მრავალრიცხოვანმა დემონსტრაციამ პარლამენტთან გადაინაცვლა

საპროტესტო დემონსტრაციამ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადაინაცვლა. აქციაზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფება. ამ წუთებში პარლამენტთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა იმატებს. რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობის შემდეგ, დემონსტრანტებმა წრე დაარტყეს პარლამენტის შენობას. აქცია გრძელდება. რესპუბლიკის მოედანზე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ხვალ, 29 აპრილს გააპროტესტებენ პარლამენტში კანონპროექტის მეორე საკომიტეტო მოსმენას. მაგრამ, მათი თქმითვე, ისინი არ გეგმავენ, […]
გიორგი ქადაგიძე – გვინდა 10 ახალგაზრდა ავიდეს სცენაზე დროშით, სულ ესაა ჩვენი მოთხოვნა – მივცეთ 5 წუთი ყველანაირი ჩოჩქოლის, დაპირისპირების გარეშე

პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ 10 ახალგაზრდა საქართველოს დროშით ავიდეს საკანონმდებლო ორგანოსთან მოწყობილ სცენაზე, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ საქართველო არის ევროპა. როგორც აქციაზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ისინი სამართალდამცველებს 5 წუთს აძლევენ იმისთვის, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან შეათანხმონ. „ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი. გვინდა 10 ახალგაზრდა ავიდეს დროშით, რომ საქართველოს უნდა ევროპა, საქართველო არის ევროპა […]
პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ორგანიზატორებმა ითხოვეს, რამდენიმე დროშიანი მომიტინგე საქართველოს პარლამენტთან დამონტაჟებულ სცენაზე აუშვან. ამ მომენტში აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევენ. “ჩვენ მოწესრიგებულად, ორგანიზებულად მოვდივართ, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა საქართველოს დროშებით და დევიზით […]
აქციის ორგანიზატორები ითხოვენ, პარლამენტთან დამონტაჟებულ სცენაზე რამდენიმე გამომსველი შეუშვან, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირება იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ორგანიზატორებმა ითხოვეს, რამდენიმე დროშიანი მომიტინგე საქართველოს პარლამენტთან დამონტაჟებულ სცენაზე აუშვან. ამ მომენტში აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევენ. “ჩვენ მოწესრიგებულად, ორგანიზებულად მოვდივართ, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა საქართველოს დროშებით და დევიზით […]
შსს – მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა – კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებენ, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, მოუწოდებენ, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ […]
სალომე სამადაშვილი – ბიძინა, გამოიხედე და შეხედე, ეს არის ქართველი ხალხი! – 1921 წელი არ მოხდება!

არ გაბედოთ მეორედ ჩვენი რწმენის შეურაცხყოფა თქვენ მანქურთებო, -ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. „დღეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილს უნდა გაიმეოროს 1921 წელი, როდესაც გაუქმდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენ საბჭოთა იმპერიის კლანჭებში დავრჩით. ბიძინას მინდა ვუთხრა, ბიძინა, გამოიხედე და შეხედე, ეს […]
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარი ყოველწლიურად იზრდება – “მიდეა”

“მიდეას” მარკეტინგის დირექტორი გიორგი დიდიძე ამბობს, რომ თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე მოთხოვნა მზარდია. როგორც მან BMG-ის სამშენებლო და სარემონტო მასალების საერთაშორისო გამოფენაზე განუცხადა, კომპანიის გაყიდვები იზრდება და სწორედ ამ განვითარების ნაწილია ის, რომ “მიდეა” გამოფენის ერთ-ერთი მონაწილეა. “საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარი და მათ შორის “მიდეას” გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენც ყოველწიურად ასორტიმენტს ვზრდით. ამ განვითარების ნაწილია ის, […]
გიგი უგულავა – რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის – მთელ მსოფლიოს ომი გამოუცხადეს, ამათ, როგორც ჩანს, მართლა ომი უნდათ

რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის – ნუ არევენ ქვეყანას! – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. უგულავას თქმით, ეს არის ისტორიული ბრძოლა და საქართველოს ყველა მოქალაქე ბედნიერია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება მიეცა. „ყველას მინდა, გულწრფელად ვუთხრა ნიშნის მოგების გარეშე: ამ ტალღას ვერავინ გააჩერებს. საქართველოს რუსეთში […]
არა რუსულ კანონს! – ევროპულ მარშს ბაიკერები შეუერთდნენ

არა რუსულ კანონს – თბილისის ცენტრში მიმდინარე აქციას ბაიკერები შეუერთდნენ. მათ რესპუბლიკის მოედანშე შეკრებილი მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ.
კიტეიშვილის “შტურმი” ფრეს დასჯერდა, მაგრამ ოქროს დუბლის შტურმზე წავიდა

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში „შტურმი“ გასვლაზე „ზალცბურგს“ დაუზავდა – 2:2. „შტურმი“ პრასის დუბლით დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს და ფრეს მიაღწიეს. სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში იყო, მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 69-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ “ზალცბურგმა” თამაშში გარდატეხის შეტანა მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ მოახერხა. ქართველის თამაში Sofascore-მ 6.9 ქულით შეაფასა, […]