ლევან ხაბეიშვილი – სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დაცვა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნის ევროპული მომავალი და მისი დაცვა, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას. ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის დავალებას ასრულებს. „პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე თავად განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და ის ამბობს, რომ ახლა […]

ილია დარჩიაშვილი – დღეს აქ არავინ საუბრობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე და მოვუწოდებ ყველას, დაანებონ პოლიტიკურ მანიპულაციას თავი – ეს არის მავნებლური ქმედება

დღეს აქ არავინ არ საუბრობს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვაზე და მოვუწოდებ ყველას, რომ დაანებონ პოლიტიკურ მანიპულაციას თავი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ვერა იუროვასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეზღუდვის საფრთხეზე საუბრობენ ქვეყანას აზიანებენ. „რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ამაზე დღეს არავინ არ საუბრობს, გარდა ევროპარლამენტის კონკრეტული […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 30 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბადაგის, ცოლიკაურის, იოსებ გრიშაშვილის, ხეივნის, დიდი ხეივნის II ქუჩის, სირაძის, ვლადიმერ წითლანაძის, გორგასალის, დიმიტრი გულიას, საბატონოს, უსახელოურის, გიორგი ნიკოლაძის, სადგურის, დიდი ხეივნის, გულუას და ახალი ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი […]

ილია დარჩიაშვილი – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ავუხსენი, თუ რა საჭიროებაა, რომ ქვეყანას ჰქონდეს კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც გადააზღვევს უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს

გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანამ აიცილოს საფრთხეები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი ტიპის საჭიროებებზე საუბრობენ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ბრიუსელშიც. „შესაბამისად, საკითხი და პრობლემა აწუხებს ყველას, არა მარტო ჩვენ, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანას. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო მიმდინარეობს […]

ვასო ურუშაძე – ე.წ. ბიზნესმენები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს უპირისპირდებიან მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დასავლეთს და მათ სათანადოდ უნდა აგონ პასუხი

ეს ე.წ. ბიზნესმენები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს უპირისპირდებიან მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დასავლეთს და მათ სათანადოდ უნდა აგონ პასუხი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ადამიანები ისტორიის ბნელ მხარეს ჩაიწერებიან. „ეს ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს, მაშინ, როდესაც ჩვენ გვეხსნება უდიდესი პერსპექტივა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, […]

ბათუმში ევროპის მოედანზე აქცია – “კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ დაიწყო

“კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ბათუმში ევროპის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” „ძველი მეთოდების გამოყენებით“ რეგიონებიდან იძულებით ჩაყვანილი ხალხის აქციას მართავს. “ჩვენ არავის ვეჯიბრებით. ადამიანებმა, რომლებიც ამ ქვეყანას და კონსტიტუციას პატივს სცემენ და მიისწრაფვიან ევროპისკენ, იციან კონსტიტუციის 78-ე მუხლი. როცა ამ კანონს მიიღებენ, ცხადია რუსული იქნება. […]

„ა ძმაო ოპოზიცია… მოვიდა, ეს კაციც რუსეთუმეა“ – გია ყრუაშვილი იაგო ხვიჩიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

„ა ძმაო ოპოზიცია… მოვიდა, ეს კაციც რუსეთუმეა“ – გია ყრუაშვილი იაგო ხვიჩიასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ვეტერანი რკინიგზელი, გია ყრუაშვილი გირჩელ იაგო ხვიჩიასთან ერთად, რუსთაველზე, აქციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ა ძმაო ოპოზიცია )) მოვიდა ეს კაციც რუსეთუმეა )))))“

ჩუგოშვილი: ჯერ მხოლოდ მეგობრულ გაფრთხილებებს ვისმენთ, ამას მოჰყვება ნაბიჯები

პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი “ქართული ოცნებიდან” თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ დღეს მმართველ პარტიას აქციის ჩატარება “გაჭირვების გამო უწევს” და არა “დალხენილი ცხოვრების. ჩუგოშვილი “ოცნების” კონტრაქციას და რუსულ კანონს “ტვ პირველზე”, გადაცემაში “დღის ამბავი”, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის მიღება დიდი პრობლემაა, ხოლო “ისინი [ქართული ოცნება] აცნობიერებენ” ამას. შესაბამისად, ეს ფაქტი მათ “ქართველი ხალხისა და საერთაშორისო […]

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 29 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.75 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.49 თეთრით. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6835 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8762 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.

“ბუჩამდე იყო აფხაზეთი”- დოკუმენტური ფილმის ჩვენება კონგრესში

„ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ – დოკუმენტური ფილმია, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებაა მომზადებული და დეტალურად აღწერს რუსების მიერ ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს. ფილმი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში აჩვენეს.