„ქართული ოცნების“ ორგანიზებით „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება

„ქართული ოცნების“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება. მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „ მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“. „ყველას, ვისთვისაც ძვირფასია მამული, ენა და სარწმუნოება, ძვირფასია ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, თავისი ქვეყნის […]
ქონების დაზღვევის სახეობაში ბაზრის თითქმის ნახევარი „ალდაგს“ უჭირავს – რამდენი პრემია მოიზიდეს კომპანიებმა გასულ წელს?

2023 წლის 12 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 126 მლნ. ლარი შეადგინა, მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით მცირედით გაიზარდა (118.5 მლნ ლარი). ქონების დაზღვევის სახეობებში ლიდერი ტრადიციულად „ალდაგია“, კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 2023 წლის 12 თვეში 57.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 45%-ია. მეორე ადგილზე 21.5 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევაა“, […]
„ეს არის ხალხის ძალაუფლების ეროვნული დემონსტრირება ეროვნული სახელმწიფოსთვის” – მეუფე ზენონი

Visioner-ის ცნობით, პიკის დროს აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. ამ დროისთვის კი რუსთაველის გამზირზე ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დასრულებულია.
„მოგიწოდებთ – დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!“ – ქართველი დიპლომატების მიმართვა კოლეგებს

57 ქართველი დიპლომატი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დასავლეთიდან რუსეთისკენ მოახდინა. დიპლომატები კოლეგებს მოუწოდებენ, რომ დღეს სიჩუმე თანამონაწილეობას ნიშნავს და რადგან ხელისუფლება გვაშორებს ევროპას, ყველამ ხმა უნდა ამოიღოს. 57 დიპლომატი ერთობლივ განცხადებაში, კოლეგა დიპლომატებს, რომლებიც დღეს საჯარო სამსახურში არიან, ხმის ამოღებისკენ მოუწოდებენ. „ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ ყოფილა […]
ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ ჩატარდება, სადაც სავარაუდოდ, რუსული კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ. “დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი”. – თქვა ანრი ოხანაშვილმა.
ვაშაძე და ბეჟაშვილი რუსული კანონის განხილვისას კომიტეტის სხდომიდან გააძევეს

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. ოხანაშვილმა დეპუტატები სხვისი გამოსვლების დროს მიკროფონის გარეშე საუბრის გამო ჯერ გააფრთხილა, შემდეგ კი დარბაზის დატოვება მოსთხოვა.
თინა ბოკუჩავა უმრავლესობას – გამჭვირვალობა არ არის ლეგიტიმური მიზანი, შემზღუდველი ნორმების მისაღებად – თქვენ ხელისუფლების დაკარგვის გეშინიათ – ეს არის რუსული კანონის მიზანი

რომელი სახელმწიფო უწყების ჩავარდნილი მუშაობის გამო გახდა დამატებითი და არასაჭირო რეგულაციების შემოღება? თქვენ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ასაბუთებს არსებული საკანონმდებლო ბაზის ნაკლოვანებას,- ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. მისი შეფასებით, ამ კანონის მთავარი მიზანი ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაა. […]
მიხეილ დაუშვილი – ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსახლეობას შესთავაზონ სპექტაკლი იმისათვის, რომ „ოცნებამ” საკუთარ მიზანს მიაღწიოს „ნაცმოძრაობის“ გამოყენებით – ამ შინაარსობრივ განხილვას დღეს აზრი არ აქვს, გადავწყვიტეთ დავტოვოთ ის

ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსახლეობას შესთავაზონ არა შინაარსობრივი განხილვა, არამედ სპექტაკლი იმისათვის, რომ „ოცნებამ” საკუთარ მიზანს მიაღწიოს „ნაცმოძრაობის“ გამოყენებით – ამ შინაარსობრივ განხილვას დღეს აზრი არ აქვს, გადავწყვიტეთ დავტოვოთ ის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის „ე.წ განხილვას, რომელშიც არანაირი შინაარსი არ […]
ენტონი ბლინკენი ისრაელში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, მძევლების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმების მიღწევისა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამ კვირაში ისრაელში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ჩავა. „სახელმწიფო მდივანი განიხილავს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს, რომელიც უზრუნველყოფს მძევლების გათავისუფლებას. ის ასევე განიხილავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ზრდას და ხაზს გაუსვამს ამ ზრდის შენარჩუნების მნიშვნელობას“, – განაცხადა […]
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair” გაიმართა, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 7 კომპანია მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, გამოფენა – Real Wine Fair ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. „ღონისძიებას მსოფლიოში […]