იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტს

დაახლოებით 9-საათიანი განხილვის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პლენარულ სხდომაზე ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის მუხლობრივად განიხილვას. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება კანონპროექტის მეორე მოსმენით, მუხლობრივად განხილვა პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარული სესია 30 აპრილს, 12:00 საათზე დაინიშნა, 15 წუთით ადრე კი ბიუროს სხდომა გაიმართება. სწორედ იქ მიიღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, შეიტანონ თუ არა საკითხი […]
მიხეილ სააკაშვილი – ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს, მართლა ხომ არ ბნელა? – დღევანდელი კონტრაქციით, ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ

დღევანდელი კონტრაქციით, ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ, ამიტომ კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი და უცხოეთის საპროტესტო მოძრაობების გამოცდილება , – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში, რომელიც მისივე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. „მე პარლამენტში ვყოფილვარ როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე უმრავლესობის. ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დეპუტატებსა […]
“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ამ ლოზუნგით ქუთაისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, ეს არ არის ვინმეს ალტერნატიული აქცია, ეს არის პროტესტი, რომელიც გრძელდება. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ აღნიშნული კანონპროექტი, რადგან “საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”. აქციას ადგილობრივი შემსრულებლები კონცერტით უერთდებიან.
გიგი წერეთელი – დღევანდელმა საკომიტეტო განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა „ოცნების“ მმართველობის მოდელშია და არა მხოლოდ კანონის ცალკეულ მუხლებში

დღევანდელმა საკომიტეტო განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მთავარი პრობლემა „ოცნების“ მმართველობის მოდელშია და არა მხოლოდ კანონის ცალკეულ მუხლებში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტში განხილვას გამოეხმაურა. წერეთლის თქმით, ამ განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა და მიზანი რუსული ტიპის კანონის ნებისმიერი […]
ჩინეთის პრეზიდენტი მომავალ კვირაში სერბეთს და უნგრეთს ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი 5 მაისიდან 10 მაისამდე ეწვევა საფრანგეთს, სერბეთსა და უნგრეთს – იუწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი 29 აპრილს. საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობა მყარად ინარჩუნებს გაღრმავების ტენდენციას, ორ ქვეყანას შორის არის სტრატეგიული კომუნიკაცია და პრაქტიკული თანამშრომლობა – განაცხადა სამინისტროს პრესმდივანმა. მისივე თქმით, სი ძინპინი სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან მოლაპარაკებას გამართავს ორმხრივი ურთიერთობის და […]
რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად, თურქეთი ამერიკული გაზის შესყიდვას გეგმავს

თურქეთის მთავრობა ამერიკულ კომპანია ExxonMobil-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვის მრავალმილიარდიანი შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ანკარა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ბაირაქტარმა თქვა, რომ თურქეთი აპირებს შექმნას “მიწოდების ახალი პორტფელი,” რომელიც აღმოფხვრის ერთ კონკრეტულ პარტნიორზე დამოკიდებულებას. როგორც FT აღნიშნავს, მოლაპარაკება […]
ლუვრი „მონა ლიზას“ სარდაფში გადატანას აპირებს

გავრცელებული ინფორმაციით, ლუვრის დირექტორმა ლოურენს დე კარმა ეს ინიციატივა მუზეუმის დამთვალიერებლების უკმაყოფილების შესამცირებლად წამოაყენა. თებერვალში სერვისმა CouponBirds მუზეუმების საიტებზე დამთვალიერებლების 18 ათასი შეფასება შეისწავლა და „მონა ლიზას“ „მსოფლიოში ყველაზე იმედგამაცრუებელი შედევრი“ უწოდა.
Tuttosport: “იუვე”, შენ გახსოვს მიქაუტაძე ? – მას შეუძლია “ნაპოლიში” გადავიდეს

“ტუტოსპორტმა” “მეცის” თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით – “იუვე”, შენ ის გახსოვს?” გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძით “იუვენტუსი” გასულ სეზონში იყო დაინტერესებული, თუმცა საქმე მოლაპარაკებებამდე არ მისულა, ახლა “აიაქსიდან” ფრანგულ გუნდში იჯარით გადასული 23 წლის ფორვარდი მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა, შეიძლება მისით დიდი კლუბები, მათ შორის “იუვე” კვლავ დაინტერესდნენ და “მეცს” 10 მილიონ ევროდ […]
რუსეთის ძალებს უკრაინის აღმოსავლეთით მცირე პროგრესი აქვს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 აპრილს განაცხადა, რომ მათი ძალები ორშაბათს უკრაინის ფრონტის ხაზის პუნქტებზე დაწინაურდნენ, აიღეს სოფელი დონეცკის რეგიონში, დაიკავეს უკეთესი პოზიციები ხარკოვის რეგიონში და მოიგერიეს უკრაინის თავდასხმები, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. 2022 წლის თებერვალში მეზობელ სუვერენულ უკრაინაში შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი აკონტროლებს უკრაინის დაახლოებით 18%-ს ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის რეგიონებში. რუსეთის […]
პრეზიდენტი „პუტინის სტილის“ აქციად აფასებს „ოცნების“ კონტრაქციას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პუტინის ტიპის“ ქმედებას უწოდებს „ქართული ოცნების“ კონტრაქციას, სადაც საჯარო მოხელეები რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს. პრეზიდენტი „ტვიტერზე“ აზიარებს თბილისისკენ მომავალ ავტობანზე საცობის ფოტოს და წერს: „გუშინ „რუსული კანონის“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე იყო. დღეს „პუტინის სტილის“ აქციაა: მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაში დასაკრავად საჯარო მოხელეები ავტობუსებით თბილისში […]