კახა კალაძე – გარკვეული ძალები არ იშლიან მცდელობას, ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომლებმაც უამრავი უბედურება მოგვიტანა – ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სახალხო შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, „უდიდესი კულტურის, უძველესი ისტორიის, ტრადიციების მქონე ქვეყანას“ კვლავაც მკაფიო გზავნილი აქვს მსოფლიოსთან- საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. „როგორც ყოველთვის, ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება არის საქართველოს განვითარების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის, მომავალი გამარჯვებების […]
შარლ მიშელი – რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო ახალი იმპულსი გაჩნდა: ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის განახლება – ალტერნატივა ევროკავშირის მხრიდან საშინელი, უპასუხისმგებლო შეცდომა იქნება

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, ახალი იმპულსი გაჩნდა, ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის განახლება, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, ახალი იმპულსი გაჩნდა, ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის განახლება. ეს გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ ალტერნატივა რა არის? ალტერნატივა ევროკავშირის მხრიდან საშინელი, უპასუხისმგებლო შეცდომა იქნება“, – განაცხადა შარლ მიშელმა. […]
გიორგი ამილახვარი – მოთმინებით, ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობით ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე

ვინც ამ კანონს – გამჭვირვალობას, თავისუფლებას, ღირსებას, ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეძახის რუსულს, არიან ადამიანები, რომლებმაც პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის 20% ჩააბარეს ოკუპანტ ქვეყანას, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ სახალხო მარშზე განაცხადა. მისივე თქმით, მოთმინებით, ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და გამჭვირვალობით საქართველო ევროკავშირის წევრობას იზეიმებს. მან, ასევე, ახალგაზრდებს მიმართა სიტყვებით – „შეხედეთ ისტორიას შეხედეთ […]
ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა იუროვას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკომისართან ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ვერა იუროვასთან გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ 2023 წლის დეკემბერში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე იყო პასუხი ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანსა და ხელისუფლების ძალისხმევაზე- […]
რუსეთი, ჩინეთი და ყაზახეთი ახალ სატრანსპორტო კვანძს ქმნიან

ყაზახეთის რკინიგზა (Temir Zholy, KTZ), რუსული Slavtrans-Service და ჩინური კომპანია Xian Free Trade Port Construction and Operation ახალი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის CRK ტერმინალის მშენებლობას დაიწყეს სელიატინოს სადგურზე, მოსკოვის რეგიონში. როგორც ABC.AZ იუწყება, ინფორმაციის თანახმად, პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს უამრავ უპირატესობას ტვირთის გადაზიდვისთვის. ასევე, აღნიშნული პროექტის განხორციელება დადებითად აისახება მიწოდების დროზე.
,,თუ პროგრესი არ იქნა, ან იქნა უკუსვლა, იმოქმედებს საერთო მიდგომაზე” – ევროკომისიის პრესსპიკერი

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება საქართველოს დააშორებს ევროკავშირისგან. 29 აპრილს, ჟურნალისტის კითხვაზე, „გააკეთებთ თუ არა რაიმეს, რათა მტკიცედ უბიძგოთ ხელისუფლებას, გაიწვიოს რუსული კანონი და მხარი დაუჭიროთ მოსახლეობას, რომელიც 10 დღეზე მეტია, ქუჩაში აპროტესტებს ამ კანონს“, პიტერ სტანომ განაცხადა: „რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ […]
თბილისის მერია „ოცნების“ აქციაზე ჩამოსულ მძღოლებს პარკინგის საფასურს არ ახდევინებს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ აქციაზე ჩამოსული მძღოლები დედაქალაქში უფასო პარკინგით სარგებლობენ. ამისთვის მათ სპეციალური სივრცეები აქვთ გამოყოფილი – მათ შორის დაკავებული აქვთ საავტობუსე ზოლები და საფეხმავლო გზები. მმართველმა პარტიამ „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად რეგიონებიდან ასობით სატრანსპორტო საშუალებით ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა. მძღოლები, რომლებსაც არ აქვთ თბილისში წინასწარ ნაყიდი პარკირების სერვისი, მუნიციპალიტეტი მათ 50 […]
„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე “საყოველთაო სახალხო ზეიმი” მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრებასთან“ დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს. დღევანდელ შეკრებას უერთდებიან “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც “ფილარმონიიდან” საკონონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივიდნენ. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: “ღირსებით ევროპისკენ”. საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც ამ მომენტში სიტყვით უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე […]
ირაკლი ჩიქოვანი – საზოგადოება ერთიანდება, რომ ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს – ზუსტად ასეთი განვითარებული საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი

ჩვენი სათქმელი არის ერთი და უმთავრესი, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანდება იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ თანმიმდევრული და მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობა შეინარჩუნოს, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცოთ ის მთავარი საუნჯე, რაზეც დგას ჩვენი იდენტობა – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ამ ღირებულებების ირგვლივ“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რუსთაველის გამზირზე […]
მიხეილ სარჯველაძე – სასოწარკვეთა უნდა დაარქვა იმას, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და დედაქალაქში ჩამოსულ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს – ამის შემდეგ არც პრეზიდენტობის ღირსია

სასოწარკვეთა უნდა დაარქვა იმას, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის და დედაქალაქში ჩამოსულ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს – ამის შემდეგ არც პრეზიდენტობის ღირსია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ სახალხო მარშზე ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა. მისივე თქმით, „ვისაც „მამულთან“ და „ენასთან“ ერთად „სარწმუნოების“ თქმა ეთაკილება“, ცდილობენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს […]