ანა წითლიძე – გუშინ, საზოგადოებამ შეშინებული ოლიგარქი იხილა – როდის ჩნდება ბიძინა ივანიშვილი? მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს

ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვემუქრა ყველას, ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა, თუმცა, თვითონ შეშინებული, კინოლოგების მიერ წინასწარ შემოწმებულ სცენაზე დაცვის 200 წევრის თანმხლებით ავიდა და ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა. როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას წითლიძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „პირდაპირ თქვა, რომ […]

ჯაბა სამუშიამ კორნელი კეკელიძისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პროფესორებმა, სტუდენტებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კორნელი კეკელიძის 145 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. კორნელი კეკელიძე 145 – საიუბილეო დღეების“ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტისა და ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის ორგანიზებით „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა 2024-ის“ […]

თეონა აქუბარდია – დღეს „ოცნებამ“ შეურაცხყო ყველა გმირის ხსოვნა, რომელიც იცავდა ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ არჩევანს – მოვისმინეთ, რომ ძალა არა ერთობაში, არამედ, ბიძინა ივანიშვილშია – ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს

დღეს არის დღე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ შეურაცხყო ყველა იმ გმირის ხსოვნა, რომელიც იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენულ არჩევანს, შეურაცხყო ყველა ის ქართველი, რომლისთვის მნიშვნელოვანია ევროპული მომავალი, კეთილდღეობა და ევროპული ტიპის დემოკრატია და ამ მოცემულობაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ ძალა არა ერთობაში, არამედ ბიძინა ივანიშვილშია და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თქვენ ქართველი ხალხი გაგცემთ […]

გიგი უგულავა – ხელისუფლებამ ფეხი დაადგა იმ „ფოცხს“, რომელიც აუცილებლად მოხვდება – დღეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება აქციაზე, რადგან ივანიშვილის საზიზღარმა განცხადებებმა, ხალხი კიდევ უფრო გააბრაზა

ერთმა გიჟმა „შიზოფრენიკმა“ გამოუცხადა დასავლეთს ომი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის სახიფათო, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ სახალხო შეკრებასა და ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ფულს საქართველო ფულის საცავ რეზერვუარად სჭირდება. “თუ დააკვირდებით ივანიშვილს, როდესაც მას ეშინია და გამწარებულია, უცნაურად უფართოვდება […]

მამუკა ხაზარაძე – პრეზიდენტთან პოლიტიკურ გეგმაზე ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა – დღეს, როგორც არასდროს, პროდასავლურ ძალებს და ხაზს ვუსვამ, პროქართულ ძალებს სჭირდებათ გაერთიანება და ერთსულოვნება

როდესაც გაერთიანებაზე (პოლიტიკური პარტიების) ვსაუბრობთ, თითოეული ჩვენგანის ვალია პოლიტიკოსის და დავარქვათ ასე, მშობელთა თაობის, რომ გვერდში დავუდგეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან დღეს ქუჩაში და იმ არანორმალურ კანონს აპროტესტებენ, რომელსაც გვასაღებენ თითქოს ქართული კანონია. ქართული არის მხოლოდ ასოები, შინაარსი ეს არის რუსული, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ […]

ბიზნეს სესხებში ენერგეტიკის სექტორის წილი 7%-ს შეადგენს

2018-2023 წლებში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო ვალდებულებების მოცულობა გაორმაგდა და იკავებს მნიშვნელოვან წილს ჯამურ ბიზნეს საკრედიტო პორტფელში. ეროვნული ბანკის ახალი კვლევის მიხედვით, ენერგეტიკის სექტორის საბანკო სესხების ნაშთი გასული წლის ბოლოსთვის 2 მლნ ლარს აღემატებოდა, რაც 2022 წლის მაჩვენებლებს თითქმის ნახევარი მილიონით აჭარბებს. ბიზნეს სესხებში ენერგეტიკის სექტორის წილი 7%-ს შეადგენს და პორტფელი მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება. „ენერგეტიკის […]

არასამთავრობოები მორიგ შეკრებას აანონსებენ: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!”

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეწინააღმდეგებიან, საზოგადოებას მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ შეიკრიბონ პარლამენტის წინ დღეს, სამშაბათს, 30 აპრილს, 19:00 საათზე; ისინი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ დემონსტრაციას. დღეს, სამშაბათს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე იწყებს „აგენტების კანონის“ მეორე მოსმენით განხილვას. 30 აპრილს გავრცელებულ საერთო განცხადებაში 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის […]

დეკანოიძე: ივანიშვილმა იკადრა და მილიარდერი ჩაუყენა კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ

ევროოპტიმისტების წევრი, ხატია დეკანოიძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოცნების გუშინდელ აქციაზე ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის ყოფნას გამოეხმაურა. “მე ვიხილე ადამიანი, რომელმაც იკადრა და თავისი ოჯახის წევრი [ცოტნე ივანიშვილი], მილიარდერი ადამიანი ჩაუყენა ამ გაუბედურებულ, მართლა კაპიკებზე მცხოვრებ ადამიანებს წინ და ეს ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სახლში რა მიეტანათ საღამოს შიმშილით დაუძლურებული საკუთარი შვილებისთვის, არ იცოდნენ”, […]

„მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო I კვარტალში საშუალო მაჩვენებელი 7.8%-ს გაუტოლდა“ – ვახტანგ ცინცაძე

„საქსტატის“ თანახმად, 2024 წლის მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.8%-ს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: დამმუშავებელი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური […]