ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ესროლა

ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი ესროლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია. დეკანოიძის გაღიზიანება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს სამშობლოს გამყიდველი უწოდა და თქვა, რომ დეკანოიძემ უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. Next: კანონის […]
მიხეილ სააკაშვილი – „ქართული ოცნება“ კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი კონტრაქცია ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყვეს, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მიერ დღეს დაანონსებულ საერთო სახალხო შეკრებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი კონტრაქცია მისი ჩამოსვლის შემდეგ მოაწყო, რომელიც ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ. „ქართული ოცნება” კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი დიდი კონტრაქცია მათ მოაწყვეს ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!“ – წერს […]
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან ფრანსუა რაპინი ხელმძღვანელობდა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები, მათ შორის, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირები. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა გასულ წელს საფრანგეთში განხორციელებულ მის ნაყოფიერ ვიზიტზე. „შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში […]
„ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავება არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს“ – „თბილსერვის ჯგუფი“

„ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავება არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს“ – „თბილსერვის ჯგუფი“ „თბილსერვის ჯგუფი“ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავება არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს“ “გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით, რამდენიმე მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებს. გაცნობებთ, რომ გუშინდელი აქციის […]
სი ძინფინგი EU-სთან ურთიერთობების ხელშესაწყობად საფრანგეთს, უნგრეთსა და სერბეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი ევროკავშირთან ურთიერთობის ხელშესაწყობად 5-10 მაისს საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს ეწვევა. სი ძინფინგის მხრიდან ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპაში პირველი ვიზიტი იქნება. ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო დავისა და პარიზის მხრიდან ჩინური სუბსიდიების წინააღმდეგ ევროკომისიის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მხარდაჭერის ფონზე, საფრანგეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში შედარებით გაუარესდა, ჩინეთის საგარეო […]
იაგო ხვიჩიამ პროტესტის ნიშნად რუსული კანონის განხილვისას სხდომა დატოვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის დროს გირჩის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. “სულ 30 წამი მჭირდება – ზოგადად, მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე, პროტესტის ნიშნად, ვტოვებ ამ სხდომას”. – თქვა ხვიჩიამ. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატები გააფრთხილა, არ ისაუბრონ მიკროფონის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაძევებით […]
ოხანაშვილმა დარბაზიდან ერთდროულად 3 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავენ, ერთდროულად 3 ოპოზიციონერ დეპუტატს, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, დავით ხაჯიშვილს, გიორგი გოდაბრელიძეს და ევროოპტიმისტების წევრს, ხატია დეკანოიძეს დაატოვებინა. მანამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ნიშნად გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ დატოვა. საერთო ჯამში, ოხანაშვილმა დარბაზიდან 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა. რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დღეს, […]
სააკაშვილი: „ძალიან უჭირთ!“ – მეზვრიშვილი: „ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც თქვენ დაასრულეთ“

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “ქართული ოცნება” კონტრაქციას მეორედ ატარებს, პირველი დიდი კონტრაქცია მათ მოაწყეს ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, მაშინ ძალიან გაუჭირდათ და ახლაც ძალიან უჭირთ!“ სააკაშვილს ნათია მეზვრიშვილი ასეთ კომენტარს უწერს: ნათია მეზვრიშვილი: „გეცნოთ? ქართული ოცნება ზუსტად ისეთ აქციას ატარებს, თქვენ რომ ჩაატარეთ 2012 წელს და ზუსტად ისე დაასრულებს, როგორც თქვენ დაასრულეთ.“ ნათია მეზვრიშვილს […]
გაუმჭვირვალობა უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისთვის – შოთა ბერეკაშვილი

სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მმართველი პარტნიორი, შოთა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალობა ჯანსაღი მოვლენაა, გაუმჭვირვალობა კი უზარმაზარ საფრთხეებს შეიცავს, განსაკუთრებით პატარა სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ძალიან მოწყვლადი არიან ეგზოგენური ფაქტორების მიმართ. შოთა ბერეკაშვილი “რუსულ კანონთან” დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. “მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს საზოგადოებაში განვითარებულ მოვლენებს. რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, რომელიც არნახული გამოწვევების წინაშე აყენებს […]
ბიტნეტი და Setanta Sports-ი დამეგობრდნენ

ციფრული აქტივებისა და Crypto Exchange კომპანია ბიტნეტი და Setanta Sports-ი დამეგობრდნენ.