28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურებენ

დღეს, 29 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჭოი ციენს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს გადასცა ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული “საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება” ძალაში შევიდა. შეთანხმების თანახმად, […]

ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს – სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ – ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ

მე სულ წარმომედგინეთ თქვენ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ თქვენ რიჩარდ მესამის [როლში ყოფილხართ] – ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს. „ბატონო ანრი, მცირე შესავლით დავიწყებ, რასაკვირველია, მუხლობრივზეც მაშინვე გადავალ – მე სულ წარმომედგინეთ […]

იაგო ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას „ბუტაფორია“ უწოდა და ის პროტესტის ნიშნად დატოვა

პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მან საკომიტეტო განხილვას ბუტაფორია უწოდა. „მე მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტი არის ბუტაფორია და მე ვტოვებ პროტესტის ნიშნად ამ სხდომას“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიამ ამ განცხადების შემდეგ, მიკროფონის გამოყენების გარეშე განაგრძო კომიტეტის თავმჯდომარესთან სიტყვიერი დაპირისპირება, რაზეც ანრი ოხანაშვილისგან მიიღო პასუხად, რომ სანამ […]

რომან გოცირიძე – რატომ არ ვრცელდება კანონის მოქმედება სპორტულ ფედერაციებზე? – სპორტული ფედერაციების სასათბურე პირობებში მოქცევა იმიტომ ხომ არ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, დაფინანსების შეწყვეტის გეშინიათ?

რატომ არ ვრცელდება კანონის მოქმედება სპორტულ ფედერაციებზე? – სპორტული ფედერაციების სასათბურე პირობებში მოქცევა იმიტომ ხომ არ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, დაფინანსების შეწყვეტის გეშინიათ? – აღნიშნული კითხვა „ევროპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით დასვა, რომლის გათვალისწინებით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის რეესტრში დარეგისტრირება სპორტულ ფედერაციებს არ მოუწევთ. […]

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 29 აპრილს, ნაძალადევის რაიონში, მონადირის ქუჩაზე სატუმბო სადგურის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 29 აპრილს დღის 13:00 საათიდან 30 აპრილის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება: გლდანი-ნაძალადევის რაიონში: […]

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე, გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე, რაც ვანდალიზმის ფაქტები და კანონდარღვევაა. „გვინდა, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული უკანონო წარწერების წაშლასთან დაკავშირებით, რამდენიმე […]

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! – ნინო წილოსანი

ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! – ნინო წილოსანი ოპოზიციის ლიდერებს და მათ რუპორ აქტივისტებს მივმართავ! საკუთარი ხალხის მიმართ ამხელა ზიზღს როგორ იტევთ?! , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. წილოსანის თქმით, უკვე ერთი კვირაა ოპოზიცია და მათი აქტივისტები ზიზღს ავლენენ ქვეყნის უმრავლესობის მიმართ, მათი სამოქალაქო პოზიციის, ასაკის, გარეგნობის, სოციალური […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა წინსვლისთვის ხელის შემშლელი კი არა, ხელშემწყობი პირობაა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა წინსვლისთვის ხელის შემშლელი კი არა, ხელშემწყობი პირობაა მიმაჩნია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სწორედ ქვეყნის სტაბილური განვითარების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული, რადგან გამჭვირვალობა არა წინსვლისთვის ხელის შემშლელი, არამედ პირიქით, ხელშემწყობი პირობაა, – ამის შესახებ ბიზნესმენი, „ელიტ ტექნოლოჯის“ დამფუძნებელი გიორგი მამადაშვილი […]

GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და უცხოელი აქციონერები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და უცხოელი აქციონერები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან GD ჰოლდინგის ქართული კომპანიები და უცხოელი მსხვილი აქციონერები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ. GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და მისი უცხოელი აქციონერები მიზანშეწონილად თვლიან გამოეხმაურონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები […]

ვინ არის წყვი­ლი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ა­ზე პირ­და­პირ ქორ­წი­ლი­დან მი­ვი­და

ვინ არის წყვი­ლი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ა­ზე პირ­და­პირ ქორ­წი­ლი­დან მი­ვი­და – „ამბები.ჯის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სიძე დათა ჟღენ­ტია, რო­მელ­საც რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი, პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რობს. კო­მენ­ტა­რებ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ წლე­ბის წინ დათა სტი­ქა­რო­სა­ნი იყო. ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს: “ვინც იც­ნობთ და­თას, გუ­შინ­დელ აქ­ცი­ა­ზე თა­ვი­სი­ვე ქორ­წი­ლი­დან მი­სულს, ყვე­ლამ იცით, თუ რო­გო­რი პა­ტი­ო­სა­ნი, ლაღი და უბ­რა­ლოდ, კარ­გი ადა­მი­ა­ნია! ვინც არ […]