გიგი უგულავა – ხელისუფლება თუ უკან არ დაიხევს, რამდენ ძალადობასაც ჩაიდენს, მით უფრო ფატალური იქნება მისი ბოლო

ხელისუფლება თუ უკან არ დაიხევს – რამდენ ძალადობასაც ჩაიდენს, მით უფრო ფატალური იქნება მისი ბოლო. ჩვენ შეიძლება ივანიშვილი კატასტროფას გვიმზადებს, მაგრამ ამ კატასტროფას ჩვენ გავივლით და ქვეყანა კათარზისით დაასრულებს, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავას თქმით, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა „მაგრამ ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის გარეშე.“
„ჩემი აზრით, ობრაიენის ჩამოსვლა იქნება ბოლო გაფრთხილება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის, მაგრამ როგორც ვხედავთ, ხელისუფლება გაჩერებას არ აპირებს. მალვით, „კატაკომბებით“ ბუნკერად აქციეს ეს შენობა [პარლამენტი]. თუ ასე მიიღეს [კანონი], ამას არანაირი აზრი არ ექნება. ესე რომც მოხდეს, მნიშვნელოვანი იყო სალომე ზურაბიშვილის პოზიცია დღეს. იმიტომ, რომ მან თაღლითობა უწოდა და ეს მანიპულაცია გამორიცხა – ის არ მიიღებს მაგაში მონაწილეობას, რაც ძალიან მკაფიო იყო და შესაქები საქციელია. ამიტომ ხელისუფლება თუ უკან არ დაიხევს, რამდენ ძალადობასაც ჩაიდენს, მით უფრო ფატალური იქნება მისი ბოლო. ჩვენ შეიძლება ივანიშვილი კატასტროფას გვიმზადებს, მაგრამ ამ კატასტროფას ჩვენ გავივლით და ქვეყანა კათარზისით დაასრულებს. ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს ივანიშვილის გარეშე იქნება. ივანიშვილთან ერთად ჩვენ მომავალი არ გვაქვს“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…