აშშ-ში ტორნადოს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ცენტრალურ ნაწილს ათობით ტორნადო დაატყდა თავს, რამაც სერიოზული ზიანი გამოიწვია და ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი თვის ჩვილი, იმსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო ათიათასობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ოკლაჰომაში დაფიქსირდა, სადაც ათობით ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მეხუთე ადამიანი კი აიოვას შტატში დაიღუპა. ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარმა გამოძიებამ დაადასტურა, რომ ტორნადოს […]
ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სასწრაფო ბრიგადის ჯგუფები პირველადი დახმარება გაუწიეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად, რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა. აქციის სხვა მონაწილეებმა დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში გადაიყვანეს და მათ ახლა პირველადი დახმარება უტარდებათ. საქართველოს პარლამენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული.
პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება იყო – აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის მიმართულებით გაურკვეველი საგნები ისროლეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „რუსებო, მონებო!“. ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობი პირი ავტომობილით შეიჭრა და [პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ტერიტორიას განარიდეს. აქციაზე პერიოდულად არის სიტყვიერი და ფიზიკური […]
თურქეთში ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტისთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს

თურქეთში სამართალდამცავებმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საქმიანობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 200-მდე პირი დააკავეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, ოპერაციები ქვეყნის 40 პროვინციაში ჩატარდა. მინისტრის განმარტებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციები ქვეყნის ექვს პროვინციაში – ადანის, აიდინის, ჩორუმის, გაზიანთეპის, კაისერისა და მერსინის პროვინციებში […]
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცველები ნაწილი კვლავ რჩება. ამასთან, თბილისის დასუფთავების სამსახური ტერიტორიას ასუფთავებს. შეგახსენებთ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, მოგვიანებით მომიტინგეებმა მსვლელობით გადაინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, პოლიციამ სპეციალური საშუალება გამოიყენა. ადგილზე მობილიზებული […]
ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი უკრაინას ომის დასრულებამდე დაეხმარება, რაც, სამწუხაროდ, მალე არ მოხდება

ევროკავშირი, უკრაინაში ომის დაწყებიდანვე, ქვეყანას მხარდაჭერას დაჰპირდა და აპირებს გააგრძელოს ეს მხარდაჭერა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მან გაიხსენა, რომ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის იანვარში, დონბასს ეწვია და უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა. დიპლომატის თქმით, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა მას […]
ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩრდილოეთ ღაზაში ახალი გადასასვლელი პუნქტების გახსნის საკითხი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის უსაფრთხოების მიმართ მტკიცე ერთგულება. მათ ასევე განიხილეს მიმდინარე მოლაპარაკებები მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად და ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. „პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე განიხილეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის საკითხი, მათ შორის […]
Reuters – საქართველოში “უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

ათასობით ქართველმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართა “უცხოური აგენტების შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ , რომელიც ოპოზიციისა და დასავლეთის ქვეყნების განცხადებით, რუსეთის მიერაა შთაგონებული, – ასე ეხმაურება Reuters-ი პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციას. „ევროკავშირმა და დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტმა შეიძლება შეაჩეროს საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, რომელმაც საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“, – წერს სააგენტო. საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ […]
„ბიძინა ივანიშვილს სურს, მუდამ დარჩეს ხელისუფლებაში“

ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ღია ესკალაციაზე მიდის საკუთარ მოსახლეობასთან. მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მიერ პარლამენტში ხელმეორედ დაბრუნებულ ე.წ აგენტების კანონს, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოების მძაფრი პროტესტი მოჰყვა, „ოცნების“ ხელისუფლებამ გადაწყვიტა პროტეტის აგორებულ ტალღას საკუთარი კონტრაქცია დაუპირისპიროს, ერთი კვირაა, მმართველი ძალა რეგიონებიდან თბილისისკენ, საჯარო სექტორში დასაქმებულების მობილიზაციას ახდენს. საით მიჰყავს საქართველო და რას სურს […]
რუსთაველზე დემონსტრანტები იშლებიან

კვირას, 28 აპრილს, საღამოს 7 საათიდან დაწყებული საპროტესტო დემონსტრაცია, რომელსაც ათიათასობით ადამიანი შეუერთდა, დაახლოებით 8 საათის შემდეგ, 29 აპრილს, დილის 3 საათისთვის, სრულდება. რამდენიმე ათეული დემონსტრანტი, რომელიც ამ დრომდე [03:00] იყო დარჩენილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის სრულად დაიშალა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. სიტყვით გამოსვლების შემდეგ, მათ პარლამენტისკენ მოაწყვეს მსვლელობა. პარლამენტთან მისვლის შემდეგ მოხდა […]