სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევდა აქციის მიმდინარეობას

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის მანძილზე ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და […]

დღეს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება

დღეს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება. მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“. „ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ძვირფასია ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის […]

„წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას!” – მამუკა ხაზარაძე ბიზნესმენებს მიმართავს

„წინ აღუდექით საქართველოს რუსიფიკაციას! არა, რუსულ კანონს! ჩვენი შვილების გვერდით დავდგეთ და ერთად გავიმარჯვოთ! თქვენი სიტყვა გადამწყვეტია!“, – ამ სიტყვებით მიმართავს სოციალურ ქსელში ბიზნესს პოლიტიკური პარტია „ლელო – საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე. ის ბიზნესმენებს ახსენებს, რომ კერძო სექტორმა თითქმის ყველა მთავრობის შეტევას გაუძლო და დღეს, ბიზნესის მთავარი პარტნიორები ევროპელები არიან. ყოფილი ბიზნესმენი […]

რუსული კანონის საკომიტეტო განხილვიდან თამარ კორძაიაც გააგდეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან, რომელზეც რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს დეპუტატი თამარ კორძაიაც გააგდეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და მიკროფონი გამოურთო: „ქალბატონო თამარ, თვენ რა გგონიათ სიტყვა მიზანს რომ გამოიყენებთ, რომელიც პირველ მუხლშია გამოყენებული ეს რას ნიშნავს, რომ პირველ მუხლს უკავშირებთ საკითხს? სიტყვა ჩამორთმეულია,“ — უთხრა ოხანაშვილმა კორძაიას. „არ გრცხვენია მართლა? […]

გვარდიოლა: “არსენალი” ქულებს აღარ დაკარგავს, ერთი ფრეც და პრემიერლიგის გარეშე დავრჩებით

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის სატიტულო რბოლის შესახებ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მათი მთავარი კონკურენტი “არსენალი” დარჩენილ ტურებში ქულებს აღარ დაკარგავს. “ვფიქრობ, “არსენალი” დარჩენილ მატჩებში ქულებს აღარ დაკარგავს. 4 ტური დაგვრჩა. ეს ყველაფერი მაღალ მთაზე ასვლას ჰგავს. თუ ფრეს ვითამაშებთ, ჩემპიონები ვერ გავხდებით”, – განაცხადა გვარდიოლამ. შეგახსენებთ, “სიტიმ” ბოლო 19 პრემიერლიგურ მატჩში 15 […]

გერმანიაში ორი უკრაინელი სამხედრო მოკლეს, ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა

გერმანიის ქალაქ მურნაუში უკრაინის ორი მოქალაქე დანით მოკლეს. დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მოკლული პირები სამხედროები იყვნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ, წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია ორი სამხედრო, რომლებიც გერმანიაში სამედიცინო რეაბილიტაციას გადიოდნენ. მათივე თქმით, მიმდინარეობს მათი ქვედანაყოფების დადგენის პროცესი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანელ სამართალდამცველებს […]

თეონა აქუბარდია ანრი ოხანაშვილს – „ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა“ გამახსენდა – ცენზურას ნუ აწესებთ!

„ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა” გამახსენდა. არის ასეთი კარგი მულტფილმი. რა დაგემართათ, ცენზურას ნუ აწესებთ! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს, მისი ნებართვის გარეშე საუბრის შემთხვევაში, მიკროფონის გათიშვისა და დარბაზის დატოვების შესახებ აფრთხილებს. პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება, […]

ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან თამარ კორძაიაც გააძევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაიაც გააძევა. თავდაპირველად, ოხანაშვილმა კორძაიას კითხვის დასმის დროს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ „სიტყვა ჩამორთმეულია“, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია. „არ გრცხვენია მართლა? არ გრცხვენია, კაცო? კითხვა დამასმევინე!“ – მიმართა კორძაიამ ოხანაშვილს, რის შემდეგაც თავმჯდომარემ ოპოზიციონერი კოლეგა დარბაზიდან გააძევა. „დატოვეთ დარბაზი, ქალბატონო თამარ!“ […]

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომა ლევან ბეჟაშვილსაც დაატოვებინა

პარლამენტის იურისიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი გააძევა. იქამდე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ვინც მიკროფონის გარეშე ისაუბრებდა, მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნებოდა ნებისმიერი მექანიზმი. „ამ წამოძახილებს დაანებეთ თავი, საბავშვო ბაღში თქვენ მიგაჩნიათ თავი და ეგ არის ცუდი, ვერ აღიქვამთ სად ხართ! ეს არის სამწუხარო. წამოძახილებს თავი დაანებეთ, […]

გიორგი ვაშაძე – უმრავლესობის დეპუტატები პროვოკაციაზე მიდიან, რათა სხდომიდან ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების გაძევება მოხდეს – მათი ამოცანაა დეპუტატების გაძევება დარბაზიდან

სამწუხაროდ, ზუსტად ამიტომაა ეს კანონი რუსული, რომ ამ ადამიანებს შინაარსი კი არ აინტერესებთ, აინტერესებთ უბრალოდ ივანიშვილის დავალება და რუსული ამოცანა შეასრულონ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომიდან გაძევების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, უმრავლესობის დეპუტატები პროვოკაციაზე მიდიან, რათა სხდომიდან ოპოზიციონერი პარლამენტის წევრების გაძევება მოხდეს. „შინაარსობრივი კითხვები ისმება ოპოზიციის მხრიდან. ერთადერთი, […]