კიევში დაიწყეს პერეიასლავის რადის ქანდაკების დემონტაჟი

კიევში დაიწყეს დემონტაჟი პერეიასლავის რადის ქანდაკებისა, რომელიც „ხალხთა მეგობრობის თაღის“ ქვეშ დგას. ამ უკანასკნელს სახელი გადაერქვა და „უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი“ ეწოდა. როგორც კიევის საქალაქო ადმინისტრაცია იტყობინება, დემონტაჟმა შესაძლოა რამდენიმე დღე გასტანოს – სკულპტურა შედგება 20-მდე ელემენტისგან, რომლებიც 6-7 ტონას იწონის. დაშლამდე სპეციალისტებმა შეისწავლეს კონსტრუქცია, რათა ის დემონტაჟისას არ დაზიანებულიყო. იგი უკრაინის ავიაციის მუზეუმში იქნება […]
ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს – რუსეთი ამბობს ზუსტად იმას, რომ საქართველო კი არა, თურმე დასავლეთი იყო დაინტერესებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებით – ეს არის რუსული ნარატივი

ზუსტად რუსეთი ამბობს, რომ საქართველო კი არა, თურმე დასავლეთი იყო დაინტერესებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებით – ეს არის რუსული ნარატივი! ზუსტად კრემლი ამბობს ამას! ეს არის ამ ქვეყნის და ყველა პატრიოტი მოქალაქის უდიდესი შეურაცხყოფა! – ასე მიმართა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სპიკერს, რომლის თქმით, “როდესაც საია ცხინვალში ომის შედეგების მტკიცებულებებს აგროვებდა, ეს ამ ორგანიზაციის […]
სტუდენტები, რომლებიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ – ისინი სკანდირებენ: “არა რუსულ კანონს!”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდნენ, პარლამენტის შენობას წრეს არტყამენ. მათ გადაწყვეტილი აქვთ შეუერთდნენ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან არიან შეკრებილები. რუსთაველის გამზირზე მარშით მოსულმა სტუდენტებმა აქ შეკრებილებს კორდონის გაკეთება სთხოვეს იმისათვის, რომ პარლამენტს წრე შემოარტყან. მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “სტუდენტები,სტუდენტები”, “არა […]
პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ჟან-ფრანსუა რაპენი ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობაზე, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე. „საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, […]
2 მაისს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა” აღინიშნება

2 მაისს, ქუთაისში, „ქუთაისქალაქობა” აღინიშნება. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის დღის აღსანიშნავად მრავალფეროვან, საინტერესო პროგრამას სთავაზობს ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს. ტრადიციულად, 2 მაისს, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ქალაქს ბაგრატის ტაძარში დალოცავს. „„ქუთაისქალაქობა 2024″-ის ძირითადი ღონისძიებები ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება: ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი, მსახიობთა […]
ზაზა სარალიძე “აგენტების კანონის” გაწვევის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2017 წელს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე მივიდა და განაცხადა, რომ შიმშილს იწყებს კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით. როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში განაცხადა, არასამთავრობო სექტორისა და თავისუფალი მედიის გარეშე, მისი შვილის მკვლელები თავისუფლები იქნებოდნენ. “მე ვიწყებ შიმშილს მანამ, სანამ ამ უაზრო კანონს არ გაიწვევენ უკან. აქ […]
დაიტოვე – შეიქმნა ფეისბუკჯგუფი თბილისში ჩამოსული აქციის მონაწილეთა დასატოვებლად

სოციალურ ქსელ ფეისბუკში დღეს, 30 აპრილს შეიქმნა ჯგუფი სახელწოდებით „დაიტოვე“, რომელიც „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ აქციებზე რეგიონიდან ჩამოსვლის მსურველებს დასარჩენს სთავაზობს. ჯგუფში საჯაროა და მასში 4200 ადამიანია გაწევრებული (ბოლო ნახვა:19:00). მათი რაოდენობა მზარდია. · „ᲨემიᲫლია ერთ ადამიანს ვუმასპინძლო და მოვათავსო დასაძინებლად მისაღებᲨი ტახტზე. ასაკს და სქესს მნიᲨვნელობა არ აქვს. Ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი მყავს, აქციიდან დაბრუნებულს ისე […]
რუსეთში დააპატიმრეს ვერტმფრენის დაწვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი

მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ხუთ პირს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ოსტაფიევოს აეროდრომზე ვერტმფრენისთვის ცეცხლის წაკიდებაში. მათ ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულთა სკამზე არიან 19 წლის ანასტასია მოლჩალინა, 21 წლის სტანისლავ ხამიდულინი და 22 წლის ნიკიტა ბულგაკოვი, რომან იაკოვეცი და დანიილ იამსკოვი. ისინი ორ თვეს გაატარებენ წინასწარი დაკავების საკანში. ბრალდების მხარის […]
საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია – ლუკ კოფი

„ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი, საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ლუკ კოფი აცხადებს, რომ ყველასთვის ცხადია, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. 30 აპრილს პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ წერილში კოფი „სრულ სიგიჟესა“ და „სიშლეგეს“ უწოდებს წინა დღით „ქართული ოცნებისა“ და, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს. ლუკ კოფი წერს, რომ როგორც საქართველოს დიდი ხნის დამკვირვებელი და მეგობარი, ცდილობდა, უგულებელყო ქვეყნის საშინაო პოლიტიკა […]
პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათია „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით განიხილავენ. პარალელურად, 19:00 საათიდან, უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოსთან დაიწყო აქცია: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ რუსთაველის ძეგლთან შეკრებილი თსუ-ის და ილიაუნის სტუდენტები. 30 აპრილს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გამართეს ბრიფინგი, რომელზეც განაცხადეს, რომ ხელისუფლება ანტიკონსტიტუციური კანონის მისაღებად მორიგ ნაბიჯს დგამს და „რუსული კანონის“ მეორე მოსმენით […]