„საქართველოს არ ჰყავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების იმაზე დიდი დამცველი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია“ – კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველზე გამართული აქციისას განაცხადა: „…გუნდს, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ამ გუნდის დამფუძნებელს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ 2012 წლიდან მან საქართველოს ეროვნული ინტერესები ხელისუფლების საქმიანობის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპად აქცია. სწორედ ამან მისცა საქართველოს შესაძლებლობა, რომ მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა და შემოტევებისა, […]

,, როგორც იქნა მოვაღწიეთ სახლამდე!” – რას წერს ბუკა პეტრიაშვილი

ბუკა პეტრიაშვილი, რომლის სასამართლო პროცესი 1-ელ მაისს გაიმართება, სოციალურ ქსელში წერს: ,,საღამო მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! როგორც იქნა მოვაღწიეთ სახლამდე! ჩემო ძვირფასო! ძალინ დიდი მადლობა ასეთი გულიანი, გულწრფელი და გულმხურვალე თანადგომისთვის! ტელეფონი არ მქონდა და ცხადია ვერ ვნახავდი ამ თქვენს მხარდამჭერ პოსტებს, მაგრამ ვიცოდი, სითბო რომ დამხვდებოდა! არაფერი განსაკუთრებული – როცა აქციაზე ხარ, როცა მართალი საქმისთვის […]

„გამოდიან და გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია, გვიმტკიცებენ, რომ თითქოს გამჭვირვალობა ცუდია, ლგბტ პროპაგანდა კარგი“ – კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აქციაზე გამოსვლისას აცხადებს: „ევროპული მომავალი ღირსებით, სიამაყით და თავაწეული. ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვუთხრათ მკაფიოდ და გარკვევით, საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ უდიდესი კულტურით, უდიდესი ისტორიით, უნიკალური ენითა და დამწერლობით, საკუთარი ტრადიციებით, რწმენით, თავისუფლების სიყვარულით, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ერი. სამწუხაროდ, დღეს გარკვეული ძალები ვერაფრით ეგუებიან, რომ […]

ბიძინა ივანიშვილი აქციაზე მივიდა

ბიძინა ივანიშვილი აქციაზე მივიდა. ის რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა პარლამენტთან, სცენის უკან, სადაც მინისტრები და დეპუტატები არიან შეკრებილები.

ჩვენ ეროვნული ამბიციით ვდგავართ აქ – ჩემი საქართველო აქ არის

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება და აცხადებს, რომ მისი მონაწილეობის მიზანს ეროვნული ღირსების დაცვა წარმოადგენს. თამთა მეგრელიშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობს აქციაში და ირწმუნება, რომ მხოლოდ ეროვნული ღირსებით სიარული განაპირობებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. „მე დღეს აქ ვარ იმიტომ, რომ დავიცვა ეროვნული სუვერენიტეტი, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ისტორიული ღირსება და მქონდეს […]

,,გარკვეული ძალები არ იშლიან მცდელობას, ხელისუფლებაში ის ადამიანები დააბრუნონ, რომლებმაც უამრავი უბედურება მოგვიტანა”- კახა კალაძე

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სახალხო შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, „უდიდესი კულტურის, უძველესი ისტორიის, ტრადიციების მქონე ქვეყანას“ კვლავაც მკაფიო გზავნილი აქვს მსოფლიოსთან- საკუთარი იდენტობის შენარჩუნებით და სრული დამოუკიდებლობით გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. „როგორც ყოველთვის, ჩვენი ერთად ყოფნა, ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი ერთსულოვნება არის საქართველოს განვითარების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის, მომავალი გამარჯვებების […]

მდინარაძე: ორიენტირებულნი ვიქნებით, ვიცხოვროთ სრულად დამოუკიდებელ საქართველოში

მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, დედებო, მამებო, ბებიებო და ბაბუებო, დებო, ძმებო, ბიჭებო და გოგოებო – ჩვენ ერთად შევქმნით ისეთ ძლიერ, ღირსეულ მომავალს, როგორსაც ქართველი ერი იმსახურებს. ჩვენ პირველ რიგში შევიკრიბეთ აქ, რათა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს რომ მსოფლიოში არ არსებობს იმაზე ამაყი, თავდაჯერებული და ღირსეული ერი, როგორიც არის ქართველი ერი. პირველი, რაზეც მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა, […]

“არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ვაკეში აქცია-მსვლელობა იმართება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკიდან მზიურის პარკის მიმართულებით “აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა იმართება. აქტივისტებს გაშლილი აქვთ დიდი ბანერი წარწერით “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, ისმის საქართველოს ჰიმნი. დემონსტრანტები საავტომობილო გზის ერთ სავალ ნაწილზე მოძრაობენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარალელურად, პარლამენტის წინ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების “საერთო სახალხო შეკრება” იმართება. 22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ „აგენტების […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები “მზიურის პარკისკენ” მსვლელობას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც “ვაკის პარკში” იყვნენ შეკრებილები, ამ წუთებში, ჭავჭავაძის გამზირის გავლით “მზიურის პარკისკენ” მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეებს გზის მხოლოდ ნაწილი აქვთ დაკავებული, შესაბამისად, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი არ არის. ისინი აპროტესტებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს და სკანდირებენ: “კანონი გაიწვიეთ”, “საქართველო”. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ მივიდნენ რუსთაველის გამზირზე, სადაც “ქართული ოცნება” შეკრებას […]

კახა კალაძე – ეს არ არის ბრძოლა უბრალოდ ორი კანონის მისაღებად, ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტის დასაცავად – დაადასტურა, რომ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი თანხების 90 %-ზე მეტი აგენტურის გაძლიერებას ემსახურება

თბილისის მერის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ადგილი აქვს „ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას“, ხდება „შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე“ და არის არეულობის დათესვის მცდელობა. მისივე თქმით, დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის დასაცავად. „გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ-პროპაგანდა კარგია. გვიმტკიცებენ, რომ „ენჯეოებს“ უფლება აქვთ საქართველოში, რამდენიც […]