ლაშა პაპაშვილმა “ჰეშ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა

ლაშა პაპაშვილმა “ჰეშ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, ამ თანამდებობაზე მან ნანა ქებურია ჩაანაცვლა – შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში უკვე აისახა. ეროვნულმა ბანკმა “ჰეშ ბანკზე” ლიცენზია 2023 წლის 14 ნოემბერს გასცა. ბანკს მიეცა 7 თვიანი პერიოდი სატესტო რეჟიმში ოპერირებისთვის. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, ლაშა პაპაშვილი ციფრული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა, “ჰეშ ბანკის” […]
„მართლა ხომ არ ბნელა?“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: „მე პარლამენტში ვყოფილვარ როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე უმრავლესობის. ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დეპუტატებსა და მოწვეულ ექსპერტებს ხმას არ აღებინებდნენ და აძევებდნენ. მართლა ხომ არ ბნელა? ამათთან შედეგს მხოლოდ პერმანენტული და მწვავე აქციები გამოიღებს, რუსებზე მხოლოდ ეს ჭრის! დღევანდელი კონტრაქციით, ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ […]
თუ პროგრესი არ იქნა, ან იქნა უკუსვლა, იმოქმედებს საერთო მიდგომაზე – ევროკომისიის პრესსპიკერი

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება საქართველოს დააშორებს ევროკავშირისგან. 29 აპრილს, ჟურნალისტის კითხვაზე, „გააკეთებთ თუ არა რაიმეს, რათა მტკიცედ უბიძგოთ ხელისუფლებას, გაიწვიოს რუსული კანონი და მხარი დაუჭიროთ მოსახლეობას, რომელიც 10 დღეზე მეტია, ქუჩაში აპროტესტებს ამ კანონს“, პიტერ სტანომ განაცხადა: „რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ […]
წულუკიანი: თუ პრეზიდენტი სასახლიდან ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ვერ გამოივლის

მან თავისი თანამებრძოლები ანუ ჩვენ გაგვყიდა, ეს კიდევ არაფერი, მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ, ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს და იმედი მაქვს, გაბედავს და ცხვირს გამოიყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის, იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა. მან ძალიან ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადადგა ქართველი ერის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე, რეალურად, შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად […]
ცოტნე ივანიშვილი მიუძღვის მსვლელობას ბანერით: „ღირსებით ევროპისკენ“

„ეს არ არის რუსული კანონი, ეს ქართული კანონია“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის შვილმა ცოტნე ივანიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე კონტრაქციაზე. სწორედ ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა კონტრაქციაზე ახალგაზრდულ მსვლელობას ბანერით „ღირსებით ევროპისკენ“. „მე ვარ პატრიოტი, მიყვარს ჩემი სამშობლო, ჩვენ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები უნდა გავხდეთ აუცილებლად. ეს კანონი არის აბსოლუტურად ქართული. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ […]
სააკაშვილიც ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციების უკან რეალურად ის და მისი პარტია დგანან
მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციების უკან რეალურად ის და მისი პარტია დგას. ამაზე მეტყველებს მისი და მისი თანაპარტიელების განსაკუთრებული მობილიზაცია და აქტივობები. “მე პარლამენტში ვყოფილვარ როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე უმრავლესობის. ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დეპუტატებსა და მოწვეულ ექსპერტებს ხმას არ აღებინებდნენ და აძევებდნენ. მართლა ხომ არ ბნელა? ამათთან შედეგს მხოლოდ პერმანენტული […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

დაახლოებით 9-საათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვას. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ჯამში ოპოზიციის 14 დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების სამი წარმომადგენელი გააძევა, რომლებიც კანონპროექტის შესახებ კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამდნენ. ოხანაშვილი კი ოპონენტებს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორის, შენიშვნას აძლევდა მიკროფონის გამორთვის შემდეგ საუბრის გაგრძელების გამო. […]
პრეზიდენტი – „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში ავტობუსებით გადაჰყავთ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად – ნამდვილი საქართველო თავისუფალი, ევროპული საქართველოა

ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს. „გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს, „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
„ქართული ოცნების“ ორგანიზებულ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ „საყოველთაო სახალხო შეკრებაზე“ მოქალაქეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე მათ შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს. დღევანდელ შეკრებას უერთდებიან “ქარათული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონანმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობაში მონაწილეობს ცოტნე ივანიშვილი. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “ღირსებით ევროპისკენ”. საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. როგორც ცნობილია, საკანონმდებლო […]
თეონა აქუბარდიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ალტერნატიული წინადადების სახით პარლამენტს “1921 წლის 25 თებერვლის“ რეესტრის შექმნა შესთავაზა

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ალტერნატიული წინადადების სახით პარლამენტს “1921 წლის 25 თებერვლის“ რეესტრის შექმნა შესთავაზა. “1921 წლის 25 თებერვლის“ სახელწოდების რეესტრის შექმნის თაობაზე ალტერნატიული წინადადება აქუბარდიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. როგორც მან განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ნატო, ევროკავშირი საქართველოს ეუბნება, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით მათი […]