არჩილ მორჩილაძე – სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული კლინიკები ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აღიარებული სტანდარტებით იყვნენ აკრედიტებული

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში ამერიკის აკრედიტაციის კომისიაზე (AACI) გააკეთა არჩევანი. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაცია ისეთმა მააკრედიტებელმა განახორციელოს,რომლის სტანდარტებიც აკრედიტებული იქნება ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ. „ISQua- ს მიერ აკრედიტებული სტანდარტი არის ხარისხის გარანტია და ამავე დროს დიდი […]

ისრაელმა „ჰეზბოლას“ ობიქტებს დაარტყა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ კუთვნილ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. „ღამით, ისრაელის საჰაერო ძალების მებრძოლებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს“, – ნათქვამია თავდაცვის ძალების განცხადებაში. ისრაელის არმიის ცნობით, განადგურებულია ოპერაციული ინფრასტრუქტურა ჯებელ ბლატის რაიონში, ასევე, ჰეზბოლას სამხედრო ობიექტები ქალაქ მარვაჰინის მიდამოში.

ლევან ბეჟაშვილი – ჩემთან დაკავშირებით რატომ მიიღეს გაძევების გადაწყვეტილება წარმოუდგენელია, როცა კომიტეტის თავმჯდომარე თავად უხეშად არღვევს რეგლამენტს და კოლეგებს სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევს

ოპოზიციონერ დეპუტატებს არ აძლევენ კითხვის დასმის საშუალებას. საერთოდ, ჩემთან დაკავშირებით რატომ მიიღეს­ გადაწყვეტილება გაძევების თაობაზე წარმოუდგენელია, როცა კომიტეტის თავმჯდომარე პირდაპირ თავად უხეშად არღვევს რეგლამენტს და არ აძლევს სიტყვის თქმის საშუალებას კოლეგებს,- ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გაძევების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, მმართველი ძალის მიზანი არ არის […]

ოხანაშვილმა დარბაზი მესამე დეპუტატს, თამარ კორძაიასაც დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ კორძაიას დაატოვებინა. კითხვის დასმისას ოხანაშვილმა კორძაიას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა, რის შემდეგაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა მას მიმართა სიტყვებით: “არც გცხვენიათ, კაცო, კითხვა დამასმევინეთ”. ამ რეპლიკის შემდეგ, ოხანაშვილმა კორძაიას დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. “დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო თამარ, […]

ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა ლევან ბეჟაშვილსაც დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს – ლევან ბეჟაშვილს დაატოვებინა. “ბატონო ლევან, ვერ იცავთ წესრიგს? დატოვეთ სხდომათა დარბაზი, ბატონო ლევან. დაარღვიეთ რეგლამენტი, მიკროფონის გარეშე საუბარი. რამდენჯერმე გთხოვეთ, გაგაფრთხილეთ, დატოვეთ დარბაზი. ამ წამოძახილებს დაანებეთ თავი, საბავშვო ბაღში თქვენ მიგაჩნიათ თავი და ეგ არის ცუდი, რომ […]

“დღევანდელი აქცია არის იძულებით მოყვანილი ადამიანების აქცია” – ვაშაძე ოცნების კონტრაქციაზე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი დღევანდელი კონტრაქცია არის იძულებით მოყვანილი ადამიანების აქცია. მისი თქმით, ქართველი ერი ქვეყანაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს არასდროს არ დაუშვებს. “ეს არის კონტრაქცია და აბსოლუტური სისულელე. იცოდეთ, რომ ხალხის წინააღმდეგ მოქმედ ხელისუფლებას განაჩენს ხალხივე გამოუტანს. ნამდვილი აქცია იყო გუშინ, ქართულ-ეროვნული მუხტის ზეიმი. მადლობა ყველას, ვინც […]

ISW: უკრაინელების უკან დახევა რუსეთს არ მოუტანს ოპერატიულად მნიშვნელოვან სწრაფ გარღვევას

დონეცკის ოლქის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან უკრაინელი სამხედროების უკან დახევას რუსეთის ძალებისთვის სწრაფი ტაქტიკური შენაძენი არ მოუტანია. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს(ISW). ცენტრის ექსპერტები არ მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეძლებს ოპერატიულად მნიშვნელოვან გარღვევას. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 28 აპრილს განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია გამწვავდა, მოწინააღმდეგე უტევს ფრონტის მთელ ხაზს […]

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

“რონდელის ფონდის” უფროსი მკვლევარი, ალექსი ბუკა პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილის ღამეს “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო ხალხმრავალ აქციაზე პარლამენტის შენობასთან დააკავეს, კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. როგორც მისი მეუღლე, ეკა მიშველაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჯერ არ არის ცნობილი, როდის დატოვებს ის დაკავების იზოლატორს და როდის გაიმართება სასამართლო სხდომა. “წუხელ მოინახულეს ადვოკატებმაც და სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც. დაზიანებები არ […]

გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი კომიტეტის სხდომიდან გააძევეს

ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი გააძევეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც „რუსულ კანონს“ განიხილავენ. „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით განხილვა სხდომა ხმაურიანად მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი და ასევე, მისცა გაფრთხილება. გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი ოხანაშვილმა გააძევა დარბაზიდან რეპლიკების გამო. „დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს განიხილავს

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში ასახულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა. კომიტეტის სხდომა 09:00 საათისთვის არის ჩანიშნული. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს – 83 ხმით მიიღო. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების […]