ზაზა სარალიძემ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო

ზაზა სარალიძემ რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ზაზა სარალიძემ დაუდასტურა „ნეტგაზეთს“. მისი თქმით, ხელისუფლება ახალგაზრდების დისკრედიტაციას ცდილობს და მათ იმ ტერმინებს უწოდებს, რასაც სარალიძის თქმით, მის მოკლულ შვილზე ამბობდნენ: „დღეს უკვე მომავალ თაობას დაუწყო ბულინგი ხელისუფლებამ. რასაც ჩემს მოკლულ შვილს უწოდებდნენ, რომ იყო მოძალადე, დღეს უწოდებენ ჩემს ცოცხალ შვილს. ვიღაცა […]
ზაზა სარალიძე რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. მან ეს ფორმულასთან საუბრისას თქვა. როგორც სარალიძე აღნიშნავს, ახლა მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს, რომ კანონი არამხოლოდ მედიებსა და NGO სექტორს, არამედ თითოეულ მოქალაქეს შეეხება. “მე ვიწყებ შიმშილს მანამ, სანამ ამ უაზრო კანონს არ გაიწვევენ უკან. აქ არაფერ შუაშია ენჯეო სექტორი და ტელევიზია, […]
მირიამ ლექსმანი – ივანიშვილის ბოლო განცხადებები უაღრესად სამარცხვინოა – დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ამ ოლიგარქის წინააღმდეგ და საქართველო მისი კლანჭებიდან გაათავისუფლოს

დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები უაღრესად სამარცხვინოა და მხოლოდ ხაზს უსვამენ მის მცდელობებს დაანგრიოს საქართველოს დემოკრატია და ევროპული მისწრაფებები. დროა, ევროკავშირმა წერტილოვანი სანქციები შემოიღოს ამ ოლიგარქის წინააღმდეგ და საქართველო მისი კლანჭებიდან გაათავისუფლოს”, – წერს ლექსმანი.
თინა ხიდაშელი – ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ბიძინა ივანიშვილს და მთელ დედამიწას, რომ ეს ხალხი საკუთარი სამშობლოს სიყვარულში არ იღლება

ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ბიძინა ივანიშვილს და მთელ დედამიწას, რომ ეს ხალხი საკუთარი სამშობლოს სიყვარულში არ იღლება, – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტთან განუცხადა, სადაც მომიტინგეები იკრიბებიან. ხიდაშელმა გუშინ, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შეკრება და იქ ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის არ იყო მოულოდნელი ის განცხადებები, რაც […]
აითაჯის საქმე – დედას 3 წლით, ბიძას კი 3.6 წლით პატიმრობა შეუფარდა – რას ამბობენ დაკავებულები

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მამედოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით პატიმრობა მიესაჯა. აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც დამნაშავედ ცნეს ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში. […]
GIZ-ში ვმუშაობდი… რა თქმა უნდა, ვახორციელებდით გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიზნებს – შალვა პაპუაშვილი

“რა თქმა უნდა, ვახორციელებდით გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიზნებს, რომლებიც შემდეგ საქართველოს მთავრობასთან თანხმდება,“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სასესიო სხდომაზე გააკეთა. პაპუაშვილი ყვება, რომ GIZ-ში მუშაობის დროს ახორციელებდა “გერმანიის საგარეო პოლიტიკის მიზნებს”. პაპუაშვილმა ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილის კითხვაზე პასუხად ისაუბრა. ის, რომ თქვენ რასაც აკეთებდით და მტკიცებულებებს აგროვებდით, იყო თქვენი დამფინანსებლის ინტერესში, კითხვის […]
ბელარუსი რადიოაქტიური ნარჩენების შესანახად ადგილს არჩევს

ბელარუსი წლის ბოლომდე გადაწყვეტს რადიოაქტიური ნარჩენების შენახვის ადგილს, განაცხადა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რადიოაქტიური ნარჩენების და ბირთვული მემკვიდრეობის ობიექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ეკატერინა შმელევამ. მისი თქმით, ამ დროისთვის გარკვეული უბნები უკვე შერჩეულია, ტარდება ტესტები და გაზომვები და მათი შედეგების მიხედვით სახელმწიფო კომისიისთვის პროექტი მომზადდება. გომელის რეგიონის ბრაგინსკისა და ხოინიკის რაიონები, რომლებიც სახელმწიფო რადიაციულ-ეკოლოგიური ნაკრძალის ნაწილებში […]
“აგენტების კანონი” “ევროკავშირის მიდგომებთან წინააღმდეგობაში მოდის” – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკომისარი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე წერს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „აგენტების კანონსაც“. ვერა იუროვა აღნიშნავს, რომ „ყურადღების გამახვილება სანქციებზე, იარლიყებსა და სუბიექტების საქმიანობის შეზღუდვაზე ევროკავშირის მიდგომებთან წინააღმდეგობაში მოდის“. მისი სიტყვებით, უმჯობესია საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის გამოცდილებით იხელმძღვანელოს.
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებული დედა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებული დედა, ეგანა მაგარამოვა და მისი ადვოკატი, ალი ბადიროვი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. “დღეს მოსამართლე მაია შოშიაშვილმა თავის მანტიას შეურაცხოფა მიაყენა, სასამართლო ინსტიტუტს შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ პროკურატურა გადაარჩინა, უმტკიცებულებოდ დარჩენილი პროკურატურის დაკვეთა შეასრულა და […]
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნსა და სადახლოში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნსა და სოფელ სადახლოში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათვე ცნობით, აღნიშნული პროექტები, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი ჯამური ღირებულება 837 869 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სოფელშია დაგეგმილი.