის“ პლენარულ მოსმენას, სხვადასხვა საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ჯგუფები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ “ამ ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას”. […]
მდინარაძე სენატორებზე: დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ

ჩემთან მიმართებით? მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება, კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის რომ დაასანქცირებენ ადამიანს. დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით, აი, დიდი სიამოვნებით, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, [როცა] კანონმდებელი კანონის ინიცირებისთვის დაასანქცირეს… … აი, დიდი სიამოვნებით, პირადად დაველოდები, მე ვარ ამ საკითხის მთავარი გამომტანი, დიდი სიამოვნებით დაველოდები, როდის ალაპარაკდებიან უფრო მკაფიოდ, რომ […]
ხვიჩას მოპოვებული პენალტი – “ნაპოლიმ” “რომასთან” გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომასთან“ ფრეს დასჯერდა – 2:2. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, პირველი სახიფათო მომენტი 21-ე წუთზე შექმნეს, როდესაც პოლიტანოს პასით დი ლორენცო საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მეკარე სვილარმა არ გაატანინა. შემდეგ მან ოსიმენის დარტყმული ბურთი მოიგერია, ცოტა ხანში კი გატანა პირისპირ გასულ ანგისასაც არ დაანება. მერე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი რიკოშეტით ოდნავ […]