2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მივა. ილია დარჩიაშვილის მოსმენა ასახულია მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში. დარჩიაშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. ის უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს და დეპუტატთა კითხვებს უპასუხებს, რის შემდეგაც დეპუტატთა სიტყვით გამოსვლის პროცედურა გაიმართება.

ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან კიდევ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან კიდევ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე გააძევა. ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი დაატოვებინა ასევე დაატოვებინა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელს ლიკა საჯაიას. „დატოვეთ დარბაზი, ბატონო გიორგი და ზრდილობა იქონიეთ და კორექტულად. იცოდეთ სად ვის როგორ მიმართო. დატოვეთ დარბაზი. ჩემი გადაწყვეტილებით ტოვებთ დარბაზს. […]

ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ჩაარტყა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. “ევროოპტიმისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა. “სამშობლო გაყიდეთ სააკაშვილთან ერთად უცხო ქვეყნის თანამდებობისთვის. აგეთ პასუხი. მწარეა სიმართლე”, – მიმართა მაჭარაშვილმა დეკანოიძეს. აღნიშნულამდე სიტყვიერი დაპირისპირება იყო დეკანოიძესა და კანონპროექტის მომხსენებელ გივი მიქანაძეს […]

ანრი ოხანაშვილი ხაბეიშვილს – მუხლთან დაკავშირებით უნდა დასვათ კითხვა – ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 2 მილიარდ ევროზე მეტი აქვს დახარჯული, თქვენ რამდენი გაქვთ დახარჯული?!

მუხლთან დაკავშირებით უნდა დასვათ [კითხვა]. ბიძინა ივანიშვილს რაში ედრებით, 2 მილიარდ ევროზე, 6 მილიარდ ლარზე მეტი აქვს დახარჯული, თქვენ რამდენი გაქვთ დახარჯული?! – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს. აღნიშნულით ოხანაშვილმა ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა კითხვა დასვა იმის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი […]

სოფო ჯაფარიძე – დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს – საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს

დღეს დავინახავთ ძალით, მუქარით, შანტაჟით ჩამოყვანილ ხალხს. საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან, მშობლებს უპირისპირებენ შვილებს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტის მხარდასაჭერად „ქართული ოცნების“ მიერ დღეს დაგეგმილ აქციაზე. სოფო ჯაფარიძის თქმით, ქართველი ერის ერთიანობა გუშინდელმა დღემ აჩვენა. „დღევანდელი მათი კონტრაქცია არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ხელისუფლების სიმხდალის და […]

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე – მოღალატე ხალხი რომ სხვას მოიხსენიებს მოღალატედ, ამათი გასამართლების დრო მოვა ძალიან მალე – პროვოკაციები მოსალოდნელი იყო

მოღალატე ხალხი რომ სხვას მოიხსენიებს მოღალატედ, ამათი გასამართლების დრო მოვა ძალიან მალე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის მისამართით განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციები მოსალოდნელი იყო. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. „ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ამათი მხარდამჭერების ხელშემწყობების გასამართლების დრო დადგება. მოგვიწევს ჩვენ ამის […]

ოხანაშვილმა კიდევ 3 დეპუტატი გააძევა, იაგო ხვიჩიამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

„რუსული კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენიდან კიდევ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი — დავით ხაჯიშვილი, გიორგი ენდელაძე და ხატია დეკანოიძე — გააძევეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებიდან ამ დრომდე [15:20] 11 დეპუტატი გააძევა დარბაზიდან. ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს სიტყვას აწყვეტინებს და მიკროფონს უთიშავს, თუ მისი შეფასებით გამოსვლის მიზანი კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით კითხვის დასმა არაა. მანამდე, სხდომათა […]

NGO-ები: რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა ცენზურის ფონზე მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს. NGO-ები აცხადებენ, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხეშად ერევა პარლამენტის წევრების უფლებაში, თავად განსაზღვრონ კითხვის შინაარსი და არ აძლევს სათანადო დროს მის დასასმელად, რითაც იხშობა კრიტიკული აზრი და ხელოვნურად იქმნება […]

„სახელისუფლებო აქციები გვინახავს, მაგრამ დღეს სულ სხვა რამ ხდება“ – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს: „ნუ დასცინით ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ახლა რუსთაველზე იძულებით დააყენეს რუსული მარშისთვის. იმაზე ფოკუსირდით რა ტრაგედიაა, როცა საკუთარი ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეს აიძულებს რუსულ მარშში ჩადგეს. ასეთი რამ რომელ ხელისუფალს გაუკეთებია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში? სახელისუფლებო აქციები გვინახავს, მაგრამ დღეს სულ სხვა რამ ხდება. საკუთარი ხელისუფლება რომ გაიძულებს მტრის მარშში დგომას – […]

დეკანოიძე, გოდაბრელიძე და ხაჯიშვილი, იაგო ხვიჩია, არასამთავრობოები…

ხატია დეკანოიძე, გიორგი გოდაბრელიძე და დავით ხაჯიშვილი – კომიტეტი კიდევ სამ ოპოზიციონერს დაატოვებინეს. იაგო ხვიჩიამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზს ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც ატოვებინებენ.