სურსათის უსაფრთხოებაზე დაწესებული საჯარიმო სანქციები თითქმის ორმაგდება

საქართველოში პროდუქტის უსაფრთხოებაზე შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის საქართველოს მთავრობის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტის თანახმად იცვლება წესდება ჯარიმები სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევებზე. უფრო კონკრეტულად კი: · ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ სსიპ−ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების შეუსრულებლობა ნაცვლად დღეს […]

93 დაღუპული და კლინიკებში გადაყვანილი 1500-მდე მოქალაქე – ავტოავარიების სამი თვის სტატისტიკა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს საავტომობილო გზებზე მომხდარი ავარიების შედეგად დაიღუპა 93 ადამიანი და დაშავდა 1495 მოქალაქე. სულ კი, სისხლის კოდექსის შესაბამისად, 1136 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. გასული წლის იგივე პერიოდში დაღუპულთა რაოდენობა ასევე 93 იყო, დაშავებულთა რიცხვი კი 1480, აღნიშნულ პერიოდში 1153 ავარია მოხდა. 2024 წლის პირველ კვარტალში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სავარაუდო მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა […]

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება: 2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე. 3 მაისი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა – 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – […]

„ყველაზე კომიკური იყო ალბათ, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ თბილისი აქ დგასო“ – სალომე სამადაშვილი

„ყველაზე კომიკური იყო ალბათ, კახა კალაძის გამოსვლა, რომელმაც მიმართა ხალხს და უთხრა, რომ თბილისი აქ დგასო“ – სალომე სამადაშვილი “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვან დღედ შევა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, იმიტომ, რომ გუშინ ჩვენ დავინახეთ რომ ივანიშვილს და მის რუსულ რეჟიმს არანაირი მომავალი ამ […]

„ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში რა მიეტანათ საღამოს შიმშილით დაუძლურებული შვილებისთვის არ იცოდნენ“ – ხატია დეკანოიძე

„ცოტნე ივანიშვილი მოუძღოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სახლში რა მიეტანათ საღამოს შიმშილით დაუძლურებული შვილებისთვის არ იცოდნენ“ – ხატია დეკანოიძე “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე პლენარულ სხდომაზე აცხადებს: “ჩვენი ჯარისკაცები ნამდვილად არ იმსახურებენ იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ იმ მოწყობილ სცენაზე, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში იცავდა პოლიცია და შემდეგ თქვენ, საკუთარ მოწყობილ სცენას კინოლოგიური სამსახურით ამოწმებდით. იმიტომ, […]

დაარსების დღიდან, ბრენდის შექმნასა და განვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციები გვეხმარებიან – „ალალის“ დამფუძნებელი

„ალალის“ დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს „ალალის“ ნატურალური წვენები დამატებით კანადასა და საფრანგეთში გაიყიდება. როგორც ღვინეფაძემ BMG-ის ეთერში განაცხადა, საფრანგეთში „ალალის“ პროდუქცია სხვა ბრენდის ქვეშ გაიყიდება. მეწარმემ ბიზნესის განვითარებაში დასავლელი პარტნიორების მიერ შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების დაფინანსება წარმოებაში სტანდარტების დანერგვაში ეხმარებათ. „წელს დავიმატეთ კანადა, კონტრაქტზე […]

არაფერია იმაზე დიდი ფარისევლობა, რომ წინ ევროკავშირის დროშები გიდევთ – წითლიძე „ოცნებას“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ფარისევლობაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს წინ ევროკავშირის დროშები უდევთ. ამის შესახებ წითლიძემ დღეს, 30 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. წითლიძის განცხადებით, ივანიშვილი ქვეყანას ევროპულ მომავალს აკარგვინებს და ამაზე პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც ეკისრებათ. „მინდა უმრავლესობის წევრებს მოგმართოთ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი აღიარების […]

თინა ბოკუჩავა „ოცნების“ დეპუტატებს – თქვენი დრო ამოიწურა! გუშინ ვნახეთ რუსული მარში, სადაც ძალდატანებით მოიყვანეთ ადამიანები, რომელთაც შიათ, მოატყუეთ, შეაშინეთ – არჩევანი ასეთ მარტივი არასდროს ყოფილა!

გუშინ, ჩვენ „რუსული სამთავრობო მარში“ ვიხილეთ, სადაც ადამიანები ძალდატანებით, მოტყუებით, მოსყიდვით საქართველოს რეგიონებიდან ჩამოყვანილი გყავდათ, სადაც ჩაწერილი ტაშის ფონზე ბიძინა ივანიშვილს დაცარიელებულ რუსთაველზე სიტყვით გამოსვლა უწევდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მხარდასაჭერ შეკრებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის 26 ოქტომბერი იქნება თარიღი „შიმშილის, […]

მამუკა ხაზარაძე – მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან მკაფიოდ გვითხრა, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში, ეს ძალიან კარგი გამოსვლა იყო – ივანიშვილი აუცილებლად მოითხოვს თავშესაფარს მოსკოვში

მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რადგან მან ძალიან მკაფიოდ გვითხრა ყველას, რომ არის რუსი პოლიტიკოსი საქართველოში – ის მოსკოვში თავშესაფარს აუცილებლად მოითხოვს და ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის პოლიტიკურ კარიერას,- ამის შესახებ პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ადგილი მოსკოვშია. “მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს იმიტომ, რომ მან ძალიან მკაფიოდ […]

ჩინეთის საგარეო უწყება – „ჰამასისა“ და „ფატაჰის“ წარმომადგენლებმა შერიგებისთვის პოლიტიკური ნება გამოხატეს

„ჰამასისა“ და „ფატაჰის“ წარმომადგენლებმა შერიგებისთვის პოლიტიკური ნება გამოხატეს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა განაცხადა. „პალესტინის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა („ფატაჰი“) და ისლამური წინააღმდეგობის დაჯგუფების („ჰამასი“) წარმომადგენლები პეკინში რამდენიმე დღის წინ სიღრმისეული და გულწრფელი დიალოგის გამართვის მიზნით ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ლინ ჯიანმა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ გაწეული ძალისხმევისთვის ორივე მხარემ […]