ხაზარაძე ბიზნესს: როგორც არასდროს, ისეა საჭირო გაერთიანება და რუსული კანონის დაგმობა

მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ბოლო 30 წლის განმავლობაში უამრავი სირთულის, ომების და სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, მაინც მოვახერხეთ, ალბათ, შეუძლებელიც, შევქმენით წარმატებული კომპანიები, დავასაქმეთ ათასობით ადამიანი. ჩვენი კომპანიების წყალობით ივსებოდა და ივსება ბიუჯეტი, ამ ბიუჯეტით კი – ფინანსდება ჩვენი ჯარი, პოლიცია, რიგდება პენსიები, მასწავლებლების ხელფასები, იგება გზები და უამრავი რამ. ჩვენ გავუძელით […]

თბილისში მშრალი პორტი აშენდება – როგორი იქნება პროექტი და ვინ არის ინვესტორი?

თბილისში მშრალი პორტი აშენდება, რომლის პირველი ფაზის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თბილისის მშრალი პორტის შესახებ მემორანდუმი ერთი თვის წინ გაფორმდა. პროექტს ქართველ პარტნიორ შპს „თბილისი დრაი პორტთან“ ერთად არაბული კორპორაცია ADP განახორციელებს. ხელმოწერაზე აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი ითვალისწინებს ინტეგრირებული საპორტო-ლოგისტიკური ობიექტების განვითარებას, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უფრო ფართო რეგიონს […]

ქართველი დიპლომატები – „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი – ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს

„ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კასკადმა სრულიად ნათლად, 180 გრადუსით შემოატრიალა ქვეყნის საგარეო კურსი – ხელისუფლება გვაშორებს ევროკავშირს, – ამის შესახებ 57 ქართველი დიპლომატის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე განცხადებით, “ქართული ოცნება” პირდაპირ ესხმის თავს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, „რაც ქვეყანას ასუსტებს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“. […]

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას – სესია ჩატარდება ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს დღეს არის დაგეგმილი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება და ოპოზიციას მოუწოდა, ნუ ავრცელებს დეზინფორმაციას, „ვითომ დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი“. სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. „დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი,“ – განაცხადა […]

ალექსანდრ სირსკი – ფრონტზე სიტუაცია გაუარესდა – მტერი აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს

უკრაინის მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების ფონზე ფრონტის ხაზზე ვითარება გაუარესდა. მისი ინფორმაციით, უკრაინული ძალები დონეცკში გარკვეული პოზიციებიდან გაიყვანეს. მისი განმარტებით, ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ჩასივ იართან, რომლის აღებასაც რუსეთი ავდიივკას დაპყრობის შემდეგ ცდილობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ფრონტზე არსებული ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა: „სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა. სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის […]

ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა. ხობის მერიის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ჟიურის წევრები ესწრებოდნენ. „კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალში საქართველოს 18 მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები, სამუსიკო და […]

“რაც დე ლაურენტისმა “რომასთან” მატჩის შემდეგ გვითხრა, გაგიკვირდებათ…” – რას აცხადებს ალექს მერეტი?

სერია A-ს 34-ე ტურში “ნაპოლიმ” “რომას” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ “პარტენოპეის” მეკარე ალექს მერეტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელი კარის დარაჯის თქმით, “ჯალოროსისთან” მატჩის შემდეგ “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და თამაში მოუწონა. “უამრავი მომენტი გვქონდა. ვფიქრობ, უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. წელს რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ, თუმცა გამარჯვება ვერ […]

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო – ანრი ოხანაშვილმა რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატს გაფრთხილება მისცა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადების ინიციატივის გაჟღერება სურდათ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „პროცედურასთან დაკავშირებით კითხვა არ არის“ და შესაბამისად, კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე გადავიდნენ. პასუხად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ […]

თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისთანავე დღის წესრიგში საკომიტეტო მოსმენის გადადებას დააყენებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებისთანავე დღის წესრიგში საკომიტეტო მოსმენის გადადებას დააყენებენ. როგორც ბოკუჩავამ განმარტა, აღნიშნულს საზოგადოებაში ვნებათაღელვის თავიდან აცილების მიზნით მოითხოვენ. „ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი გაიწვიოს, თუმცა, როგორც მინიმუმ, დღეს, როცა მათი დაორგანიზებული „რუსული მარშია“, სადაც ძალდატანებით მოჰყავთ ადამიანები და უმეტესწილად, საჯარო სექტორის […]

დღეს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 29 აპრილს თბილისის უბნების ნაწილში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი” ავრცელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ჭირნახულის და არსენ მეკოკიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის […]