რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო – ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. ამასთან, ოპოზიცია სხდომის გადადებას ითხოვს. ამის შესახებ სხდომის დასაწყისში, გამარჯვების კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. “ჩვენ დავაყენებთ კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს, იმიტომ, რომ კომიტეტი კონტრაქციის პარალელურად, სადაც იძულებით ჩამოჰყავთ ხალხი, არის პირდაპირი პროვოკაციის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან. თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, სრულ პასუხისმგებლობას იღებენ […]

“წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას!” – მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესს

პოლიტიკური პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ბიზნესს მიმართავს და მოუწოდებს წინ აღუდგნენ საქართველოს რუსიფიკაციას. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტში მამუკა ხაზარაძე ბიზნესმენებს ახსენებს, რომ კერძო სექტორმა თითქმის ყველა მთავრობის შეტევას გაუძლო და დღეს, ბიზნესის მთავარი პარტნიორები ევროპელები არიან. ყოფილი ბიზნესმენი „ბლეფს“ უწოდებს “ქართული ოცნების” არგუმენტს ამ კანონით ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის არგუმენტს […]

გიორგი ვაშაძე – კომიტეტი კონტრაქციის პარალელურად, სადაც იძულებით ჩამოჰყავთ ხალხი, არის პირდაპირი პროვოკაციის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან – ჩვენ დავაყენებთ კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს

ჩვენ დავაყენებთ კომიტეტის სხდომის გადადების საკითხს, იმიტომ, რომ კომიტეტი კონტრაქციის პარალელურად, სადაც იძულებით ჩამოჰყავთ ხალხის, არის პირდაპირი პროვოკაციის მცდელობა „ქართლი ოცნების“ მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხალხის ნებაა, რომ „რუსული კანონი“ არ იქნას მიღებული და საქართველომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლა გააგრძელოს. „თუ ისინი ამას არ დათანხმდებიან, სრულ […]

ხატია დეკანოიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი

თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ ეს კანონპროექტი ხელების გადაგრეხის პრინციპით მიიღოს, ეს იქნება ევროინტეგრაციის შეჩერების ძალიან მძიმე საფუძველი, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გუშინ პარლამენტის წინ უამრავი ადამიანი გამოვიდა, ვინც კონკრეტულად დააფიქსირა, რომ საქართველო, ბიძინა ივანიშვილის სურვილისამებრ, არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი. „გუშინ ჩვენ ვნახეთ უამრავი ადამიანი გამოსული საქართველოს პარლამენტის […]

ლაშა ტუღუში – თუ დაგვცალდა, ვაპირებთ კომიტეტის სხდომაზე ვთქვათ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, რადგან ის ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე

ჩვენ [კომიტეტზე] ვაპირებთ იმის თქმას, რომ პარლამენტმა ეს კანონპროექტი არ უნდა მიიღოს, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ქვეყნის მომავალს და ააფეთქებს საქართველოს ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს ჩანს არა მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სულისკვეთებაში, არამედ მისი მუხლებიც “ამფეთქებელი დესტრუქციული იდეებით […]

კიევში ადასტურებენ, რომ გერმანიაში მოკლული უკრაინელები სამხედროები იყვნენ

გერმანიის პოლიცია იძიებს უკრაინის ორი მოქალაქის მკვლელობას. ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. კიევში დაადასტურეს, რომ მოკლული არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. დანაშაული 27 აპრილს მოხდა ბავარიის მხარის ქალაქ მურნაუში. 36 წლის უკრაინელი კაცი დანით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაჭრილი 23 წლის კაცი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ის გერმანიის პოლიციამ მოგვიანებით დააკავა. […]

100%-იანი ზრდა გვაქვს, თვეში 30 000 ხინკალს ვყიდით – Henry’s Kitchen

ჰენრი მჭედლიშვილი საქართველოდან ინგლისში 2002 წელს წავიდა, ჯერ ქართული ღვინის ექსპორტით იყო დაკავებული, შემდეგ კი Henry’s Kitchen შექმნა და ხინკლის წარმოება დაიწყო. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, თვეში 30 000-მდე ხინკალს ყიდიან და წელიწადში 100%-ზე მეტი ზრდა აქვთ. „კომერსანტი“ ჰენრი მჭედლიშვილს ლონდონში ქართული ხინკლის წარმოების, ბიზნესის კეთების გზაზე სირთულეების, წარმოების გაფართოების და გეგმების შესახებ ესაუბრა. როდის […]

მამუკა ხაზარაძე – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა! დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას!

მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და „რუსული კანონის“ დაგმობა! დაგმეთ და წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! – ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენმა შვილებმა რუსეთის გუბერნიაში გაიღვიძონ!, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ნათელია, რომ „რუსული კანონი“, რომლის მიღება პირდაპირი სვლაა რუსეთისკენ, სრულად დაგვაშორებს ევროპას და […]

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება. მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“. „ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ძვირფასია ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათისთვის არის ჩანიშნული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს – 83 ხმით მიიღო. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების […]