ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას – გუშინ თქვენ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ – არ მესმის, რა საერთო და რა სულიერი ნათესაობა გაქვთ მერაბ კოსტავასა და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ?!

გუშინ, თქვენ მთაწმინდა გადმოაპირქვავეთ. ადამიანები, რომლებიც ღირსებით არიან საქართველოს ისტორიაში დამკვიდრებულები, მათი სახელები სპეკულაციის სახით სრულიად სხვა გაგებით გამოიყენეთ – არ მესმის, რა საერთო გაქვთ და რა სულიერი ნათესაობა მერაბ კოსტავასა და ილია ჭავჭავაძესთან, როდესაც მათ ციტირებთ?! – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის დეპუტატებს. მისივე თქმით, […]
ბადრი ჯაფარიძე – ივანიშვილს ერთხელაც არ უხსენებია, რომ რუსეთი ოკუპანტი და საფრთხის ძირითადი წყაროა – პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, რომ ახლა საზოგადოების გამთლიანების დროა და არა ვიწროპარტიული ინტერების გატარების

[ბიძინა ივანიშვილს სიტყვით გამოსვლისას] ერთხელაც კი არ უხსენებია, რომ რუსეთი ოკუპანტია. რუსეთი საერთოდ არ უხსენებია, როგორც საქართველოს საფრთხის ძირითადი წყარო – პრეზიდენტთან ვისაუბრეთ, რომ ახლა საზოგადოების გამთლიანების დროა და ვიწროპარტიული ინტერების გატარების დრო არა,- ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, “ახლა რეალურად ვუყურებთ რუსეთის მიერ […]
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის SIGIS -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

კომპანია SIGIS სარკინიგზო და მულტიმოდალური გადაზიდვების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მომსახურებას ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. აღნიშნული კომპანია აქტიურად იყენებს railwagonlocation.com-ის პლატფორმას, რომლის დახმარებით საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარს, სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის პროცესში, ლოკაციებისა და სხვადასხვა ინფორმაციის პერმანენტულ მიწოდებას სთავაზობს. ასევე სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავებული აქვს გადაზიდვების თანამედროვე IT სისტემა, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემურ და […]
ვინ არიან რუსული კანონის მომხრე ბიზნესმენები? – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო იმ ბიზნესმენების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებმაც “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ “რუსულ კანონს” მხარი დაუჭირეს. “ბოლო დღეებში, “რუსული კანონს” რამდენიმე ბიზნესმენმა დაუჭირა მხარი. ვინ არიან და რა კავშირები აქვთ მმართველ პარტიასთან ამ ადამიანებს? ივლიანე (ილია) წულაია (სამშენებლო კომპანია „არქი“) კავშირი ქართულ ოცნებასთან:
„სცენაზე იდგნენ ადამიანები, რომლებიც არ უკავშირდებიან „ქართული ოცნების“ იდეას“ – ეკა ბესელია

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ეკა ბესელია ივანიშვილის განცხადებებზე: „მთელი მისი გზავნილები, ეს იყო აბსოლუტურად ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც პირდაპირ არღვევს ევროკავშირის დღის წესრიგის პირველ პუნქტს და ეს პოლარიზაციას კი არ ამცირებს, პირიქით, აღვივებს. ეს რეალობაში, ძალიან დიდი სისუსტის და ძალიან დიდი ისტერიის მანიშნებელია. ცუდი მაგალითები იყო, ფსევდო ღირებულებებით მანიპულირება იყო. ნიშანდობლივი იყო, რომ სცენაზე იდგნენ ადამიანები, […]
„ეს პატიოსანი პუტინი, საწყალი, აიძულეს, რომ ჯერ საქართველოს ოკუპაცია მოეხდინა და თურმე, მერე იძულებული გახდა, უკრაინაშიც შეჭრილიყო“ – რომან გოცირიძე

„ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „გუშინდელმა შეკრებამ და ბიძინა ივანიშვილის ანტიქართულმა, ანტიდასავლურმა, აშკარად პრორუსულმა განცხადებებმა ნათელი მოჰფინა ყველაფერს. თუკი, ვინმე გულუბრყვილო იყო ქვეყანაში და ეგონა, რომ რაღაც პუტინისტური ფრაქციის „ხალხის ძალის“ ექსკლუზიური და ორიგინალური ბოდვები იყო, რასაც ისინი საუბრობდნენ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელი თავისი განცხადებებით არათუ „ხალხის ძალას“, არამედ, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც გადაასწრო. კარიკატურული […]
„საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: „საბოლოოდ გაცხადდა ის, რაც აქამდეც ნათელი იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში ოლიგარქი ასე თუ ისე ნიღბავდა. მან იცის, რომ აგებს არჩევნებს და არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი პროტესტის გასანეიტრალებლად მასობრივ რეპრესიებს წინასწარ აანონსებს. მან “ვარდების რევოლუციაზე” პუტინის ნარატივი სიტყვასიტყვით გაიმეორა. რა უნდა ქნას თითოეულმა ჩვენგანმა? პირველ რიგში, კარგად გავითვალისწინოთ ბელარუსის 2020 […]
ZEG – ამბის თხრობის ფესტივალზე ბილეთების გაყიდვა იწყება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 21-23 ივნისს, ZEG – ამბის თხრობის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები, თბილისში, სამი დღის განმავლობაში, ერთი მისიის ირგვლივ გაერთიანდებიან: გაგვიზიარონ შთამაგონებელი და უნიკალური ამბები. ZEG-ის სცენა ყოველწლიურად ეთმობა მედიის, ლიტერატურის, ფოტოგრაფიის, კინოს, ტექნოლოგიებისა და სხვა ინდუსტრიების პროფესიონალებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ მნიშვნელოვანი ამბები ჩვენამდე მოიტანონ. შესაბამისად, ZEG-ზე ინსპირაციას ნებისმიერი საქმიანობისთვის იპოვით. […]
გიგი გიგიაძე – ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის საკითხებში მთავარ მომლაპარაკებელს, გიგი გიგიაძეს ესაუბრა. – ბატონო გიგი, ხელისუფლების ორგანიზებული საყოველთაო სახალხო შეკრება შედგა და გვინდა გთხოვოთ ამ ღონისძიებაზე შთაბეჭდილებების გაზიარება. შეკრებაზე ახალი არაფერი ისეთი არ თქმულა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს მანამდე არ უთქვამთ. […]
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ყველამ ნათლად გაიგო, რომ „რუსული კანონის“ მიღების მიზანი არა ყბადაღებული „გამჭვირვალობა“, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა

ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ „რუსული კანონის“ მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ, ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს – ყველამ ნათლად გაიგო, რომ „რუსული კანონის“ მიღების მიზანი არა ყბადაღებული „გამჭვირვალობა“, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების განცხადებაშია აღნიშნული. მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუშინდელ […]