პარლამენტის ყველა შესასვლელთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია

პარლამენტის ყველა შესასვლელთან, სადაც აქციის მონაწილეები ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან მარშით საქართველოს პარლამენტის მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძვრნენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მოქალაქეთა ერთობის სიმბოლო იქნება.
ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აქცია “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 19:00 საათზე დაიწყო. აქციაზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. აქციის გამო, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი