თურქეთმა თებერვალში LNG-ის იმპორტი შეამცირა

თურქეთში ბუნებრივი აირის მოხმარება გაიზარდა თებერვალში, რაც გამოწვეული იყო სამრეწველო მოთხოვნით და კომუნალური სექტორით. თუმცა, ენერგეტიკის სექტორში ბუნებრივ აირს კონკურენციას უწევდა ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, ასევე განახლებადი წყაროები – ჰიდრავლიკური და ქარის გენერაცია. თურქეთმა 2024 წლის თებერვალში სულ 5,337 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინა (მილსადენებით და LNG-ის სახით), რაც 11%-ით ნაკლებია 2023 წლის მეორე თვესთან შედარებით, იტყობინება […]
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები, ოპოზიციური პარტიების წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს, როგორც ცენტრალურ, ასევე, უკანა შესასვლელთან. პარლამენტის წინა მხარეს დამონტაჟებულია სცენაც. შეკრებილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მარშით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა […]
სალომე სამადაშვილი – ივანიშვილმა უარი თქვა ქართულ პასპორტზე, როცა ფრანგული პასპორტი აიღო და მას მოქალაქეობა სააკაშვილმა დაუბრუნა, რათა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა – შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, რომ „ეფესბეს” პროექტს გზა გაუხსენი

შენ რა გითხარი ყოფილო პრეზიდენტო, მიშა სააკაშვილო, რომ ამ „ეფესბეს” პროექტს გაუხსენი გზა მცდარი გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა წაართვა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო სააკაშვილმა თავად დათმო მოქალაქეობა“. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა თავად […]
თინა ბოკუჩავა – ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ – იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს

ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თავად ქვეყნის წარმომადგენლებზე უკეთ იცნობთ – იქნებ, თქვენ დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს, – ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. […]
თამარ კორძაია ოხანაშვილს – თქვენი კანონი იმიტომ არის რუსული, რომ საერთაშორისოდ აკრძალულ რუსულ მედია “სპუტნიკზე“ არ გავრცელდება, მაგრამ “რადიო თავისუფლებას“ აგენტების სიაში ჩასვამთ

თქვენი კანონი იმიტომ არის რუსული, რომ საერთაშორისოდ აკრძალულ რუსულ მედია საშუალება “სპუტნიკზე“ ის არ გავრცელდება, მაგრამ “რადიო თავისუფლებას“ აგენტების სიაში ჩასვამთ! – ასე მიმართა დეპუტატმა თამარ კორძაიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მომხსენებელს ანრი ოხანაშვოლს და შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა. “radiotavisupleba.ge არის ქართული დომენი. sputnik-georgia.com არ არის ქართული დომენი. ეს კანონი იმიტომ არის რუსული, […]
ანრი ოხანაშვილი გიორგი ვაშაძეს – ბინა კიდევ გაქვთ გაქირავებული რუსებზე? ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის?

ბატონო გიორგი, სახელმწიფოსთვის რამდენი გადაგიხდიათ ქველმოქმედებისთვის, ცხოვრებაში რამე გადაგიხდიათ? ბინა გაქირავებული გაქვთ კიდევ რუსებზე? – ნუ იწყევლები, კაცი ხარ და მომისმინე, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, რომელმაც ანრი ოხანაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საუბარი გააპროტესტა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს საუბრის მორალური უფლება არ […]
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს – გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები, ოპოზიციური პარტიების წევრები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილები საკანონმდებლო ორგანოს როგორც ცენტრალურ, ასევე, უკანა შესასვლელთან. პარლამენტის წინა მხარეს დამონტაჟებულია სცენაც. შეკრებილებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მარშით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. ამ დროისთვის, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა […]
ელენე ხოშტარია – ჩვენ არამხოლოდ კანონს, არამედ რუსულ მთავრობას ვებრძვით

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებიან. პარლამენტში პარალელურად მიმდინარეობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები სწორედ აღნიშნული კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ, სკანდირებენ „არა რუსულს”. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, მომდევნო დღეების განმავლობაში იქნება სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებაში ხელი შეუშალონ. „ივანიშვილი დაუპირისპირდა […]
პროკურორი – ორივე ბრალდებულმა 13 წლის გოგონას დედამ და ბიძამ აითაჯ შახმაროვას მიმართ ჩაიდინეს დანაშაულები – ბიძა წარსულში ქალზე ძალადობასთან დაკავშირებით იყო ნასამართლევი და სასამართლომ ეს გარემოებაც გაიზიარა

14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმის პროკურორი, ხატია გოგრიჭიანი განმარტავს, თუ რატომ მიუსაჯა სასამართლომ მოკლული გოგონას ბიძასა და დედას განსხვავებული სასჯელი. როგორც გოგრიჭიანი აღნიშნავს, აითაჯ შახმაროვას ბიძა, ნატიკ მაგარამოვი წარსულში, ქალზე ძალადობისთვის იყო ნასამართლევი, რის გამოც, მას გოგონას დედისგან განახვავებული სასჯელი მიესაჯა. “სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული და აშკარა მტკიცებულებათა ერთობლიობა, […]
ხატია დეკანოიძე – ანრი ოხანაშვილმა ქალების მიმართ გამოიყენა სექსისტური და დამაკნინებელი განცხადებები – ბატონო თავმჯდომარევ, მოახდინეთ ამაზე რეაგირება

ბატონო თავმჯდომარევ, ანრი ოხანაშვილი, რომელიც გამჭვირვალობაზე საუბრობს, ქალებს აყენებს შეურაცხყოფას. მოახდინეთ ამაზე რეაგირება, – ასე მიმართა „ევროოპტიმისტების დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. ხატია დეკანოიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის რეპლიკა გააპროტესტა, როდესაც მან პარლამენტში, ხმაურისა და კამათის დროს დეპუტატებს მოუწოდა, რომ „დამამშვიდებელი დალიონ“. „ამ დარბაზში რამდენიმე წუთის წინ ანრი ოხანაშვილმა ქალების მიმართ […]